ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსურ მუზეუმში

ახალი მუზეუმი სან-ფრანცისკოში წარმოსახვითი მომავლის მემორიალია, რომელშიც ნათლად არის წარმოდგენილი, როგორ კლავს ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის უდიდეს ნაწილს.

კომენტარის დატოვება
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსურ მუზეუმში

ახალი მუზეუმი სან-ფრანცისკოში წარმოსახვითი მომავლის მემორიალია, რომელშიც ნათლად არის წარმოდგენილი, როგორ კლავს ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის უდიდეს ნაწილს.

ოდრი კიმის ძაღლი მერფი კომუნიკაციისთვის თავს აქნევს და რამდენიმე ღილაკს იყენებს. როგორც მეპატრონე იძახის, ყორნებთან მეგობრობაც იზიდავს. ოდრიმ მერფის ღილაკების გამოყენება ასწავლა, რადგან თვლის, რომ ცნობიერება სპექტრია და ინტელექტი სადუმლოებებით მოცული უნარი. სწორედ ამ შეხედულებებმა მიიყვანა იქამდე, რომ სან-ფრანცისკოში მდებარე მუზეუმის კურატორი გამხდარიყო.

მუზეუმში წარმოდგენილი მომავალი სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში უკვე გვინახავს. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი იმ დონეზეა განვითარებული, რომ საკუთარი თავის შეცნობას იწყებს, შემდეგ კი კაცობრიობას ანადგურებს. საბედნიეროდ, ოდრი კიმის წარმოსახვაში ალგორითმებს თვითკორექტირების უნარი გააჩნიათ, ამიტომ ყველა ადამიანს არ ხოცავენ. 

«უცნაურია, ეს შემზარავი საკითხია. თუმცა, მახარებს, რომ ხალხი დაინტერესებულია» — ამბობს კიმი.

სან-ფრანციკოში, მუზეუმთან ახლოს, რომელიც OpenAI-ის ოფისებიდან რვა კვარტალში მდებარეობს, აუცილებლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გალერეის სივრცეს გაკვირვებულები უყურებენ. 

პროექტს საფუძველი ხუთი თვის წინ ჩაეყარა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ChatGPT ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში აქტიურად გამოჩნდებოდა. კიმი აბობს, რომ მუზეუმი მიზნად ინტელექტუალური ტექნოლოგიების სავარაუდო დესტაბილიზაციის შედეგებზე მსჯელობის გამართვას ისახავს. კოლექცია, რომელსაც მუზეუმში შეხვდებით, ორ ნაწილად იყოფა — ზედა სართულზე AI-ით გაჟღენთილი მომავლის ოპტიმისტური, ხოლო ქვედა სართულზე დისტოპიური ხედვა.

ზედა სართულზე ბაქტერიების მიერ შექმნილი მუსიკა დაგხვდებათ, ასევე — მიქელანჯელოს ინტერაქციული პიესა «ადამის შექმნაზე» და ინსტალაცია, რომელიც კამერის წინ გამოჩენილი ადამიანებისა და ობიექტების აღსაწერად Google-ის კომპიუტერულ ხედვას იყენებს.

ქვედა სართულზე ინსტალაციას ნახავთ, რომელიც ფილმს, «მატრიცა: აღორძინება”-ს (Matrix: Resurrections) აუცილებლად გაგახსენებთ. ფილმის დეკორატორი, ბარბარა კამერონი ოდრი კიმს მუზეუმის განლაგების დაგეგმვაში დაეხმარა. ასევე სლავოი ჟიჟეკსა და ვერნერ ჰერცოგს შორის გაუთავებელ საუბარს მოისმენთ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. რობოტ მკლავსაც შეხვდებით, რომელსაც კალამი უჭირავს და რაღაცას წერს. 

კიმი დანტე ალიგიერის მოყვარულია.

«შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ». — ლოგიკურია, რომ სწორედ ეს არის წარწერა, რომელსაც მუზეუმის შესასვლელში შეხვდებით.

მუზეუმში ნახავთ არნოლდ შვარცნეგერის მოლაპარაკე ჰოლოგრამასაც. ასევე ორი ადამიანის ქანდაკებას, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან. კიმი ამბობს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისა და საფრთხის ალეგორიაა.

«შესაძლოა, ტექნოლოგიებმა ბევრი სიკეთე მოგვიტანოს, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა ამ პროცესში ძალიან ბევრს დავკარგავთ. არ მგონია, რომ პასუხი ყველაფერზე გვაქვს. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ამ ყველაფერზე კრიტიკულად ვიფიქროთ». — ამბობს ოდრი კიმი, რომელიც რამდენიმე წლის წინ Google-ში მუშაობდა.

ხელოვნური ინტელექტის გარდა, მუზეუმი ფილმების ჩვენებასაც უმასპინძლებს, რომლებიც ტექნოლოგიის ბნელ, დაფარულ პოტენციალს იკვლევენ. მაგალითად, ტერმინატორი (The Terminator), ექს რობოტი (Ex Machina), ის (Her) და ფიქრების თეატრი (Theater of Thought).

კიმი თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამინების დიდი ნაწილი გაანადგუროს, მაგრამ ყველას მოუწოდებს, AI-ის მიერ უკვე გაჩენილ ზემოქმედებებსა და სირთულეებზე იფიქრონ. მაგალითად, როგორ უწევთ მასწავლებლებსა და რედაქტორებს ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაშრომებს შორის განსხვავების პოვნა.

«ხელოვნური ინტელექტი ჩვენზე გაცილებით დიდ გავლენას მოახდებს, ამიტომ, ჩემი მიზანია, ამაზე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იფიქროს და აზრი თავიდანვე ჩამოიყალიბოს» — ამბობს კიმი. 

მუზეუმი საზოგადოებისთვის ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს იღება. კიმი გეგმავს, სასკოლო ჯგუფებისთვის ტურებს უმასპინძლოს, რათა ბავშვებმა ექსპონატები გამოიკვლიონ და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს გაეცნონ. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Cyberpunk — სამეცნიერო ფანტასტიკა ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით
Cyberpunk — სამეცნიერო ფანტასტიკა ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით
თემის მიხედვით
Cyberpunk — სამეცნიერო ფანტასტიკა ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით


ასევე წაიკითხეთ
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს. დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია. 
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.