Meta: ჩინური ტროლ-ქარხნები ყალბი ამბების გავრცელების მეთოდებს რუსეთისგან სწავლობენ
ჩინური ტროლ-ქარხნები უკრაინისა და დასავლეთის შესახებ რუსულის მსგავს პროპაგანდისტულ ნარატივებს ავრცელებენ. ეს Meta-ს ანგარიშში წერია.
ჩინური ტროლ-ქარხნები უკრაინისა და დასავლეთის შესახებ რუსულის მსგავს პროპაგანდისტულ ნარატივებს ავრცელებენ. ეს Meta-ს ანგარიშში წერია.
კომპანია მიიჩნევს, რომ ჩინელები ფეიკ ნიუსების გავრცელების მეთოდებს, დასავლური მთავრობების დისკრედიტაციისა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მიზნით, რუსებისგან სწავლობენ.
საქმე ეხება ჩინურ Spamouflage-ს და რუსულ Secondary Infektion-სა და Dragonbridge-ს. თუმცა, როგორც Meta ამბობს, რუსეთს, თავისი პოლიტიკური ნარატივების გავრცელების მიზნით, ონლაინ ტროლინგი «უკეთესად გამოსდის»
29 აგვისტოს Meta-მ გამოაქვეყნა ანგარიში და მიუთითა, რომ დაბლოკა ჩინური ჯგუფის ტროლ ფერმა, სახელად Spamouflage. ისინი აქვეყნებდნენ პრო-ჩინურ კონტენტს და ნეგატიური შინაარსის მასალებს შეერთებული შტატებსა და დასავლეთის საგარეო პოლიტიკაზე.
კომპანიის ინფორმაციით, ჩინურ კამპანიაში ჩართული 7704 ანგარიში და 954 ფეისბუქის გვერდი 15 ჯგუფიდა 15 ინსტაგრამი ანგარიში. ტროლები, Meta-ს გარდა, კიდევ 50-ზე მეტ სხვა პლატფორმაზე მუშაობდნენ, მათ შორისაა: X (ყოფილი Twitter), YouTube, TikTok, Reddit, Pinterest, Medium, Blogspot, LiveJournal, Vimeo, VKontakte და ათობით პატარა ონლაინ ფორუმზე.
ჩინური ონლაინ=პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნე იყო: ტაივანი, შეერთებული შტატები, ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, იაპონია და ჩინურენოვანი აუდიტორია მთელს მსოფლიოში.
რუსული ტროლ-ქარხნის ჯგუფი Secondary Infektion ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით. ასე ხდებოდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდეც. ეს არხები ყველაზე ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ ვოლოდიმირ ზელენსკია, ასევე აცხადებდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კიევის სამხედრო ბუნკერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მეტამ ასევე დაბლოკა ათასობით მავნე ვებსაიტის დომენი, ყალბი ანგარიშები და კომპანიის სოციალური მედიის გვერდები, რომლებიც დაკავშირებულია Doppelganger-თან.
Doppelganger-ის ერთ-ერთი ყალბი მასალა იყო ვითომდა ვაშინგტონ პოსტის ვიდეო, რომელშიც ზელენსკი აღიარებს, რომ ამერიკული დაზვერვის აგენტია.
«ჩვენ ვაფასებთ ამ კამპანიას, როგორც რუსული გავლენის ყველაზე დიდ და აგრესიულ ფარულ ოპერაციას 2017 წლის შემდეგ». — ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.