ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
9 თებერვალი 2023, 20:00
2023-02-09
Cyberpunk — სამეცნიერო ფანტასტიკა ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით
თუ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარული ხართ, სავარაუდოდ, ტერმინი Cyberpunk-იც გაგებული გექნებათ. მისი ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა არც ისე მარტივია. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, როგორც კულტურას, ასევე ჟანრს აერთიანებს.
მოკლედ, დღეს Cyberpunk-ზე ვისაუბრებთ და ბონუსად ჟანრის საუკუთესო წიგნებს რეკომენდაციასაც გავუწევთ.
Cyberpunk სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიასა და დაშლილ, მორყეულ სოციალურ წესრიგს აერთიანებს. ასე რომ, Cyberpunk-ს ლამაზი, მოწინავე ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით ვიღებთ.
კითხვისა თუ ყურებისას, ერთი მხრივ, უძლიერეს მეგაკორპორაციებსა და უსაფრთხოების ძალებს ვხვდებით, ხოლო მეორე მხრივ, არალეგალური ვაჭრობის, ბანდების, ნარკოტიკებისა და მანკიერების ბნელ, საშინელ სამყაროს.
ეს ჟანრი ტექნოლოგიის განვითარების ყველაზე აღმაფრთოვანებელ სცენარებს ყველაზე დამთრგუნველ, გამანადგურებელ კონტექსტებში, წარმოგვიდგენს, რათა გაგვაფრთხილოს, რომ ზედმტად არ გავთამამდეთ და ტექნოლოგიურ განვითარებას თავი არ შევწიროთ.
თავდაპირველად Cyberpunk ლიტერატურული მოძრაობის სახით დაიწყო, თუმცა ეტაპობრივად სუბკულტურულ ორგანიზმად ჩამოყალიბდა.
იცით რატომ არის რთული Cyberpunk-ის ზუსტი განმარტების პოვნა? იმიტომ, რომ ლოგიკური პასუხი სუბკულტურასა და ადამიანების მიერ მომავლის ხედვას ეყრდნობა, რომელიც, ცხადია, ყოველთვის იცვლება.
ჟანრმა, რომელიც ადრე მხოლოდ სიტყვებით გადმოიცემოდა, შესვლა ხელოვნების, ფილოსოფიისა და მოდის სფეროშიც კი მოახერხა, რაც საბოლოოდ ყოვლისმომცველი და მუდმივად მზარდი სუბკულტურის ჩამოყალიბების სათავეა.
ბოლო პერიოდში Cyberpunk-ის ეკრანზე აღორძინება ფილმების, Blade Runner 2049-ისა და Altered Carbon-ის გამოსვლამ გამოიწვია. Blade Runner-ის ორიგინალი ფილმი სტილისტურად და ვიზუალურად, Cyberpunk-ის მწვერვალად ითვლება, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიის იდეასა და საზოგადოებაში მორყეულ წესრიგს შესანიშნავად აერთიანებს და აღწერს.
და რაც მთავარია წიგნები — ყველაფრის საწინდარი. Cyberpunk-ის მოძარაობის წარმოშობის შესასწავლად რამდენიმე გზა არსებობს. თავად ტერნიმი ბრიუს ბეტკის მოკლე მოთხრობიდან «Cyberpunk» -დან მომდინარეობს. არსებობენ ჟანრის ძირითადი ავტორები და წარმომადგენლები, რომლებმაც საფუძველი Cyberpunk-ის მოძრაობას ჩაუყარეს. მაგალითად, უილიამ გიბსონი (გიბსონი Cyberpunk-ის დამფუძნებლად ითვლება), ბრიუს სტერლინგი, პეტ კადიგანი, რუდი რუკერი, ჯონ შირლი და ლუის შინერი.
საუკეთესო Cyberpunk წიგნები
უილიამ გიბსონი — ნეირომანსერი (NEUROMANCER)
წარმოუდგენელია, საუკეთესო Cyberpunk-ის წიგნებზე წერდე და სიაში უილიამ გიბსონის «ნეირომანსერი» არ შეიყვანო. ნაწარმოები მაღალანაზღაურებად კოვბოიზე გვიყვება, რომელმაც კორპორატიული მონაცემთა ბაზებში შეღწევა და მათი მოპოვება მოახერხა. «ნეირომანსერი» ერთადერთი რომანია, რომელმაც ერთდროულად ნებულას, ჰიუგოსა და ფილიპ. კ. დიკის პრემიები მოიპოვა.
