ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს

კომენტარის დატოვება
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს

აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, Facebook-სა და Instagram-ის ალგორითმები ამ პლატფორმის პოლიტიკურ პოლარიზაციაში მთლიანად დამნაშავე არ არის, როგორც ეს ადრე მიიჩნეოდა. 

კვლევების თანახმად, ფეისბუქის მომხმარებლები ეძებენ კონტენტს, რომელიც შეესაბამება მათ შეხედულებებს, ხოლო echo chamber-ს (გარემო, სადაც ადამიანი ხვდება ინფორმაციას, რომელიც ასახავს და აძლიერებს მისსავე მოსაზრებებს) სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს საშუალებას აძლევს, დაეყრდნონ, დაუკავშირდნენ და მოიხმარონ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის განსხვავებული წყაროები.

Science and Nature-ში გამოქვეყნებული ოთხ კვლევითი ნაშრომის ავტორებს უპრეცედენტო წვდომა ჰქონდათ Facebook-ისა და Instagram-ის მონაცემებზე დაახლოებით 2020 წლის აშშ-ის არჩევნების პერიოდიდან. მათ შეისწავლეს პლატფორმების ალგორითმები და შეამოწმეს მათი გავლენა ხალხის პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოლარიზაციაზე.

შედეგად, გამოვლინდა, რომ რომ ალგორითმები პოლარიზაციაზე დიდ გავლენას არ ახდენენ.

«ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ალგორითმები უკიდურესად გავლენიანია ადამიანების პლატფორმის გამოცდილებაზე და მნიშვნელოვანი იდეოლოგიური სეგრეგაციაა პოლიტიკური ახალი ამბების გამოვლენაში, მაგრამ ასევე ვნახეთ, რომ ალგორითმების ცვლილებამ არ შეცვალა მომხმარებლების პოლიტიკური შეხედულებები». — უთხრა Associated Press-ს კვლევების ხელმძღვანელმა, ტექსასის უნივერსიტეტის პროფესორმა ტალია ჯომინი სტროუდმა. 

სოციალური მედიის ალგორითმები მომხმარებლებს სთავაზობენ იმ შინაარსს იმის მიხედვით, თუ რა მოსწონთ და რა ინტერესები აქვთ მათ. 

წლების განმავლობაში სწორედ ეს იწვევს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალგორითმები ქმნიან დეზინფორმაციის ციკლებს, სადაც მომხმარებლები სულ უფრო და უფრო მეტ ცრუ და არასწორ ინფორმაციას იღებენ ამა თუ იმ პოლიტიკური შეხედულების გასაძლიერებლად.

მაგრამ ჩატარებული კვლევის მიხედვით, როდესაც ალგორითმი კვლევის მიზნებისთვის შეიცვალა და მომხმარებლებს კონტენტი ქრონოლოგიურად მათი გამოქვეყნების შესაბამისად მიეწოდებოდათ, პოლარიზაცია არ შემცირებულა. 

ანალოგიურად, როდესაც მკვლევრებმა გამორთეს კონტენტის გაზიარება მომხმარებლების ფიდზე პოლარიზაცია დაახლოებით იგივე დარჩა, ხოლო დეზინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ ლაზერმა, რომელიც ოთხივე ნაშრომზე მუშაობდა, Associated Press-ს უთხრა, რომ ალგორითმი მომხმარებლებს აჩვენებს იმას, რისი ნახვაც უნდათ. 

«ალგორითმი ადამიანებს უადვილებს იმის კეთებას, რისკენაც ისინი მიდრეკილნი არიან», — თქვა მან.

მეტამ ჩატარებული კვლევები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ  მისი პლატფორმების ალგორითმები მავნე არ არის. 

«მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ სოციალური მედია „ანადგურებს დემოკრატიას“, ამ და სხვა მრავალი კვლევის შედეგები რადიკალურად განსხვავებულ სურათს აჩვენებს». — აცხადებენ კომპანიაში. 

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან. 

«Meta-ს ხელმძღვანელები ითვისებენ შეზღუდულ კვლევებს, როგორც მტკიცებულებას, რომ მათ არ უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა პოლიტიკური პოლარიზაციისა და ძალადობის გაზრდაში», — თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია Free Press-ის უფროსმა მრჩეველმა  ნორა ბენავიდესმა.

ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?
ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?
თემის მიხედვით
ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?
Meta განმარტავს როგორ მოქმედებს AI იმაზე რასაც Facebook-სა და Instagram-ზე ვხედავთ
Meta განმარტავს, როგორ მოქმედებს AI იმაზე, რასაც Facebook-სა და Instagram-ზე ვხედავთ
თემის მიხედვით
Meta განმარტავს, როგორ მოქმედებს AI იმაზე, რასაც Facebook-სა და Instagram-ზე ვხედავთ
საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია
საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს, მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია
თემის მიხედვით
საქართველოს მოსახლეობის 70% სოცქსელებს იყენებს, მათი 96% Facebook-ის მომხმარებელია


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.