ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ გავყიდოთ მომგებიანად გამოსახულებები, ფოტოები და ვიდეოები

წარმოგიდგენთ 8 ვებსაიტს, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო იყოს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ფოტოგრაფებისა და ილუსტრაციების სპეციალისტებისთვის. 

წარმოდგენილ ფოტობანკებსა და მიკროსტოკებში ავტორებს შეუძლიათ საკუთარი ექსკლუზიური ან სტოკ ნამუშევრების მონეტიზაცია მოახდინონ. 

ფოტობანკი — ესაა ონლაინსერვისი, სადაც ინახება ფოტოები და სხვა გამოსახულებები. მსგავსი რესურსები შუამავლად მუშაობენ ავტორებსა და იმ პირებს შორის, რომელთაც სურთ, გამოსახულების გამოყენებისთვის უფლებები იყიდონ. 

მიკროსტოკი — ესაა სავაჭრო მოედნები, სადაც ონლაინრეჟიმში იყიდება ფოტოები, ილუსტრაციები, ვიდეორგოლები. 

კომენტარის დატოვება
როგორ გავყიდოთ მომგებიანად გამოსახულებები, ფოტოები და ვიდეოები

წარმოგიდგენთ 8 ვებსაიტს, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო იყოს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ფოტოგრაფებისა და ილუსტრაციების სპეციალისტებისთვის. 

წარმოდგენილ ფოტობანკებსა და მიკროსტოკებში ავტორებს შეუძლიათ საკუთარი ექსკლუზიური ან სტოკ ნამუშევრების მონეტიზაცია მოახდინონ. 

ფოტობანკი — ესაა ონლაინსერვისი, სადაც ინახება ფოტოები და სხვა გამოსახულებები. მსგავსი რესურსები შუამავლად მუშაობენ ავტორებსა და იმ პირებს შორის, რომელთაც სურთ, გამოსახულების გამოყენებისთვის უფლებები იყიდონ. 

მიკროსტოკი — ესაა სავაჭრო მოედნები, სადაც ონლაინრეჟიმში იყიდება ფოტოები, ილუსტრაციები, ვიდეორგოლები. 

Adobe Stock

Adobe Stock — ესაა სტოკი გამოსახულებებისა და გრაფიკების გასაყიდად, რომელიც 2015 წელს Fotolia-მ მანამდე ავტორების მიერ ატვირთულ ყველა ფოტოსთან ერთად გამოისყიდა. 

რეგისტრაცია 

Adobe Stock-ზე რეგისტრაციის დროს შესაძლებელია ანგარიშის სინქრონიზაცია Fotolia-დან. 

აღნიშნული სტოკი რეგისტრაციისას გამოცდის ჩაბარებას ან დოკუმენტებს არ მოითხოვს.

მაგრამ საიტს მკაცრი წესები აქვს, რომელთა უგულებელყოფის შემთხვევაში ანგარიშის მოქმედება შესაძლოა შეჩერდეს ან შეწყდეს. ნაწილი მათგანი ეხება კონტენტს, რომელიც უნიკალური უნდა იყოს. არ უნდა დაირღვეს კონფიდენციალურობა და მესამე პირთა საავტორო უფლებები. აკრძალულია უკანონო მასალის ქონა. 

რეგისტრაცია და რესურსის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 18 წლის ზემოთ პირებს. 

მოთხოვნები კონტენტთან

საიტზე ფოტოს ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ JPEG, AI, EPS, SVG და ZIP ფორმატებში მინიმალური გაფართოებით 4 მეგაპიქსელი, ხოლო მაქსიმალურით — 45 მეგაპიქსელი. მაქსიმალურად დაშვებული ზომა 45 მეგაბაიტია. ვიდეო ატვირთული იყოს SFTP-დან, ხანგრძლივობა ერთ წუთამდე, მაქსიმალური ზომა 3.9 გიგაბაიტი კადრის ჰორიზონტალური ორიენტირით. 

კონტენტის ყოველი ერთეული უნდა შეივსოს თეგებითა და აღწერებით, ასევე უნდა გაიგზავნოს შემოწმებაზე ინსპექტორებთან. მომხმარებლებს ასევე ურჩევენ წაშალონ ვიდეოფაილიდან ხმა და მუსიკა, რადგან მათი გამოყენებისთვის ცალკე ნებართვის დამატება იქნება საჭირო. 

შემოსავალი

ავტორის ჰონორარი ფოტოებისთვის, ვექტორული გამოსახულებებისა და ილუსტრაციებისთვის 33%-ია, ხოლო ვიდეოებისთვის — 35%-ს. ასევე არის ბონუს პროგრამები, რომლებიც გამოიყენება კონტენტზე გაყიდული ლიცენზიის რაოდენობიდან გამომდინარე. ფოტო და ვიდეო კონტენტის გაყიდვა შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ს კანონმდებლობით გადასახადების გადახდის პირობებში. 

თანხის, მინიმუმ $25-ის აღება შესაძლებელია PayPal-ის, Payoneer-ის ან Skrill-ის მეშვეობით. 

Shutterstock

Shutterstock კიდევ ერთი ამერიკული რესურსია, რომელიც Adobe Stock-ის პირდაპირ კონკურენტად მიიჩნევა და ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია. სტოკს აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.

რეგისტრაცია

საიტზე აუცილებელია რიგი დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ადასტურებს ვინაობას ან კომპანიას, თუ პირი მისი სახელით იმოქმედებს. ასევე სტოკი სკრუპულოზურად  უდგება საავტორო უფლებების საკითხს, ასევე, საიტის წესებთან ზედმიწევნით მოგიწევთ გაცნობდა, რათა არასასიამოვნო ნიუანსები თავიდან აიცილოთ. 

რეგისტრაციის შემდეგ 10 ფოტოს ატვირთვა და მოდერატორებთან «გამოცდაზე» გაგზავნა იქნება საჭირო, რომელთაგან მინიმუმ ორმა შემოწმება უნდა გაიაროს. ამისთვის ფოტო კარგი ხარისხის უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს კარგი ექსპოზიცია და მკაფიო ფოკუსი. 

მოთხოვნები კონტენტთან 

მოდელის გამოსახულებით ფოტოებისთვის საჭირო იქნება თანხმობის მიმაგრება ფოტო და ვიდეომასალების გამოყენებაზე. ვიდეოს მუსიკა ან საუნდტრეკი ასევე უნდა იყოს დამოწმებული საავტორო უფლებებით ან გამოყენების ნებართვით.

ფოტოს ზომა უნდა იყოს 4 მეგაპიქსელიდან 25 მეგაპიქსელამდე JPEG ფორმატში. ვიდეო დაშვებულია 5 წამიდან ერთ წუთამდე, არაუმეტეს 1 გიგაბაიტისა და QuickTime, MP4, MPG, DV, Windows Media ფორმატებში. 

შემოსავალი

მომხმარებლების შემოსავალი შეადგენს 15-დან 40%-მდე, რაც დამოკიდებულია კლიენტების მიერ გამოქვეყნებულ სურათზე ატვირთული ლიცენზიების რაოდენობაზე, პლუს, არის პრემიები რესურსზე სხვა ავტორების მოწვევისთვის.

ფულის აღება შეიძლება ჩეკით ან საგადასახადო სისტემების გამოყენებით 25$-დან. 

Freepik

Freepik ესპანური კომპანიის მიერ არის შექმნილი და რაღაც დროის განმავლობაში უფასო სურათების ჩამოტვირთვის საშუალებას იძლეოდა. როდესაც დიდი ტრაფიკი დაგროვდა, საიტი ფოტობანკად იქცა, მოგვიანებით კი — მიკროსტოკად. 

მცოდნე ფოტოგრაფები და ილუსტრატორები ამბობენ, რომ აქ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა უფრო იაფად ხდება, ვიდრე სხვა საიტებზე, თუმცა შესაძლებელია მეტის რეალიზაცია. 

რეგისტრაცია 

საიტზე რეგისტრაცია სირთულეს არ წარმოადგენს, უფრო რთულია მოდერატორებთან გამოცდის ჩაბარება. 

მოთხოვნა კონტენტთან 

ამ საიტს აქვს ყველაზე მკაცრი მოთხოვნები ატვირთული სურათების ხარისხთან დაკავშირებით. არ მიიღება სურათები ქრომატული ხმაურით. სიმკვეთრის აწევა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ხოლო ქრომატული აბერაცია, რომელსაც შეუძლია შექმნას ფერადი კიდეები მაღალი კონტრასტის ადგილებში, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო არ მიიღება. ეს სავალდებულო მოთხოვნების მხოლოდ ნაწილია. მოდერატორთან გამოცდის ჩასაბარებლად საჭიროა ყურადღებით შეისწავლოთ საიტზე განთავსებული რეკომენდაციები.

ფოტოების ატვირთვა შესაძლებელია JPEG ფორმატში ყველაზე დაბალი შეკუმშვით. მთელი ფაილი უნდა იყოს 500 კილობაიტზე მეტი, ხოლო ზომა 2000 პიქსელზე მეტი და 1000 პიქსელზე ნაკლები ნებისმიერი მხრიდან. 

