ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
14 მარტი 2023, 11:00
2023-03-14
კურსები Java-ს, Python-ისა და SQL-ის გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად
დადის ლეგენდები Googel-ში, Facebook-ში, Amazon-ში, Microsoft-სა და Apple-ში მრავალეტაპიანი გასაუბრებების შესახებ. რეალურად რა კითხვებს სვამენ ინტერვიუს დროს, რა ამოცანების ამოხსნა გახდება საჭირო და რომელი ლაიფჰაკები დაგეხმარებათ შეთავაზების მიღებაში? ჩვენ შევაგროვეთ კურსები და სასარგებლო რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად და მინიმალური სტრესით გაიაროთ სატესტო გამოცდები.
მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმული ანალიზი — გასაუბრება (Udemy)
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურსი გასაუბრებისთვის მოსამზადებლად Java-პროგრამისტებისთვის ჰუსეინ არლუბაიემ შეიმუშავა — IT-სპეციალისტმა, რომელმაც Google-ში, Microsoft-ში, Amazon-სა და Snapchat-ში გასაუბრებების რამდენიმე ეტაპის გავლა მოასწრო. კურსის ავტორი დიდი ხანია საგანმანათლებლო საქმიანობით არის დაკავებული და ამის გამო Microsoft Most Valuable Professional-ის პრემიაც კი მიიღო.
ლექციების დროს გაარჩევთ კონკრეტულ დავალებებს, რომლებსაც მსხვილ კომპანიებში გასაუბრებების დროს პროგრამისტებს აძლევენ. ამოცანების გადაჭრის პარალელურად Java-სთან მუშაობის თეორიასა და ასპექტებს დაეუფლებით. მაგალითად, გაიგებთ, როგორ დაწეროთ მარტივი და სუფთა კოდი, ასევე სორტირების, ძიებისა და გრაფების ალგორითმებს აითვისებთ.
კურსი საკმაოდ მოცულობითია, მაგრამ მსმენელები აღნიშნავენ, რომ ის არასაკმარისად სტრუქტურირებულია, ხოლო ბევრი თემის დამოუკიდებლად გარჩევა გიწევს. ამიტომაც პროგრამა ყველაზე კარგად Junior-დეველოპერებს გამოადგებათ, რომლებსაც უკვე ნამუშევარი აქვთ Java-სთან და საბაზისო კონცეფციები გაარჩიეს.
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ინტერვიუ (Udemy)
კურსის ავტორი ჯეფ ბეი რამდენიმე წელი Google-ში გასაუბრებებს ატარებდა. მან ისწავლა განმცხადებლების ძირითადი შეცდომებისა და დამსაქმებლების მხრიდან საგანგაშო სიგნალების ამოცნობა. ლექციების დროს ბეი კონკრეტულ მაგალითების მიხედვით განიხილავს, როგორ გაიაროთ ინტერვიუ ონლაინ და ოფლაინ, როგორ უპასუხოთ HR მენეჯერების რთულ კითხვებს და გადაწყვიტოთ ამოცანები.
ლექციები გამოადგებათ როგორც დამწყებებს, ისე მათ, ვისაც ახალი დამთავრებული აქვს სწავლა და გამოცდილ დეველოპერებსაც, რომლებსაც სამუშაო ადგილის შეცვლა და მეტი შემოსავლის მიღება სურთ.
ბუტკემპი კოდინგ-ინტერვიუს შესახებ: ალგორითმები + მონაცემთა სტრქუტურები (Udemy)
ელექტრონული ფოსტით ფორმალური უარის მიღება თუ $120-ათასიანი ოფერი? კურსის შემქნელები მიიჩნევენ, რომ პირველიდან მეორემდე გადასვლაში გასაუბრების ლაიფჰაკები დაგეხმარებათ. თუ იცით, როგორ უპასუხოთ კითხვებს სწორად და შეასრულოთ დავალებები, მაშინ ყველანაირი შანსი არსებობს, რომ Facebook-ში ან Amazon-ში მოხვდეთ.
გაკვეთილების დროს ეტაპობრივად გაარჩევთ ჯერ მარტივ მაგალითებს, შემდეგ უფრო რთულ ამოცანებს — ამასთან, ორივეს კურსის ავტორები მარტივი ენით ხსნიან. როგორც ერთ-ერთი მსმენელი წერს: «დატა-სტრუქტურების მეშინოდა, ახლა კი მთელი გულით შემიყვარდა».
კურსის შემქმნელი სტივენ გრაიდერი გიზიარებთ ლაიფჰაკებსა და «ინსაიდერულ ინფორმაციას», რომელიც, პირობითად Google-ში, ყველაზე რთული მრავალეტაპიანი ინტერვიუს გადალახვაშიც დაგეხმარებათ.
