ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta Facebook-სა და Messenger-ზე ტელეგრამის მსგავს არხებს ამატებს

Meta Telegram-ის მსგავს სამაუწყებლო არხებს თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Messenger-ზე ამატებს. ამ წლის დასაწყისში კომპანიამ არხები Instagram-სა და WhatsApp-ზე დაამატა. Meta-ს თქმით, ფუნქცია ორივე პლატფორმას უახლოეს კვირებში დაემატება.

კომენტარის დატოვება

ეს ფუნქცია კონტენტის შემქმნელებსა და საჯარო პირებს საშუალებას აძლევს, რომ მიმდევრებთან ინტერაქციაში პირადად შევიდნენ. არხებზე ტექსტის, სურათებისა და რეაქციების გაგზავნა იქნება შესაძლებელი. ამასთან ერთად, წევრებს გამოკითვებში მონაწილეობის მიღებაც შეეძლებათ. სამაუწყებლო არხებში შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ მის შემქმნელს შეუძლია, მაგრამ  მაყურებელს შეტყობინებებზე რეაგირებისა და ხმის მიცემის უფლება აქვს.

კონტენტის შემქმნელებსა და საზოგადო მოღვაწეებს შეუძლიათ, სამაუწყებლო არხები თავისი მიმდევრებისთვის საინტერესო ინფორმაციის მარტივად გასავრცელებლად გამოიყენონ. Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ზაკერბერგი და კომპანიის სხვა აღმასრულებლები სამაუწყებლო არხებს ფუნქციებისა და პროდუქტების გამოშვებების შესახებ განახლებების გასაზიარებლად იყენებდნენ.

Meta ამჟამად Facebook გვერდების უნარსა და სურვილს ამოწმებს — რამდენად შეუძლიათ და სურთ მსგავსი სამაუწყებლო არხების შექმნა. მომხმარებლებს, რომლებიც Facebook-ზე გვერდს მართავენ, არხის შექმნა პირდაპირ მათი გვერდიდან შეუძლიათ. თუმცა ამისთვის თავად პლატფორმის დასტურია საჭირო. თუ ეს ფუნქცია თქვენს გვერდს არ გააჩნია, მაშინ მომლოდინეთა სიაში ყოფნა მოგიწევთ.

მას შემდეგ, რაც გვერდის მფლობელები სამაუწყებლო არხს შექმნიან და პირველ შეტყობინებას გაგზავნინ, მათი მიმდევრები ერჯერად მოთხოვნას მიიღებენ, რომელიც ეკითხება, სურთ თუ არა, არხს შეუერთდნენ. მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ სამაუწყებლო არხებს პირდაპირ Facebook-ის პროფილიდან შეუერთდნენ, რის შემდეგაც ყოველ ახალ გაგზავნილ სიახლეზე შეტყობინებას მიიღებენ. რა თქმა უნდა, ამ შეტყობინებების დადუმება შეგიძლიათ ისე, რომ არხი არ დატოვოთ.

Facebook-სა და Messenger-ზე სატესტო რეჟიმში რამდენიმე არხი უკვე შექმნილია. ესენია Netflix-ის, WWE-ის, League of Legends-ისა და კრიკეტის საერთაშორისო კომიტეტის არხები.

სამაუწყებლო არხები შემქმნელებსა და საზოგადო მოღვაწეებს თავიანთ მიმდევრებთან ინტერაქციის ახალ შესაძლებლობას აძლევს. წარსულში ისინი ძირითადად პოსტსა და სთორის იყენებდნენ, რათა მიმდევრებისთვის სიახლეები და განახლებები გაეზიარებჯანთ. მაგრამ ახლა მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ ამისთვის პირდაპირი და მარტივი გზა გამოიყენონ.

როდესაც Meta-მ სამაუწყებლო არხები Instagram-ზე პირველად გამოუშვა, კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ფუნქციის ყველა პოპულარულ აპლიკაციაში დამატებას აპირებდა. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მიესალმება ახალ ფუნქციას Facebook-სა და Messenger-ზე, მაგრამ მათი რიცხვი დიდი არ არის. ზაკერბერგის პოსტზე, რომელშიც აღმასრუკებელი დირექტორი ახალ ფუნქციებზე საუბრობს, ხალხი წერს, რომ მათ პლატფორმის ძველი სახე ენატრებათ.

«ის დრო მენატრება, როცა ყველა აპლიკაცია უნიკალური იყო». — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

Meta-ს სურს Instagram და Facebook ფასიანი გახადოს
Meta-ს სურს, Instagram და Facebook ფასიანი გახადოს
თემის მიხედვით
Meta-ს სურს, Instagram და Facebook ფასიანი გახადოს

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ სხვა ქვეყანაში Facebook გაითიშა
საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ სხვა ქვეყანაში Facebook გაითიშა
საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ სხვა ქვეყანაში Facebook გაითიშა
ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელი, Facebook გაითიშა როგორც საქართველოში, ისე — მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.