ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ხელოვნურმა ინტელექტმა ნაწლავის კიბო გამოავლინა

ქალი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ნაწლავის კიბოს გამოვლენის კვლევაში მონაწილეობდა, კიბოს აღმოჩენისა და ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

კომენტარის დატოვება
ხელოვნურმა ინტელექტმა ნაწლავის კიბო გამოავლინა

ქალი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ნაწლავის კიბოს გამოვლენის კვლევაში მონაწილეობდა, კიბოს აღმოჩენისა და ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

75 წლის ჯინ ტაილერმა, მონაწილეობა მიიღო კვლევაში, სახელწოდებით Colo-Detect. 

კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი ქსოვილს აფიქსირებს, რომელიც შეიძლება ადამიანის თვალმა ვერ დაინახოს. ცდისთვის დაახლოებით 2000 პაციენტი დაიქირავეს.

დაახლოებით ერთი წლის გასვლის შემდეგ იმ დროიდან, რაც ტაილერი კვლევაში მონაწილეობას დასთანხმდა, ხელოვნურმა ინტელექტმა მის კოლონოსკოპიაზე რამდენიმე პოლიპი და კიბოს არე აღმოაჩინა. შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა სრულიად ჯანმრთელია.

«ფანტასტიკურ მხარდაჭერას ვგრძნობდი, ეს დაუჯერებელი იყო. შარშან შვიდი თუ რვა ვიზიტი მქონდა და ძალიან კარგად მივლიდნენ. მე ასეთ კვლევით პროექტებს ყოველთვის მხარს ვუჭერ, რადგან ვიცი, რომ მათ შეუძლიათ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალონ». — თქვა მან.

გასტროენტეროლოგიის პროფესორი კოლინ რისი, რომელიც ნიუკასლის უნივერსიტეტშია დაფუძნებული, კვლევას კოლეგების გუნდთან ერთად ხელმძღვანელობდა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ცნობილ კვლევით ცენტრებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ.

პროფესორმა რისმა განაცხადა,  რომ AI სავარაუდოდ, უახლოეს წლებში, ხელოვნური ინტელექტი მთავარი ინსტრუმენტი გახდება, რომელსაც მედიცინის სექტორში აქტიურად გამოიყენებენ.

პროფესიონალები კვლევას განიხილავენ და დაადგენენ, თუ როგორ შეიძლება ნაწლავის კიბოსგან ადამიანის განკურნება. ეს სიდიდით მეორე მკვლელი კიბოა, რომელმაც 2022 წელს დაახლოებით 935,000 ადამიანი შეიწირა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ბიოტექი და ტექნოლოგიების როლი მედიცინაში
ბიოტექი და ტექნოლოგიების როლი მედიცინაში
თემის მიხედვით
ბიოტექი და ტექნოლოგიების როლი მედიცინაში


ასევე წაიკითხეთ
IT სპეციალისტების 63%-ს ეშინია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში AI სამსახურს დააკარგვინებს
IT სპეციალისტების 63%-ს ეშინია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში AI სამსახურს დააკარგვინებს
IT სპეციალისტების 63%-ს ეშინია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში AI სამსახურს დააკარგვინებს
Microsoft AI-სა და მონაცემთა ცენტრების გაძლიერებისთვის ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტს ეძებს
Microsoft AI-სა და მონაცემთა ცენტრების გაძლიერებისთვის ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტს ეძებს
Microsoft AI-სა და მონაცემთა ცენტრების გაძლიერებისთვის ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტს ეძებს
პროტესტი შეწყდა — ახალი კონტრაქტი ჰოლივუდის მუშაობის მექანიზმს შეცვლის
პროტესტი შეწყდა — ახალი კონტრაქტი ჰოლივუდის მუშაობის მექანიზმს შეცვლის
პროტესტი შეწყდა — ახალი კონტრაქტი ჰოლივუდის მუშაობის მექანიზმს შეცვლის
9 AI ინსტრუმენტი ვიდეოსთან, ფოტოსთან და ტექსტთან მუშაობისთვის
9 AI ინსტრუმენტი ვიდეოსთან, ფოტოსთან და ტექსტთან მუშაობისთვის
9 AI ინსტრუმენტი ვიდეოსთან, ფოტოსთან და ტექსტთან მუშაობისთვის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.