ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

15 და 19 დეკემბერს, თბილისსა და ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიებები ჩატარდება

15 დეკემბერს თბილისში, 19 დეკემბერს კი ბათუმში Startup Grind-ის ტექ ღონისძიებები გაიმართება. 

კომენტარის დატოვება
15 და 19 დეკემბერს, თბილისსა და ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიებები ჩატარდება

15 დეკემბერს თბილისში, 19 დეკემბერს კი ბათუმში Startup Grind-ის ტექ ღონისძიებები გაიმართება. 

15 დეკემბრის შეხვედრის საუბრის თემა ხელოვნური ინტელექტი და სტრატეგიებია — AI Strategies Roundtable — Approaches to Harnessing the Next Big Value Creator. 

ღონისძიებაზე განიხილავენ, რა მნიშვნელობა აქვს AI-ს სტარტაპებისა და ბიზნესებისთვის. 

გარდა საქმის შემსუბუქებისა, ხელოვნური ინტელექტი არაერთ შესაძლებლობას გვაძლევს როგორც ტექნოლოგიური, ისე გამოყენებითი მიმართულებით. არ არის საჭირო, ვიყოთ AI ექსპერტები, რომ მისი ძალა ეფექტიანად ავითვისოთ.

შეუერთდით ინტერაქტიულ დისკუსიაზე ზაალ გაჩეჩილაძესა და გიორგი ტუხაშვილთან ერთად — პულსარისა და კერნელის თანადამფუძნებლები  ხელოვნური ინტელექტის პოტენციალსა და ღირებულებას განიხილავენ.

Startup Grind გპირდებათ საინტერესო და შთამაგონებელ მიმოხილვას, რომელიც სცდება საზოგადო «ხმაურს» და მოიცავს როგორც ენობრივ, ისე ფინანსურ პერსპექტივებს.

ღონისძიება იმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის, თელიანი ველის, ნექსიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მედია პარტნიორების — Entrepreneur და dev.ge-ის მხარდაჭერით.

ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია.

რაც შეეხება 19 დეკემბრის ღონისძიებას, რომელიც ბათუმში იმართება — აქ მარკეტინგზე იმსჯელებენ — Unlocking Growth in the Digital Market: Finding the Brand Identity Key. 

ყოველი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდაზეა ორიენტირებული, მარკეტინგი გადამწყვეტი საზრუნავია.

ტურიზმიდან სტარტაპამდე, მარკეტინგი ყველა სფეროში წარმატების გასაღებია და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გესმით თქვენი მომხმარებელი და თქვენი «ბრენდი».

მამუკა ბერძენიშვილი, ციფრული მარკეტინგის სააგენტო «შინდის» თანადამფუძნებელი და მარკეტერი, გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და პერსპექტივებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს გამოიყენონ საკუთარი განმასხვავებელი თვისებები და მოიზიდონ მომხმარებლები.

მამუკას დიდი წვლილი მიუძღვის ბათუმისა და აჭარის რეგიონის გლობალური ბრენდის შექმნაში. ის აქტიურად აძლიერებს ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს.

19 დეკემბერს ბათუმელი დამფუძნებელი ანა ავეჩბა გვიმასპინძლებს Ripple coworking სივრცეში.

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრებს განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობა მიეცემათ. არ გამოტოვოთ შანსი, შეხვდეთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტექ-ადამიანებს!

ღონისძიება იმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის, თელიანი ველის, ნექსიას, Ripple.space-ისა და მედია პარტნიორების — Entrepreneur და dev.ge-ის მხარდაჭერით.

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

  • დასასწრებად აუცილებელია, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე 👈

Startup Grind გლობალური სტარტაპ საზოგადოებაა, რომელიც შექმნილია განათლების, შთაგონებისა და ნეთვორქინგისთვის.  ღონისძიებები მთელ მსოფლიოში ტარდება, იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც სტარტაპებს დიდი პოტენციალი აქვთ. 

Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO, საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
თემის მიხედვით
Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO, საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ იცოდნენ სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ
ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ, იცოდნენ, სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ
თემის მიხედვით
ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ, იცოდნენ, სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ


ასევე წაიკითხეთ
27 აპრილს, ბათუმში, Startup Grind ანტრეპრენერ შოლა აბიდოიეს უმასპინძლებს
27 აპრილს, ბათუმში, Startup Grind ანტრეპრენერ შოლა აბიდოიეს უმასპინძლებს
27 აპრილს, ბათუმში, Startup Grind ანტრეპრენერ შოლა აბიდოიეს უმასპინძლებს
ბათუმში  Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. მომდევნო ღონისძიება 27 აპრილს გაიმართება. მოწვეული სპიკერი შოლა აბიდოიე საერთაშორისო კონსულტანტი და მეწარმეა, რომელიც რამდენიმე კვირით სტუმრობს ბათუმს. თუმცა, აქ დასახლებასაც განიხილავს. 
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგი ღონისძიებით ბრუნდება  მათთვის, ვისაც სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოსა და მამაკაცების მიერ დომინირებულ ტექნოლოგიების სფეროში ქალი დამფუძნებლის მოღვაწეობის თავისებურებებზე მეტის გაგება სურს.
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.