გიორგი ტუხაშვილის დაღუპვის შემდეგ Kernel-ის CEO კოლინ მ. დონოჰიუ გახდა
გიორგი ტუხაშვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების ქართული სტარტაპის, Kernel-ის აღმასრულებელი დირექტორი კოლინ მ. დონოჰიუ გახდა.
გიორგი ტუხაშვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების ქართული სტარტაპის, Kernel-ის აღმასრულებელი დირექტორი კოლინ მ. დონოჰიუ გახდა.
ცვლილების შესახებ კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა LinkedIn-ზე დაწერა.
მისივე თქმით, გიორგი ტუხაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ Kernel-ის გუნდი და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ახალი საბჭო შექმნეს, რომელსაც Kernel-ის მეგობარი და ანტრეპრენერი, კრის ბერი ხელმძღვანელობდა.
გიორგი ტუხაშვილი 2024 წლის 19 იანვარს, ბაკურიანში სრიალის დროს დაიღუპა.
Kernel საქართველოში დაარსებული სტარტაპია, რომელიც ახლა ძირითადად ინდოეთის ბაზარზე პოზიციონირებს. კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად 2019 წელს მიხეილ ზღულაძემ და ბექა დალაქიშვილმა მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი, Kernel დააფუძნეს. მალევე მათ გიორგი ტუხაშვილიც შეუერთდა.
2023 წლის ოქტომბერში ბექა დალაქიშვილმა Kernel-ის CEO-ს პოზიცია დატოვა და ის გიორგი ტუხაშვილს გადააბარა. თავად კი კომპანიის COO-ს თანამდებობა დაიკავა.