ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე

იქამდე, სანამ Apple Vision Pro-ს გამოაქვეყნებდა, Meta-ს უკვე ჰქონდა ვირტუალური რეალობის ყურსასმენები, სახელწოდებით Meta Quest (რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც Meta-მ Oculus შეიძინა). თუმცა, Meta-ს ყურსასმენები ნაკლებად პოპულარულია. ამიტომ, ზაკერბერგს Apple Vision Pro-სთან კონკურენციის ახალი ამბიციური გეგმა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, Meta LG-სთან ერთად ახალ VR ყურსასმენს ქმნის.

კომენტარის დატოვება

Meta და LG ახალ Quest Pro ყურსასმენს ქმნიან

UploadVR-ის მოხსენების თანახმად, Meta და LG Quest Pro ყურსასმენის მომავალი ვერსიების შესაქმნელად გაერთიანდნენ. თავიდან, Meta LG-ის შვილობილ კომპანიასთან. LG Display-თან  მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა, ახალი ინფორმაციით, პარტნიორობა გაფართოვდა და Meta LG-ის სხვა შვილობილ კომპანიებსაც დაუახლოვდა. 

ახალი ყურსასმენის აწყობაზე პასუხისმგებელი LG Electronics იქნება, ხოლო LG Energy და LG Innotek ბატარეებსა და სხვა კომპონენტებს მიაწვდიან. რა თქმა უნდა, Micro OLED დისპლეის მიმწოდებელი LG Display იქნება. ეს ნიშნავს, რომ LG-ის მოწყობილობის დამზადებაზე დიდი გავლენა ექნება. 

მიუხედავად იმისა, რომ Apple თავისი ახალი ყურსასმენით პრემიუმ გამოცდილების მიწოდებაზეა ორიენტირებული, Meta, როგორც ჩანს, როგორც პრემიუმ, ასევე საწყისი დონის სეგმენტებით ინტერესდება.

სანდო წყაროები ამტკიცებენ, რომ Meta-სა და LG-ის ახალი ყურსასმენები, სავარაუდოდ, 2025 წელს გამოვა და მისი ფასი დაახლოებით $2000 იქნება. ამჟამინდელი Meta Quest Pro $999 ღირს, ამიტომ სავარაუდოა, რომ ორივე კომპანია Apple Vision Pro-სთან კონკურენციის მიზნით, უფრო მძლავრ აპარატურაში ინვესტიციას განახორციელებს.

Apple Vision Pro-ს ახალი კონკურენტი

Apple-მა Vision Pro-ს შესაქმნელად უახლესი ტექნოლოგია აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სპეციფიკაციები უცნობია, ჩვენ ვიცით, რომ ყურსასმენს Micro OLED დისპლეი აქვს — 4K-ზე მაღალი გარჩევადობით. Vision Pro-ს ასევე 12 კამერა, ხუთი სენსორი და ექვსი მიკროფონი აქვს.

Apple Vision Pro M2 ჩიპზე მუშაობს და ახალი R1 ჩიპი აქვს, რომელიც კამერების მიერ გადაღებულ სურათებს რეალურ დროში ასახავს. ამჟამინდელ Meta Quest Pro-ს, თავის მხრივ, 2K LCD დისპლეი, მხოლოდ ხუთი კამერა და უკეთესი სიზუსტისთვის ფიზიკური კონტროლი გააჩნია. მოწყობილობა Snapdragon XR2 ჩიპზე მუშაობს.

Meta-მ ზოგიერთი ასპექტი უნდა გააუმჯობესოს. რათა Vision Pro-ს მსგავსი პროდუქტი ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, ორივე მოწყობილობის მომავალი ამ ეტაპზე უცნობია.

ცუგერბერგი: Vision Pro არ არის ისეთი ტექნოლოგიური მიღწევა რომელზეც Meta-ს არ უმუშავია 
ცუგერბერგი: Vision Pro არ არის ისეთი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელზეც Meta-ს არ უმუშავია 
თემის მიხედვით
ცუგერბერგი: Vision Pro არ არის ისეთი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელზეც Meta-ს არ უმუშავია 
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი - Vision Pro წარადგინა
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი — Vision Pro წარადგინა
თემის მიხედვით
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი — Vision Pro წარადგინა
როგორც ჩანს Google AR სათვალეებზე უარს ამბობს
როგორც ჩანს, Google AR სათვალეებზე უარს ამბობს
თემის მიხედვით
როგორც ჩანს, Google AR სათვალეებზე უარს ამბობს

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.