გარღვევა: პროგრამირების და კორიდების ინტერვიუები (Udemy)
პოინტერები, სტრიქონები, ბმული სიები, ბიტის მანიპულირება, რეკურსია, დახარისხება და ძიების ალგორითმები — როგორ აჩვენოთ, რომ ეს ყველაფერი სრულყოფილად იცით? ამაზე პასუხს Google-ის ყოფილი დეველოპერები გასცემენ. მათ შეაგროვეს ყველაზე პოპულარული დავალებები, რომლებიც გვხვდება გასაუბრებებზე და თანმიმდევრულად აჩვენებენ, როგორ ამოხსნათ ისინი.
გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი პროგრამირების C ენაზეა მოცემული, ნაწილი კი — Java-ზე. ამიტომაც სასურველია ორივე ენის ცოდნა საბაზისო დონეზე. მთლიანობაში, კურსი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებებსა და გამოცდილ პროგრამისტებზეა გათვლილი, რომლებსაც ინტერვიუმდე ცოდნის განახლება სურთ.
Python მონაცემთა სტრუქტურებსა და ალგორითმებისთვის. მომზადება გასაუბრებისთვის (Udemy)
კიდევ ერთი კურსი მონაცემთა სტრუქტურებსა და ალგორითმებისთვის, ამ შემთხვევაში ყველაზე მოთხოვნად პროგრამულ ენაზე — Python-ზე. პროგრამა, რომელიც 64 ათასმა სტუდენტმა გაიარა, დაგეხმარებათ არა მხოლოდ აითვისოთ ტერმინოლოგია და გაიუმჯობესოთ ტექნიკური ინტერვიუს უნარები, არამედ გასაუბრების წინ რეზიუმე დაამუშაოთ. გაიგებთ, როგორ გამართოთ LinkedIn და GitHub, ასევე, როგორ ააწყოთ საიტი-პორტფოლიო.
კურსის თავისუბურება ფოკუსია არამხოლოდ თვითონ გასაუბრებაზე, არამედ წინა და შემდგომ ეტაპებზეც — როგორ განიხილოთ ხელფასი, მოამზადოთ რეფერენსები, პასუხი გასცეთ რთულ კითხვებს — ყველაფერ ამას ლექციებზე გაარჩევთ, ამასთან, საცდელ ინტერვიუებშიც მიიღებთ მონაწილეობას.
მოკლე კურსი სულ რაღაც რამდენიმე საათში გაგაცნობთ ყველაზე პოპულარულ კითხვებსა და ამოცანებს, რომლებსაც ინტერვიუებზე კოდის დამწერებს სთავაზობენ. პრაქტიკაში იმუშავებთ მასივებთან, მწკრივებთან, ბმულ სიებთან და სქემებთან, ამასთან, ჩაუღრმავდებით Python-სა და Java-ს. სხვათა შორის, ამ ენების ცოდნა აუცილებელი არაა — კურსი მოერგება მათაც, ვინც C++-ზე, Ruby-ზე ან JavaScript-ზე მუშაობს.
მსმენელები აღნიშნავენ, რომ მასალა საკმაოდ მარტივი და ზოგიერთ ადგილას ზედაპირულია, თუმცა, ორსაათიანი ინტენსივობისთვის ეს საკმაოდ ნორმალურია.
200+ კითხვა გასაუბრებებისთვის SQL-ის შესახებ (Udemy)
თუ გსურთ, SQL-ის ოსტატი გახდეთ, მაშინ ენასთან მუშაობის ყველა ნიუანსს უნდა დაეუფლოთ. კურსის ავტორმა, ამარნატ რედიმ ასობით ინტერვიუ შეისწავლა და 200 კითხვა შეარჩია, რომლებსაც განმცხადებლებს ყველაზე ხშირად უსვამენ.
კურსის დადებითი მხარე — ლექციების დაყოფა ბლოკებით დონეების მიხედვით: ცალკე Junior სპეციალისტებსა და Middle/Senior-დეველოპერებისთვის.
კურსი, რომელიც Java-პროგრამისტებისთვის შემუშავდა, წარმოადგენს 200+ კითხვის სახელმძღვანელოს დამწყებების მოსამზადებლად. გაკვეთილებზე Java 5-ს, Java 6-ს, Java 7-სა და Java 8-ის ძირითად ფუნქციებს აითვისებთ, გაერკვევით ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ასპექტებში და ისწავლით შესრულებული სამუშაოს დეტალურ ანალიზსა და აღწერას. ეს უნარები გამოგადგებათ გასაუბრებების დროს, მაგრამ ასევე ზოგადად დაგეხმარებათ, შეავსოთ ხარვეზები და Java-სთან მუშაობის დავიწყებული ხრიკები გაიხსენოთ, თუ მოულოდნელად ცოტა ხნით პენსიაზე წახვედით და დიდი ხანია, პროგრამირებით არ ხართ დაკავებული.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.