ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta-მ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ათობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა 

Meta-ს განცხადებით, მათ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 Facebook და 2 ინსტაგრამ ანგარიში, 26 FB გვერდი და 9 ჯგუფი არაავთენტური და კოორდინირებული ქცევისთვის წაშალა. 

კომენტარის დატოვება

Meta აცხადებს, რომ ყალბი ანგარიშების ქსელის სამიზნე რამდენიმე აპლიკაცია იყო, მათ შორის, ტიკტოკიც. ის საქართველოში იყო შექმნილი და სამიზნე აუდიტორიაც სწორედ ქართული იყო. 

კომპანიის განცხადების თანახმად, ყალბი ანგარიშების უკან მდგომი პირები მართავდნენ ანგარიშებს, ჯგუფებს და გვერდებს, პოსტავდნენ, აკომენტებდნენ და იწონებდნენ თავიანსავე კონტენტს, რათა ესა თუ ის საკითხი იმაზე უფრო პოპულარულად წარმოეჩინათ, ვიდრე რეალობაშია. 

Meta მიუთითებს, რომ ეს ქსელი მუშაობდა 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი კონტენტის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდების და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარების საშუალებით.

ისინი ასევე აზიარებდნენ ოპოზიციის მადისკრედიტირებელ შინაარსს, განსაკუთრებით, ბოლო საპროტესტო აქციების დროს, როცა მოქალაქეებმა ე.წ უცხო ქვეყნის აგენტების კანონი გააპროტესტეს. 

«სხვათა შორის, ონლაინ ოპერაცია საპროტესტო მოვლენებს რეალურ დროში პასუხობდა, მათ შორის, პოსტებს აქვეყნებდნენ შუაღამით. ქსელის უკან მდგარი ადამიანები პოსტავდნენ მიმებს, სტატიებს და კომენტარებს ქართულ ენაზე.

ჩვენ ეს აქტივობები რეგიონში საეჭვო კოორდინირებული და არაავთენტური ქსელის შიდა გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქსელის მიღმა მდგომი პირები დამალვას ცდილობენ,  ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა კავშირები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან «. — წერია Meta-ს განცხადებაში.

კომპანია მიუთითებს, რომ მათ მიერ წაშლილ ფბ ანგარიშებს ჯამში 138 000 მიმდევარი ჰყავდათ, ფბ ჯგუფებში თავმოყრილი იყო 238 ათასი ადამიანი, ხოლო ინსტაგრამ ანგარიშებს თვალ-ყურს 400 ანგარიში ადევნებდა. 

Meta-ს განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა არაავტენტური ქცევისა და ყალბი ამბების გავრცელებისთვის $33,500 დახარჯა. 

რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში
რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში
თემის მიხედვით
რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში

ასევე წაიკითხეთ
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.