ყველა ფაილს უნდა დაერქვას უნიკალური სათაური და დაერთოს თეგები, რომლებიც სურათის შინაარს შეესაბამება. 

საავტორო უფლებებისა და მოდელების ნებართვა სურათის გამოყენებაზე დართული უნდა იყოს. 

შემოსავალი 

გაყიდვიდან მიღებული შემოსავლისთვის ესპანური სამსახურებისთვის 24%-იანი გადასახადის გადახდა მოგიწევთ ან წელიწადში ერთხელ უნდა მიიღოთ საგადასახადო რეზიდენტის მოწმობა, რომელსაც უკრაინის საგადასახადო სამსახური გასცემს. ეს პრაქტიკა თავიდან აგაცილებთ ორმაგ დაბეგვრას, ამ შემთხვევაში ესპანეთის გადასახადის განაკვეთი იქნება 0%, უკრაინაში კი საჭირო იქნება ამ შემოსავლების დაფიქსირება.

სურათების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს ფაილის ღირებულების 50%-ს, სააბონენტო გადასახადისა და ატვირთების რაოდენობის გათვალისწინებით. 

თანხის მიღება შესაძლებელია Paypal-ის საშუალებით, მინიმუმ 100 დოლარის (ან ევროსი) ან Payoneer-დან, მინიმუმ 50$-ის (ან ევროსი). 

Dreamstime

Dreamstime კიდევ ერთი რესურსია, რომლის საშუალებითაც სურათების გაყიდვა შეიძლება. ასევე საიტს აქვს ბლოკი, სადაც უფასო ფოტოების ატვირთვაა შესაძლებელი. 

რეგისტრაცია

ეს არის რესურსი მარტივი რეგისტრაციით, რომელიც არ საჭიროებს დამატებით დოკუმენტებს და გამოცდას მოდერატორებისგან.

მოთხოვნა კონტენტთან

საიტს ატვირთული მასალების ხარისხთან საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვს.

ატვირთული ფოტო უნდა იყოს JPEG  ფორმატში 3-დან 70 პიქსელამდე. ვექტორული გამოსახულებებისთვის დაშვებულია ასევე AI, EPS-8, CDR ფორმატები. ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15 მეგაბაიტს. ვიდეოს ატვირთვა შეიძლება FTP-დან, Quicktime MOV ფორმატში, არაუმეტეს 30 წამისა. აკრძალულია სხვა ავტორების ნამუშევრების დადება. აუცილებელია მოდელებისგან მასალის გამოყენების ნებართვა. 

შემოსავალი 

სურათების გაყიდვიდან საკომისიო 50%-ს შეადგენს. 

საიტის პოლიტიკა ითვალისწინებს შეატყობინოს აშშ-ს საგადასახადო სამსახურს გადახდილი თანხების შესახებ «საჭიროებისამებრ». 

შემოსავლის მიღება შესაძლებელია Payoneer-ის საშუალებით, მინიმალური თანხა — 100$. 

Depositphotos

Depositphotos შედარებით ახალი ფოტობანკია მთავარი ოფისით კიევში, რომელიც 2009 წელს უკრაინელმა დასავლელ ინვესტორებთან ერთად დააარსა. 

რეგისტრაცია

საიტზე რეგისტრაცია შეუძლიათ ავტორებს 18 წლის ზემოთ. ამისათვის საჭიროა JPEG ფორმატში აიტვირთოს ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 5 სურათი, რომლებმაც მოდერატორებთან გამოცდა უნდა გაიარონ. 

ავტორებთან შეთანხმება ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით დარეგულირდება. 

მოთხოვნა კონტენტთან

ნამუშევრები უნდა იყოს ორიგინალური ზომის და მხოლოდ იმ ადამიანის გადაღებული, ვინც რეგისტრირდება. 

დაუშვებელია სავაჭრო ნიშნების ან არქიტექტურული ადგილების, შენობების ან ნაგებობების ფოტოების განთავსება, რომლებიც დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით.

პორტფოლიოში შესაძლებელია სხვა საიტების ბმულების დამატება, სადაც განთავსებულია თქვენი ნამუშევრები, ეს Depositphotos-ზე ავტორის რეიტინგს გაზრდის. 

ფოტოები უნდა იყოს JPEG/JPG ფორმატში RGB ფერის სივრცით, მინიმალური გაფართოება 3,8 მეგაპიქსელი, არაუმეტეს 50 მეგაბაიტისა ზომაში. 

