ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

არაავთენტური ქცევის გამო, TikTok-მა, სავარაუდოდ, ღარიბაშვილის ანგარიში წაშალა

არაავთენტური ქცევის გამო, TikTok-მა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში სავარაუდოდ წაშალა.

კომენტარის დატოვება
არაავთენტური ქცევის გამო, TikTok-მა, სავარაუდოდ, ღარიბაშვილის ანგარიში წაშალა

არაავთენტური ქცევის გამო, TikTok-მა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში სავარაუდოდ წაშალა.

Meta-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლო  საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 82 Facebook და 9 Instagram ანგარიში, ასევე 27 FB გვერდი და 9 ჯგუფი. მათგან 80 Facebook და 2 ინსტაგრამ ანგარიში, 26 FB გვერდი და 9 ჯგუფი  არაავთენტური და კოორდინირებული ქცევისთვის წაიშალა. 

ასევე, საფრთხის შემცველი იყო 3 TikTok ანგარიში: @juurnalistebi; @igaribashvili; @irakli4georgia. 

ამ 3 ტიკტოკ ანგარიშიდან 2 — პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდი — @igaribashvi და @juurnalistebi პლატფორმაზე აღარ იძებნება. 

Meta-მ დღეს, 3 მაისს, კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა რამდენიმე ქვეყანაში კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის ანგარიში.

საქართველოს შესახებ კომპანია წერს, რომ უკვე წაშლილი ყალბი ანგარიშები და გვერდები ქსელს წარმოადგენდა, რომლის უკან მდგომი პირები მართავდნენ ანგარიშებს, ჯგუფებს და გვერდებს, პოსტავდნენ, აკომენტებდნენ და იწონებდნენ თავიანსავე კონტენტს, რათა ესა თუ ის საკითხი იმაზე უფრო პოპულარულად წარმოეჩინათ, ვიდრე რეალობაშია. 

Meta მიუთითებს, რომ ეს ქსელი მუშაობდა 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი კონტენტის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდების და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარების საშუალებით.

ისინი ასევე აზიარებდნენ ოპოზიციის მადისკრედიტირებელ შინაარსს, განსაკუთრებით, ბოლო საპროტესტო აქციების დროს, როცა მოქალაქეებმა ე.წ უცხო ქვეყნის აგენტების კანონი გააპროტესტეს. 

«სხვათა შორის, ონლაინ ოპერაცია საპროტესტო მოვლენებს რეალურ დროში პასუხობდა, მათ შორის, პოსტებს აქვეყნებდნენ შუაღამით. ქსელის უკან მდგარი ადამიანები პოსტავდნენ მიმებს, სტატიებს და კომენტარებს ქართულ ენაზე

ჩვენ ეს აქტივობები რეგიონში საეჭვო კოორდინირებული და არაავთენტური ქსელის შიდა გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქსელის მიღმა მდგომი პირები დამალვას ცდილობენ,  ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა კავშირები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან «. — წერია Meta-ს განცხადებაში.

კომპანია მიუთითებს, რომ მათ მიერ წაშლილ ფბ ანგარიშებს ჯამში 138 000 მიმდევარი ჰყავდათ, ფბ ჯგუფებში თავმოყრილი იყო 238 ათასი ადამიანი, ხოლო ინსტაგრამ ანგარიშებს თვალ-ყურს 400 ანგარიში ადევნებდა. 

Meta-ს განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა არაავტენტური ქცევისა და ყალბი ამბების გავრცელებისთვის $33,500 დახარჯა. 

Meta-მ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ათობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა 
Meta-მ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ათობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა 
თემის მიხედვით
Meta-მ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ათობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა 


ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
ბექა დალაქიშვილი პროტესტზე: გამარჯვება, თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა
ბექა დალაქიშვილი პროტესტზე: გამარჯვება, თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა
ბექა დალაქიშვილი პროტესტზე: გამარჯვება, თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა
ქართული სტარტაპის, Kernel-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბურ საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს, რომ გამარჯვება, თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა.
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.