ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Amazon-მა კიდევ 9 000 თანამშრომელი გაათავისუფლა

Amazon 9 000 თანამშრომელს ათავისუფლებს. შემცირება შეეხებათ AWS-ის, Twitch-ის, რეკლამის და ადამიანური რესურსების მიმართულებით მომუშავეებს. 

კომენტარის დატოვება
Amazon-მა კიდევ 9 000 თანამშრომელი გაათავისუფლა

Amazon 9 000 თანამშრომელს ათავისუფლებს. შემცირება შეეხებათ AWS-ის, Twitch-ის, რეკლამის და ადამიანური რესურსების მიმართულებით მომუშავეებს. 

გავრცელებულ განცხადებაში ამაზონის აღმასრულებელი დირექტორი,  ენდი ჯასი შემცირების მიზეზად არასტაბილურ ეკონომიკას ასახელებს და ამბობს, რომ კომპანიამ აირჩია, ხარჯები დაეზოგა.

2022 წელს Amazon-მა 18 000 ადამიანი გაათავისუფლა.

«ჩვენი წლიური დაგეგმვის მთავარი პრინციპია, ვიყოთ უფრო დახვეწილნი, რათა კვლავ შევძლოთ მტკიცე ინვესტიციების ჩადება მომხმარებელთა ძირითად გრძელვადიან გამოცდილებაში. ამას, ჩვენი აზრით, შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მომხმარებელთა ცხოვრება და მთლიანად Amazon». — აცხადებს ენდი ჯასი.

თანამშრომელთა გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ამაზონის სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ემეტ შირმა თანამდებობა დატოვა.  თუმცა, გაურკვეველია დაკავშირებულია თუ არა ეს შემცირებებთან. ემეტ შირი კვლავ რჩება კომპანიაში მრჩევლის პოზიციაზე.

«ბევრი კომპანიის მსგავსად, ჩვენს ბიზნესზეც გავლენა იქონია მაკროეკონომიკურმა გარემომ. მომხმარებლების და შემოსავლების ზრდამ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოლოდინი. იმისთვის, რომ ბიზნესი მდგრად წარვმართოთ, მივიღეთ ძალიან რთული გადაწყვეტილება, შევამციროთ თანამშრომლების რაოდენობა» — წერს Twitch-ის ახალი CEO დენ კლანსი.

დეტალების დაზუსტებაზე Twitch-ის სპიკერმა სამანა ფატმა The Verge-სთან საუბრისას უარი თქვა.

განცხადების თანახმად, კომპანიაში ჯერ კიდევ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება, კონკრეტულად რომელ თანამშრომლებს გაათავისუფლებენ. მათი მიზანია, ეს გადაწყვეტილებები თანამშრომლებს აპრილის ბოლოს აცნობონ.

დაზარალებული თანამშრომლები მიიღებენ თანამდებობიდან გათავისუფლების კომპენსაციას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა სამუშაოს მოძებნისას მხარდაჭერას.

2022 წლის მეოთხე კვარტალი Amazon-ისთვის ყველაზე ცუდი კვარტალი იყო. კომპანიამ 2014 წლის შემდეგ პირველი წმინდა ზარალის, 2,7 მილიარდი აშშ დოლარის შესახებ გამოაცხადა.

ამაზონმა ბოლო თვეების განმავლობაში ხარჯების შემცირებისთვის რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, შეაჩერა მეორე შტაბ-ბინის მშენებლობა ვირჯინიაში, დახურა ზოგიერთი მაღაზია და შეაჩერა Fresh მაღაზიების გაფართოება.

Amazon არ არის ერთადერთი მსხვილი კომპანია, რომელიც მძიმე ეკონომიკის პირობებში ებრძვის ფინანსურ საკითხებს და თანამდებობიდან გათავისუფლებას. Meta-მ, Microsoft-მა და Google-მა წელს უკვე გაათავისუფლეს ათიათასობით თანამშრომელი.

Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
თემის მიხედვით
Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს
HP 2025 წლის ბოლომდე 6000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს
HP 2025 წლის ბოლომდე 6000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს
თემის მიხედვით
HP 2025 წლის ბოლომდე 6000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს
Twitter-მა კიდევ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა
Twitter-მა კიდევ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა
თემის მიხედვით
Twitter-მა კიდევ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა


ასევე წაიკითხეთ
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
2024 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში ძალაში შევა DSA — ციფრული სერვისების აქტი, რომელიც ევროპარლამენტმა 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა და რომელიც მიზნად ისახავს «მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების შეჩერებას». თუმცა, კანონის ზოგიერთი ნაწილი 2023 წლის 25 აგვისტოდანვე ამოქმედდება. 
“სექსისტმა” Alexa-მ ვერ უპასუხა კითხვას ქალთა საფეხბურთო მატჩის შესახებ
“სექსისტმა” Alexa-მ ვერ უპასუხა კითხვას ქალთა საფეხბურთო მატჩის შესახებ
“სექსისტმა” Alexa-მ ვერ უპასუხა კითხვას ქალთა საფეხბურთო მატჩის შესახებ
დისტანციური მუშაობის დასასრული? — გიგანტი კომპანიები თანამშრომლებს ოფისში აბრუნებენ
დისტანციური მუშაობის დასასრული? — გიგანტი კომპანიები თანამშრომლებს ოფისში აბრუნებენ
დისტანციური მუშაობის დასასრული? — გიგანტი კომპანიები თანამშრომლებს ოფისში აბრუნებენ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.