ვექტორული სურათების ატვირთვა შესაძლებელია AI და EPS ფორმატში ZIP არქივით, JPEG/JPG გადახედვით. ZIP-არქივის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 50 მეგაბაიტს. 

ვიდეოფაილების ხანგრძლივობა უნდა იყოს 1 წუთამდე ASF, AVI, DV, FLV, MOV, MPEG/MPG, WMV ფორმატებში, არაუმეტეს 1 გიგაბაიტისა. 

შემოსავალი 

ავტორის ჰონორარი ჩვეულებრივ მასალაზე 44% იქნება, ხოლო ექსკლუზიურზე — 50%. 

გამომუშავებული ფულის მიღება შესაძლებელია Payoneer-ის დახმარებით, მინიმალური თანხა — 50$.

123RF

123RF-ის საერთაშორისო პლატფორმა განათავსებს კონტენტს არაექსკლუზიურ საფუძველზე საავტორო შეთანხმების შესაბამისად. 

რეგისტრაცია 

რეგისტრაციის შემდეგ, რა დროსაც საჭიროა საკონტაქტო ინფორმაციის, მისამართის შეყვანა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, აუცილებელი იქნება 10 სურათის ატვირთვა, რომლებიც 123RF-ის წარმომადგენლებმა უნდა დაადასტურონ. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სხვა ნამუშევრების განთავსება. გადამოწმებას საშუალოდ 24 საათი სჭირდება. 

მოთხოვნა კონტენტთან

სურათებს უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, 6 მილიონი პიქსელი. ყველაფერი, რაც ნაკლებპიქსელიანი იქნება, ავტომატურად ჩაიხსნება. ფოტოები უნდა იყოს JPEG ფორმტაში, ხარისხის 80%-იანი შეკუმშვით. დასაშვებია ვექტორული ფაილები EPS ფორმატში. ყველა ნამუშევარს უნდა ერთოდეს 7 თეგი ინგლისურ ენაზე. 

შემოსავალი

ავტორის საკომისიო არის 30-დან 60%-მდე თითოეული გაყიდული ლიცენზიიდან ავტორის დონისა და ჩამოტვირთვის მოგების მიხედვით.

თანხის მიღება შეგიძლიათ რეგისტრაციისას არჩეული $50, $100, $200, $300 ან $500 ოდენობით PayPal-დან, Skrill-დან, Payoneer-დან. 

Creativemarket

Creativemarket — ესაა ციფრული პროდუქციის გაყიდვის ონლაინ პლატფორმა. აქ ყიდიან გრაფიკებს, WordPress-ის თემებს, სტოკფოტოებსა და სხვა ციფრულ პროდუქციას.

რეგისტრაცია

რეგისტრაციის გავლა Facebook-ის ან Google-ის დახმარებითაც შეგიძლიათ. 

რეგისტრაციისას აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის მითითება და წევრობისთვის განაცხადის შეტანა. ამისთვის საჭიროა დაწეროთ, რატომ გჭირდებათ რესურსზე რეგისტრაცია და მიამაგროთ ბმულები სხვა რესურსებიდან, ან behance.net-ის ან dribbble.com-ის პლატფორმებიდან. განაცხადს 5-7 სამუშაო დღეში განიხილავენ. 

Creative Market-ზე საგადასახადო ფორმის შევსება სავალდებულოა ყველა ავტორისთვის. W-8BEN-ის საგადასახო ფორმის შევსებისას ძალაში შედის ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის შესახებ ქვეყნებს შორის შეთანხმება. ყოველ სამ წელში ფორმის განახლება და თავიდან გაგზავნაა აუცილებელი. 

მოთხოვნა კონტენტთან

რესურსს ატვირთულ ნამუშევრებთან განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს. ფაილები მიიღება ZIP არქივში, რომლებიც შემდგომში ცალკეულ პროდუქტებად გაიყიდება. ამ შემთხვევაში არქივს ემატება შინაარსის აღწერის ტექსტური ფაილი txt ფორმატში. ატვირთვისთვის ყველაზე გავრცელებული ფორმატებია JPG, PSD შრეებში, EPS და AI. არქივს ასევე ემატება  Preview JPG-ფაილის სახით მინიმუმ 580×386 პიქსელი. 

შემოსავალი

პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ავტორებს თვითონ შეუძლიათ ფასების დაწესება საკუთარ ნამუშევრებზე. 

ავტორის შემოსავალი 70%-ს შეადგენს. 

