ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Amazon-მა კლების ტენდენცია შეაჩერა და ახლა მნიშვნელოვან მოგებაზე გადის

Amazon-ის ელექტრონული კომერციის ძირითადი ბიზნესი შეიძლება გადარჩენისთვის იბრძვის, თუმცა კომპანიის გარკვეული ნაწილები მოგებას იძლევა.

კომენტარის დატოვება

კომპანიის თქმით, 2023 წლის პირველ სამ თვეში ონლაინ გაყიდვები უცვლელი იყო, თუმცა ეს Amazon-ის ღრუბლოვან სერვისებსა და სარეკლამო ერთეულებში მოსალოდნელზე უკეთესი გაყიდვებით კომპენსირდება.

«ბევრი გვაქებს იმის გამო, თუ როგორ აწვდიან ჩვენი გუნდები პროდუქტს მომხმარებლებს, განსაკუთრებით გაურკვეველი ეკონომიკის პირობებში». —  თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯასიმ.

Amazon-ის გაყიდვები შენელდა, რადგან მომხმარებლები პანდემიის შემდეგ მაღაზიებს დაუბრუნდნენ და ცხოვრების ხარჯების ზრდის საპასუხოდ ბიუჯეტი გაამკაცრეს.

ექსპერტთა აზრით, მას შემდეგ, რაც შარშან, ჯასიმ ზოგიერთი პროგრამა შეაჩერა, როგორიცაა, მაგალითად, ფიტნეს განყოფილება, Halo, კომპანიის საქმიანობა გაუმჯობესდა.

კომპანიის მუშახელის რაოდენობა გასული წლის მარტიდან 10%-ით შემცირდა — გასული წლის ბოლოდან Amazon-დან 75000-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს.

Insider Intelligence-ის მთავარმა ანალიტიკოსმა, ენდრიუ ლიპსმენმა თქვა, რომ ამან შესაძლოა შედეგი გამოიღოს.

«პირველად რამდენიმე კვარტალში, Amazon-ს შეიძლება დადებითი მაჩვენებელი ჰქონდეს». — თქვა ლიპსმანმა.

Amazon-ის სარეკლამო განყოფილების შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვები Amazon Web Services-ში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის დიდი მოგების მამოძრავებელი იყო, — 16%-ით.

მთლიანი გაყიდვები 9%-ით გაიზარდა და იანვარ-მარტის პერიოდში 127,4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

მიუხედავად ამისა, კომპანიის მუშაობა იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი ანალიტიკოსი ელოდა და მოგება 3,2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

«Amazon-მა გააკეთა ის, რაც სჭირდებოდა, შეცვალა — ან სულ მცირე, შეაჩერა — ყველაზე პრობლემური კლების ტენდენციები». — თქვა ბატონმა ლიპსმანმა.

Amazon-მა კიდევ 9 000 თანამშრომელი გაათავისუფლა
Amazon-მა კიდევ 9 000 თანამშრომელი გაათავისუფლა
თემის მიხედვით
Amazon-მა კიდევ 9 000 თანამშრომელი გაათავისუფლა
Amazon Meta და Google ყველაზე მეტ სუფთა ენერგიას ყიდულობენ
Amazon, Meta და Google ყველაზე მეტ სუფთა ენერგიას ყიდულობენ
თემის მიხედვით
Amazon, Meta და Google ყველაზე მეტ სუფთა ენერგიას ყიდულობენ

ასევე წაიკითხეთ
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
2024 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში ძალაში შევა DSA — ციფრული სერვისების აქტი, რომელიც ევროპარლამენტმა 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა და რომელიც მიზნად ისახავს «მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების შეჩერებას». თუმცა, კანონის ზოგიერთი ნაწილი 2023 წლის 25 აგვისტოდანვე ამოქმედდება. 
“სექსისტმა” Alexa-მ ვერ უპასუხა კითხვას ქალთა საფეხბურთო მატჩის შესახებ
“სექსისტმა” Alexa-მ ვერ უპასუხა კითხვას ქალთა საფეხბურთო მატჩის შესახებ
“სექსისტმა” Alexa-მ ვერ უპასუხა კითხვას ქალთა საფეხბურთო მატჩის შესახებ
დისტანციური მუშაობის დასასრული? — გიგანტი კომპანიები თანამშრომლებს ოფისში აბრუნებენ
დისტანციური მუშაობის დასასრული? — გიგანტი კომპანიები თანამშრომლებს ოფისში აბრუნებენ
დისტანციური მუშაობის დასასრული? — გიგანტი კომპანიები თანამშრომლებს ოფისში აბრუნებენ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.