Kernel-ის CEO გიორგი ტუხაშვილი ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა
გუდაურში ტრაგიკულად დაიღუპა Kernel-ის CEO გიორგი ტუხაშვილი. ის 19 იანვარს სასრიალო ტრასაზე ბავშვს დაეჯახა.
გუდაურში ტრაგიკულად დაიღუპა Kernel-ის CEO გიორგი ტუხაშვილი. ის 19 იანვარს სასრიალო ტრასაზე ბავშვს დაეჯახა.
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავად დაშავებული გიორგის გადარჩენას, თვითმხილველების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა. თუმცა, ეს ვერ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Kernel საქართველოში დაარსებული სტარტაპია, რომელიც ახლა ძირითადად ინდოეთის ბაზარზე პოზიციონირებს. კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად 2019 წელს მიხეილ ზღულაძემ და ბექა დალაქიშვილმა მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი, Kernel დააფუძნეს. გიორგი ტუხაშვილი მათ მალევე შეუერთდა.
კომპანიის CEO-ს თანამდებობაზე გიორგიმ ბექა დალაქიშვილი 2023 წლის ოქტომბერში შეცვალა. ეს სტრატეგიულ ცვლილებად მიიჩნეოდა.
გიორგი ტუხაშვილი ასევე იყო Startup Grind Georgia-ს თანადირექტორი.