ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება

პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი ბირჟის, Binance-ის პოპულარიზაციის გამო საჩიავარი ემუქრება.

კომენტარის დატოვება

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ რონალდუს Binance-ის მიმართ მხარდაჭერამ ისინი წამგებიანი ინვესტიციების განხორციელებამდე მიიყვანა.

ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

BBC კომენტარისთვის როგორც რონალდუს მმართველ კომპანიას, ასევე Binance-ს დაუკავშირდა. 

2022 წლის ნოემბერში, Binance-მა რონალდუსთან პარტნიორობით თავისი პირველი «CR7» NFT-ის კოლექცია გამოუშვა, რომელიც ფეხბურთელის თქმით, გულშემატკივრებს «წლების განმავლობაში დაუღალავი მხარდაჭერისთვის» დააჯილდოვებდა.

NFT ვირტუალური აქტივებია, რომელთა ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია, მაგრამ რეალური ფორმა არ გააჩნიათ — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მხოლოდ ციფრულად არსებობენ.

«CR7» რონალდუს ინიციალებისა და სათამაშო მაისურზე დატანალი ნომრის ერთობლიობაა, რომელიც ბრენდად იქცა — ფეხსაცმელებიდან დაწყებული, სუნამოებით დამთვარებული — რამაც ის დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აქცია.

ვიდეოში, რომელშიც პარტნიორობა დაანონსდა, რონალდუმ მომავალ ინვესტორებს სიტყვით მიმართა: «ჩვენ ვაპირებთ, NFT შევცვალოთ და ფეხბურთი ახალ საფეხურზე ავიყვანოთ».

კოლექციიდან ყველაზე იაფი NFT 77 აშშ დოლარი ღირდა — ის გაყიდვაში 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა — მაგრამ ერთი წლის შემდეგ მისი ფასი დაახლოებით 1 აშშ დოლარი იყო.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ რონალდუს მიერ Binance-ის პოპულარიზაციამ კრიპტო ბირჟას, რომელიც კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული, უდიდესი მოგება მოუტანა.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ პროცესმა ხალხი აიძულა, რომ კომპანია ინვესტიციებისთვის გამოეყენებინა — მათ «არარეგისტრირებული ფასიან ქაღალდები» შეიძინეს, როგორიცაა Binance-ის BNB კრიპტოვალუტა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თანახმად, ეს აქტივები შეიძლება ფასიან ქაღალდებად ჩაითვალოს, ამიტომ ცნობილმა ადამიანებმა, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აშშ-ის კანონი უნდა დაიცვან. 

SEC-ის თავმჯდომარემ, გარი გენსლერმა ადრე თქვა, რომ ცნობილმა ადამიანებმა «საზოგადოებას უნდა გაუმჟღავნონ, ვისგან და რამდენს იღებენ ხელფასის სახით ფასიან ქაღალდებში ინვესტირების რეკლამირებისთვის».

«როდესაც ცნობილი სახეები საინვესტიციო შესაძლებლობებს მხარს უჭერენ, მათ შორის ფასიან ქაღალდებს, ინვესტორებმა უნდა გამოიკვლიონ, არის თუ არა ინვესტიციები მათთვის სწორი და უნდა იცოდნენ, რატომ აკეთებენ ცნობილი ადამიანები ამას». — თქვა მან.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ რონალდუს უნდა გაესაჯაროებინა, რამდენს უხდიდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთა.

საკონსულტაციო კომპანიის, DeVere Group-ის ხელმძღვანელმა, ნაიჯელ გრინმა თქვა, რომ საქმეში არსებული პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ ერთი ფეხბურთელის მიერ კრიპტო ბირჟის რეკლამირება.

«გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის აღიარებას, რომ მარტო რონალდუს დადანაშაულება ამ რთულ საკითხს ზედმეტად ამარტივებს. სანაცვლოდ, ყურადღება მიმართული უნდა იყოს გლობალური რეგულატორებისკენ, რომლებიც ამ განვითარებადი ფინანსური ლანდშაფტისთვის მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებას არ ჩქარობენ». — აღნიშნა გრინმა. 

როგორც ჩანს, რონალდუსა და Binance-სს სამომავლოდ კვლავ ერთად თანამშრომლობის გეგმები აქვთ, ფეხბურთელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ისინი «რაღაცას ამზადებენ».

მსგავსი საჩივრები Major League Baseball-ის, ფორმულა 1-ისა და მერსედეს-ბენცის წინააღმდეგაც შეიტანეს — კრიპტო-ბირჟის, FTX-ის წარუმატებელი პროპაგანდის გამო.

ბიონსემ და რონალდუმ სხვა ვარსკვლავებთან ერთად Twitter-ის ლურჯი ნიშანი დაკარგეს
ბიონსემ და რონალდუმ, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, Twitter-ის ლურჯი ნიშანი დაკარგეს
თემის მიხედვით
ბიონსემ და რონალდუმ, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, Twitter-ის ლურჯი ნიშანი დაკარგეს
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
თემის მიხედვით
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
Binance-ის აღმასრულებელ დირექტორს ფულის გათეთრების  ბრალდება ემუქრება
Binance-ის აღმასრულებელ დირექტორს ფულის გათეთრების ბრალდება ემუქრება
თემის მიხედვით
Binance-ის აღმასრულებელ დირექტორს ფულის გათეთრების ბრალდება ემუქრება

ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.