ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
10 ნოემბერი 2023, 15:43
2023-11-10
Meta და Amazon Facebook-სა და Instagram-ზე შოპინგის ახალ ფუნქციას დაამატებენ
შესაძლოა Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე ლაივ შოპინგის დამატების მცდელობები შეწყვიტა, მაგრამ კომპანიას თავისი აპლიკაციების, როგორც სავაჭრო პლატფორმის პოტენციალის მაინც სჯერა. Meta ამჯერად Amazon-თან თანამშრომლობს — მომხმარებელს თავიანთი Facebook და Instagram ანგარიშების Amazon-ის ანგარიშთან დაკავშირება შეეძლებათ, რაც მათ შოპინგის შესაძლებლობას პირდაპირ Meta-ს პლატფორმებიდან მისცემს.
«პირველად, მომხმარებელს Amazon-ის პროდუქტების შეძენა Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენებით შეეძლება, თანაც აპლიკაციებიდან გაუსვლელად». — დაადასტურა Amazon-ის სპიკერმა, ქალი ჯერნიგანმა.
Amazon-მა ასევე აღნიშნა, რომ აპსშიდა შოპინგის ახალი ფუნქცია იმ პროდუქტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც რეკლამირებულია Facebook-ზე ან Instagram-ზე და Amazon-ის ან დამოუკიდებელი გამყიდველის მიერ იყიდება.
თავდაპირველად მომხმარებლები თავიანთ ანგარიშს (ან Facebook ან Instagram) Amazon-ის ანგარიშს დაუკავშირებენ. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მათ შეუძლიათ, აპლიკაციის დატოვების გარეშე აარჩიონ ნივთები და გადაიხადონ, მათი მისამართი და გადახდის ინფორმაცია, რომელიც Amazon-ზეა დაფიქსირებული, გაყიდვის დასასრულებლად იქნება გამოყენებული.
გარიგების შესახებ ახალი ამბები პირველად Meta-სა და Google Ads-ის პარტნიორმა და Disruptive Digital-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა, მორის რაჰმემ გაავრცელა. LinkedIn-ის პოსტში მან გარიგების სარგებელი განმარტა და აღნიშნა, რომ Meta ამით უკეთეს მიზნობრიობას და ოპტიმიზაციას მიიღებს.
«მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, ეს პარტნიორობა შეიძლება უზარმაზარი შემოსავლის შესაძლებლობა იყოს Meta-სთვის, Amazon-ისთვის და რაც მთავარია, რეკლამის განმთავსებლებისთვის», — წერს რაჰმეი. მისი თქმით, Meta უფრო მეტ სარეკლამო სიგნალს მიიღებს, ხოლო Amazon მეტ — ტრანზაქციას.
Meta-Amazon-ის გარიგება იმ დროს იდება, როდესაც TikTok ცდილობს, Amazon-ს, როგორც ელექტრონული კომერციის მაღაზიას, კონკურენცია გაუწიოს. TikTok Shop-ის ამოქმედებით, რომელიც აშშ-ში სექტემბერში გამოვიდა, TikTok-ს შეუძლია 150 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისწვდეს. მიუხედავად Amazon-ის ზომისა და გავლენისა, ეს შეიძლება მათთვის სარწმუნო საფრთხედ ჩაითვალოს.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.