ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Binance-ის აღმასრულებელ დირექტორს ფულის გათეთრების ბრალდება ემუქრება

აშშ-ს პროკურორებმა შესაძლოა კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ს და მის ხელმძღვანელებს ფულის გათეთრებისთვის სანქციები დააკისროს. 

კომენტარის დატოვება
Binance-ის აღმასრულებელ დირექტორს ფულის გათეთრების  ბრალდება ემუქრება

აშშ-ს პროკურორებმა შესაძლოა კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ს და მის ხელმძღვანელებს ფულის გათეთრებისთვის სანქციები დააკისროს. 

კომპეტენტური ადამიანების თქმით, Binance-ს დამფუძნებელი, ჩანგ პენგ ჟაო კომპანიის იმ აღმასრულებლებს შორისაა, რომლებიც შესაძლოა პროკურატურის მთავარი სამიზნეები იყვნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამი ოფისია ჩართული: ფულის გათეთრებისა და აქტივების აღდგენის განყოფილება (MLARS), ვაშინგტონის დასავლეთ ოლქის პროკურატურა  და კრიპტოვალუტის აღსრულების ეროვნული გუნდი.

მოხსენების თანახმად, Binance-ის ადვოკატები ესაუბრნენ DOJ-ის (შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი) წარმომადგენლებს შესაძლო საპროცესო გარიგების შესახებ.

Binance-მა საპასუხოდ გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით მთელ ფინანსურ სექტორში საუკეთესოა. 

თავად ჩანგპენგ ჟაომ კი დატვიტა: «უგულებელყავით შიში, გაურკვევლობა და ეჭვი. განაგრძეთ მშენებლობა».

Binance-ის როლი და გავლენა კრიპტო სამყაროში განვითარებულ მოვლენებზე უდიდესია. 

Binance-მა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა FTX ბირჟის ბოლოდროინდელ კოლაფსზე დიდი გავლენა მოახდინეს. როდესაც FTX-ის გადახდისუუნარობის შესახებ ხმები გავრცელდა, Binance-მა 529 მილიონი აშშ დოლარი FTX ტოკენის მფლობელობაში მოიყვანა, რამაც მის უკვე გაკოტრებულ კონკურენტს ძირი გამოუთხარა. ჟაო ასევე ლიდერია მცდელობაში, ინდუსტრიის სხვა მოთამაშეები მეტად გამჭვირვალედ ოპერირებდნენ. 

ამ წლის დასაწყისში, Binance-მა ბლოგპოსტში აღნიშნა, რომ რაიმე სახის უკანონო აქტივობასთან კრიპტოვალუტებით 2021 წელს განხორციელებული ტრანზაქციების მხოლოდ 0,15% იყო დაკავშირებული. 

FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
თემის მიხედვით
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია
Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია
თემის მიხედვით
Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო საქართველოშია
TBC-იმ Binance-სთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა
TBC-იმ Binance-სთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა
თემის მიხედვით
TBC-იმ Binance-სთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა


ასევე წაიკითხეთ
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.