თანხის მიღება შესაძლებელია PayPal-დან ან საბანკო გადარიცხვით, რომლის მინიმალური ოდენობა 20$-ია. 

iStock

iStock — ეს კანადური პლატფორმაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს. რესურსის მცოდნე ავტორები დამწყებებს მის გამოყენებას არ ურჩევენ. ამ პლატფორმაზე გასვლა პროფესიონალიზმის ნიშანია. ამის მიზეზი კი ხარისხისადმი და ნამუშევრებისადმი მაღალი მოთხოვნებია. 

რეგისტრაცია 

რესურსზე რეგისტრაცია აუცილებელია მობილური აპლიკაციიდან. ჩამოსატვირთად, საიტზე უნდა იპოვოთ ღილაკი «Sell stok», რომელიც გადაგიყვანთ გვერდზე, საიდანაც აპლიკაციის ჩამოტვირთვაა შესაძლებელი. 

რესურსში მუშაობის დასაწყებად, აუცილებელია თეორიული ტესტის გავლა და შემდგომში გამოცდაზე 3 ნამუშევრის გაგზავნა. სხვა მსგავსი საიტებისგან განსხვავებით, სადაც გამოცდა მხოლოდ რეგისტრაციისთვის არის საჭირო, აქ პროცედურის გავლა ყოველი ნამუშევრის ატვირთვისას ხდება. უარყოფის შემთხვევაში, პროცედურის განმეორება 4 დღის შემდეგ არის შესაძლებელი, განმეორებითი უარის შემთხვევაში — 7 დღეში და ა.შ.

მოთხოვნები კონტენტთან

საიტი საკმაოდ მომთხოვნია ნამუშევრების ხარისხის მიმართ. 

ილუსტრაციები, ფოტოები, 3D-ვიზუალიზაციები მიიღება JPG ფორმატში, ვექტორული ილუსტრაციები — EPS ფორმატში. სურათის ზომა სულ მცირე 1600×1200 პიქსელი უნდა იყოს. 

შემოსავალი

არაექსკლუზიური ავტორისთვის შემოსავალი იქნება გაყიდული ნამუშევრების 20%, ექსკლუზიური ავტორებისთვის — 40%.

არაექსკლუზიური ავტორი შესაძლებელია გახდეს ექსკლუზიური, როცა გაყიდვები 250 ერთეულს მიაღწევს. ექსკლუზიურ ავტორებს ეკრძალებათ სხვა რესურსებთან თანამშრომლობა. 

თანხის მიღება შესაძლებელია Moneybookers-დან, PayPal-დან და Payoneer-დან, მინიმალური რაოდენობა — 100$.



ასევე წაიკითხეთ
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ
ტექნოლოგიების სფეროს ორ ყველაზე პოპულარულ და საინტერესო განსახილველ საკითხად, ამჟამად, ხელოვნური ინტელექტი და ჩიპები ითვლება. ამ კუთხით პირველობისთვის უამრავი გიგანტი კომპანია იბრძვის, რაც თემის აქტუალურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ლოგიკურია, რომ ბაზარზე უამრავი კომპანია თუ პლატფორმა ჩნდება, რომელიც საკუთარი ბიზნესისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. სწორედ ასეთი ქართული AI აპლიკაციაა STORI, რომელიც მომხმარებლებს ბრენდირებული კონტენტის შექმნაში ეხმარება.
9 AI ინსტრუმენტი ვიდეოსთან, ფოტოსთან და ტექსტთან მუშაობისთვის
9 AI ინსტრუმენტი ვიდეოსთან, ფოტოსთან და ტექსტთან მუშაობისთვის
9 AI ინსტრუმენტი ვიდეოსთან, ფოტოსთან და ტექსტთან მუშაობისთვის
TikTok VS. Reels — მომხმარებლების რაოდენობა და მოხმარების სტატისტიკა
TikTok VS. Reels — მომხმარებლების რაოდენობა და მოხმარების სტატისტიკა
TikTok VS. Reels — მომხმარებლების რაოდენობა და მოხმარების სტატისტიკა
სელფი — ფოტო-ავტოპორტრეტი, რომელსაც XIX საუკუნიდან იღებენ
სელფი — ფოტო-ავტოპორტრეტი, რომელსაც XIX საუკუნიდან იღებენ
სელფი — ფოტო-ავტოპორტრეტი, რომელსაც XIX საუკუნიდან იღებენ
სელფები, ანუ საკუთარი თავისთვის გადაღებული ფოტოები ინტერნეტ ეპოქის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ადამიანებმა ავტოპორტრეტების აღბეჭდვა, ფაქტობრივად, ფოტოკამერების შექმნის დროიდანვე დაიწყეს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.