ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta AI პლატფორმას უშვებს, რომელსაც თითქმის 100 ენაზე თარგმნა შეუძლია

Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მთარგმნელობითი სისტემა გამოუშვა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ენაზე დაწერილი ტექსტის, ისე — სინქრონულად თარგმნა. 

კომენტარის დატოვება

პლატფორმა, სახელწოდებით SeamlessM4T «პირველი მრავალენოვანი მულტიმოდალური AI თარგმანისა და ტრანსკრიფციის მოდელია». — განაცხადა Meta-მ.

მულტიმოდალური ძრავები ის პლატფორმებია, რომლებსაც ენა, როგორც მეტყველებიდან, ასევე ტექსტიდან ესმით და მათ თარგმანის გენერირება ორივეში შეუძლიათ.

«მოდელების გამოყენებით, SeamlessM4T-ის ერთიანი სისტემური მიდგომა შეცდომებსა და შეფერხებებს ამცირებს, ხოლო თარგმანის პროცესის ეფექტურობასა და ხარისხს ზრდის». — ამბობენ კომპანიაში.

«ეს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს, ერთმანეთს უფრო ეფექტურად დაუკავშირდნენ».

AI-ზე ორიენტირებული მთარგმნელობითი ინდუსტრია ყვავის. ინდოეთში დაფუძნებული კომპანიის, Acumen Research and Consulting-ის თანახმად, მანქანური თარგმანის გლობალური ბაზრის ზომა, სავარაუდოდ, 2030 წელს თითქმის 4.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს — 2021 წლის 812,6 მილიონი დოლარიდან.

მანქანური თარგმანი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ტექსტის ან სიტყვის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის პროცესია.

ამ წლის დასაწყისში Meta-მ Massively Multilingual Speech გამოუშვა. რომელიც მეტყველების ამოცნობას, ენის იდენტიფიკაციასა და მეტყველების სინთეზის ტექნოლოგიას 1100-ზე მეტ ენაზე უზრუნველყოფს.

SeamlessM4T-ს ასევე კოდის გადართვის უნარი გააჩნია. ეს მაშინ ხდება, როდესაც მრავალენოვანი მოსაუბრე საუბრისას ერთზე მეტ ენას იყენებს. ის საშუალებას აძლევს ძრავას ავტომატურად ამოიცნოს და თარგმნოს ერთზე მეტი ენა.

Meta განმარტავს როგორ მოქმედებს AI იმაზე რასაც Facebook-სა და Instagram-ზე ვხედავთ
Meta განმარტავს, როგორ მოქმედებს AI იმაზე, რასაც Facebook-სა და Instagram-ზე ვხედავთ
თემის მიხედვით
Meta განმარტავს, როგორ მოქმედებს AI იმაზე, რასაც Facebook-სა და Instagram-ზე ვხედავთ
Meta-ს ახალი AI რომელიც ნახატებს ანიმაციად აქცევს
Meta-ს ახალი AI, რომელიც ნახატებს ანიმაციად აქცევს
თემის მიხედვით
Meta-ს ახალი AI, რომელიც ნახატებს ანიმაციად აქცევს

ასევე წაიკითხეთ
Facebook-მა ლოგო შეცვალა
Facebook-მა ლოგო შეცვალა
Facebook-მა ლოგო შეცვალა
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.