რიჩარდ კ. მორგანი — სახეცვლილი ნახშირბადი (ALTERED CARBON)
წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც სიკვდილი აღარ არსებოვს, რადგან პიროვნებების (ან ცნობიერების) შენახვა და ატვირთვა შესაძლებელია. 25-ე საუკუნე. კაცობრიობის მთავარი მტერი, სიკვდილი დაძლეულია. ადამიანთა გონებას პორტატიულ მოწყობილობაზე ინახავენ, ფიზიკური გარსის განადგურების შემთხვევაში კი მისი ჩამოტვირთვა ახალ სხეულშია შესაძლებელი. უკვდავების მიღწევას უტოპიამდე არ მივუყვანივართ, სადღაც შუაში გავიჭედეთ. ძალაუფლებისთვის ბრძოლის მუდმივი ციკლი უწყვეტი ხდება.
ნილ სტეფენსონი — თოვლის ავარია (SNOW CRASH)
წიგნში პროტაგონისტად პიცის გამყიდველ ჰაკერს, სახელად ჰიროს ვხვდებით, რომელიც დისტოპიურ ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მთლიანი სიუჟეტი მეტავერსში ვითარდება. ეს სიტყვაც — «მეტავერსი» პირველად ნილ სტეფენსონმა გამოიყენა.
მასამუნე შიროუ — აჩრდილი ჭურვში (THE GHOST IN THE SHELL)
მანგას კლასიკა, რომელიც ტექნოლოგიასა და კაცობრიობას შორის ურთიერთობას აღწერს სამყაროში, სადაც ისინი სულ უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი. 1989 წელს გამოსული მანგა გამოგონილი კონტრ-კიბერტერორისტული ორგანიზაციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განყოფილების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მთავარი გმირი, მაიორი მოტოკო კუსანაგი ხელმძღვანელობს.
კაცუჰირო ოტომო — აკირა (AKIRA)
მოქმედება პოსტაპოკალიფსურ იაპონიაში მიმდენარეობს, სადაც ანტისამთავრობო ჯგუფებს, ბანდებსა და საიდუმლო სამთავრობო პროექტებს ვხვდებით.”აჩრდილი ჭურვში”-ს მსგავსად, ისიც კლასიკად ითვლება.
მელისა სკოტი — უბედურება და მისი მეგობრები (TROUBLE AND HER FRIENDS)
Cyberpunk რომანი, რომელიც პირველად 1994 წელს გამოიცა. მოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში, უახლოეს მომავალში ხდება. ამ წიგნს Cyberpunk-ის ჰაკერული და ტექნოლოგიური ასპექტები აქვს, მაგრამ მისი ფემინისტური შეხედულებებითა და ლგბტქ პერსონაჟებით ცოტა ინოვაციურია. პროტაგონისტად ინდოელ პიროვნებას ვხვდებით, რომელსაც სახელად უბედურება ჰქვია.
ლაურენ ბუკსი — მოქსილენდი (MOXYLAND)
სამხრეთ აფრიკა, დისტოპიური მომავალი, სადაც მჩაგვრელ მთავრობასა და ტექნოლოგიებს ვხვდებით.
სინდი პონი — მსურს (WANT)
ვითარება მომავალში ვითარდება. მდიდრებს იმ დაბინძურებისგან დაცვის შეძენა შეუძლიათ, რომელიც ხალხს ყველაზე მეტად აავადებს. მოზარდთა ჯგუფი კი ყველაფრის შეცვლას გადაწყვეტს. წიგნი Cyberpunk-ის ღირსეულ წარმომადგენლად ითვლება.
მადელინ ეშბი — კომპანიის ქალალი (COMPANY TOWN)
სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, სადაც ყველა ბიოინჟინერი ცხოვრობს. გარდა ერთი ქალისა, რომელმაც შესაძლოა ყველას გადარჩენაც კი შეძლოს. სიუჟეტი ჩახლართულად და დამაინტრიგებლად ვითარდება, ფინალი კი საოცარია.
ჟოან დ. ვინგი — PSION
ეს ტექნიკურად Gen-z-ის საკითხავი წიგნია, მაგრამ უფროსი აუდიტორიისთვისაც შესანიშნავი წასაკითხია. მთავარი გმირი ნახევრად ადამიანი/ნახევრად უცხო ტელეპატია, რომელიც ვარსკვლავთშორის მთავრობასთან მუშაობას წყვეტს. წიგნის წაკითხვისას, ფაქტრობრივად, წარმოუდგენელია, მოიწყინოთ.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International
Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.