ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეღონისძიებები
18 დეკემბერი 2023, 11:35
2023-12-18
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
15 დეკემბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში Startup Grind-ის ღონისძიება გაიმართა, რომელიც სტარტაპებისა და ბიზნესებისთვის ხელოვნური ინტელექტის როლს ეხებოდა.
ღონისძიებაზე წარმატებული ქართული სტარტაპების, Pulsar-ისა და Kernel-ის თანადამფუძნებლებმა, ზაალ გაჩეჩილაძემ და გიორგი ტუხაშვილმა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, მნიშვნელობა და ღირებულება განიხილეს.
ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართა. უცხოელმა სპიკერებმა, სამეწარმეო და გავლენაზე ორიენტირებულმა მენეჯერმა, კოლინ დონოჰიმ და ინვესტორმა, მაიკ სიგალმა ქართველ სპიკერებთან ერთად, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვრური ინტელექტის როლი მიმოიხილეს.
«ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება უმნიშვნელოვანესია — ეს ქართულ სტარტაპებსა და ბიზნესს განვითარებასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება. სასიხარულოა, რომ ეკოსისტემა ეტაპობრივად ვითარდება და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სულ უფრო ხშირად ვხვდებით». — განაცხადა კოლინ დონოჰიმ.
ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნესის, თელიანი ველის, ნექსიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მედია პარტნიორების — Entrepreneur და dev.ge-ის მხარდაჭერით გაიმართა.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT