LinkedIn-მა პრობლემური ეკონომიკური კლიმატის ფონზე 716 სამუშაო ადგილი შეამცირა
მსოფლიოში ყველაზე დიდმა სოციალურმა მედიის პლატფორმა LinkedIn-მა 716 სამუშაო ადგილი შეამცირა და საკუთარი აპლიკაცია ჩინეთში გათიშა.
მსოფლიოში ყველაზე დიდმა სოციალურმა მედიის პლატფორმა LinkedIn-მა 716 სამუშაო ადგილი შეამცირა და საკუთარი აპლიკაცია ჩინეთში გათიშა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაიან როსლანსკიმ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებისა და შემოსავლების ნელი ზრდის ფონზე მიიღეს.
«ჩვენ LinkedIn-ის სამოქმედო სტრატეგიას არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ გლობალურად ვცვლით, რაც ამ ეტაპზე 716 თანამშრომლის შემცირებას გამოიწვევს». — თქვა მან.
LinkedIn, რომელიც Microsoft-ს (MSFT) ეკუთვნის, აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების იმ რიგს შეუერთდა, რომლებმაც წელს სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად შეამცირეს. Meta-მ მარტში 10,000 თანამშრომელი გაათავისუფლა. Amazon-მა ასევე განაცხადა, რომ კომპანიიდან კიდევ 9,000 ადამიანს გაუშვებს.
«ჩვენ ველით, რომ 2024 წელს მაკროგარემო კვლავ გამოწვევად დარჩება». — თქვა როსლანსკიმ. «გავაგრძელებთ ჩვენი ხარჯების მართვას სტრატეგიული ზრდის სფეროებში ინვესტიციების დროს.»
როსლანსკიმ აპლიკაციის გამორთვის მიზეზად «სასტიკი კონკურენცია» და «პრობლემური მაკროეკონომიკური კლიმატი» დაასახელა.
კომპანიის სპიკერის თქმით, LinkedIn ჩინეთში მუშაობას გარკვეულწილად გააგრძელებს — მათ შორის სერვისების მიწოდებას იქ მოქმედი კომპანიებისთვის.
LinkedIn ბოლო დასავლური გიგანტი სოციალური მედიის აპლიკაციაა, რომელიც ჩინეთში ჯერ კიდევ მუშაობს. Twitter, Facebook და Youtube ქვეყანაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკრძალულია. Google-მა ქვეყანა 2010 წლის დასაწყისში დატოვა.
LinkedIn ჩინეთში პირველად 2014 წელს თავისი განახლებული აპლიკაციით გამოჩნდა. მაგრამ კომპანიის ნაბიჯები ქვეყანაში პოსტების ცენზურისკენ, ჩინეთის კანონების შესაბამისად, კრიტიკის ქვეშ მოექცა.
ამერიკული სოციალური მედიის საიტი ჩინეთში დიდი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდა. 2021 წლისთვის მას ქვეყანაში 50 მილიონზე მეტი წევრი ჰყავდა, რაც კომპანიის სიდიდით მესამე ბაზარია შეერთებული შტატებისა და ინდოეთის შემდეგ, მაგრამ ის ადგილობრივ კონკურენტებს, როგორიცაა, მაგალითად, Maimai, ჩამორჩებოდა.
Maimai 2013 წელს გამოვიდა, როგორც LinkedIn-ის ჩინური ვერსია (ასე უწოდებდნენ მას მომხმარებლები). რამდენიმე წელიწადში მან LinkedIn-ს აჯობა და ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პლატფორმა გახდა, 110 მილიონი დამოწმებული წევრით.
«მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩინეთში გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, ასეთ ოპერაციულ გარემოში მუშაობა მაინც გვიჭირს». — წერს LinkedIn 2021 წლის ბლოგ პოსტში.