ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები

რაც დრო გადის, ქალები მთელი მსოფლიოდან ნელ-ნელა ამსხვრევენ ყველა იმ მავნე სტერეოტიპს, რომელიც პატრიარქალურმა კულტურამ დაამკვიდრა. ეს, რა თქმა უნდა, ეხება IT სფეროსაც, სადაც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქალს ვხვდებით, მათ შორის ლიდერ პოზიციებზე. 

კომენტარის დატოვება
ქართველი ქალები IT სფეროდან — მიღწევები და მიზნები

რაც დრო გადის, ქალები მთელი მსოფლიოდან ნელ-ნელა ამსხვრევენ ყველა იმ მავნე სტერეოტიპს, რომელიც პატრიარქალურმა კულტურამ დაამკვიდრა. ეს, რა თქმა უნდა, ეხება IT სფეროსაც, სადაც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქალს ვხვდებით, მათ შორის ლიდერ პოზიციებზე. 

დღეს სწორედ ასეთ ქალებს გაგაცნობთ — ქალებს, რომლებმაც ამ მიმართულებით მითების მსხვრევა წლების წინ დაიწყეს და ამჟამადაც აგრძელებენ. 

მაკო ქურთიაშვილი სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერია და როგორც გვიყვება, ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ, 2011 წელს, სრულიად შემთხვევით, ჯგუფელის რეკომენდაციით მოხვდა ტექნოლოგიურ კომპანიაში, პროექტების მენეჯერის ასისტენტად. სწორედ ასე დაიწყო მისი პირველი, სერიოზული შეხება IT სფეროსთან.

მაკო ქურთიაშვილი
«საწყისი პერიოდი გამოწვევებით იყო სავსე, რადგან არ ვიცოდი, როგორ იქმნებოდა საიტი, ვინ ქმნიდა და რა განსხვავება იყო ბექ ენდსა და ფრონტ ენდს შორის. მალევე ვისწავლე ტექნიკური დავალების შექმნა და დავალებების განაწილება გუნდის თითოეული წევრისთვის. ძალიან მალე, უკვე თამამად ვსაუბრობდი დამკვეთებთან, გავხდი თავდაჯერებული და მათთან შეხვედრა და გუნდთან ურთიერთობა, საყვარელ საქმედ იქცა».

სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მაკო 2015 წლიდან შეუერთდა Smart Web-ს, სადაც თავდაპირველად ვებ პროექტების მენეჯერის ფუნქციებს ასრულებდა. გუნდის ზრდასთან ერთად, მისი ფუნქციები და პასუხისმგებლობები იზრდებოდა, საბოლოოდ კი, გენერალური მენეჯერი გახდა. 

მაკო ქურთიაშვილი
«კომპანიის ზრდასთან ერთად, ვაწყდებოდით შესარჩევი კანდიდატების კომპეტენციების პრობლემას. სწორედ ამ სირთულემ გადაგვაწყვეტინა საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები შეძლებდნენ სრულყოფილი ცოდნის მიღებას სხვადასხვა მიმართულებით. ასე დავაარსეთ 2018 წელს სმარტ აკადემია, რომელშიც ახლა უკვე 50-მდე სასწავლო კურსი ტარდება 5 ძირითადი მიმართულებით: IT, მარკეტინგი, მენეჯმენტი, დიზაინი და პიროვნული განვითარება».

dev.ge-სთან მაკო ამბობს, რომ სმარტ აკადემიის მოძლიერებასთან ერთად, დააარსეს ნიკოლა ტესლას სკოლა ბავშვებისთვის და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერების აკადემია — Software Testers Academy.

მაკო ამ ეტაპზე მის მნიშვნელოვან მიღწევად 2021 წელს, ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგის ნომინაციაში გრეის ჰოპერის ჯილდოს მიღებას და სმარტ აკადემიის ინდუსტრიის კატეგორიის ფინალისტობას მიიჩნევს.

მაკო ქურთიაშვილი
მაკო ქურთიაშვილი
«ეს ჯილდო ჩემთვის იყო აღიარება და გამოფხიზლების საწინდარი, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, თითოეული პატარა, კარგი საქმეც კი, მნიშვნელოვანია და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და გვჯეროდეს მისი მნიშვნელობის».

სმარტ აკადემია ასევე გახდა WEPs-ის, ქალების გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, რასაც მაკო ასევე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს. ამაყია იმით, რომ ქმნის პროდუქტს, რომელიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის, საყვარელი საქმის აღმოჩენაში ეხმარება, ეკონომიკურად აძლიერებს და შესაბამისად, აბედნიერებს მათ.

მაკო ქურთიაშვილი
«სმარტ აკადემიაში, სადაც 20-მდე აქტიური IT კურსი გვაქვს, 3 წლის წინ სხვა მდგომარეობა იყო, Front-End დეველოპმენტის და Python დეველოპმენტის კურსზე 1-2 გოგოს თუ ნახავდით. იმ ფაქტმა, რომ ისინი წარმატებით დასაქმდნენ, მათი მეგობრები, ნაცნობები, ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ თუ ისინიც იშრომებენ, ყველაფერი გამოვა. მთავარია სურვილი, დროის მიძღვნა, ფოკუსის გასწორება, ყველა დაბრკოლების გადალახვა, ყველა შესაძლებლობის დანახვა, დახმარების მიღება, ბევრი ძიება და დისციპლინა. ამხელა ძალისხმევა და შრომა არასოდეს რჩება შეუმჩნეველი და ყოველთვის ხედავენ საჭირო ადამიანები».

კიდევ ერთი ქალი, რომელიც IT სფეროში ყოველთვის აქტიურ და საინტერესო ამბებს გვთავაზობს, ჯეოლაბის დირექტორი ლანა ლაბაძეა. 

ლანა IT სფეროთი 2015 წელს, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გააცნობიერა, რომ სამყაროში რაღაც ახალი ხდებოდა, რაღაც სადაც ის ჯერ არ იყო. 

 ლანა ლაბაძე
«დავიწყე ჯეოლაბში ვებ დიზაინის შესწავლით, 2015 წელს. ამ დროს ჯეოლაბი იყო ახალი დაარსებული და მე ვიყავი პირველი ნაკადის სტუდენტი. შემდეგ დასჭირდათ კადრი მენეჯმენტის საკითხებში და მალევე შევუერთდი, როგორც ადმინისტრაციული მენეჯერი. 2020 წელიდან კი ვიკავებ ჯეოლაბში დირექტორის პოზიციას. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ვიყო ჯეოლაბის დირექტორი სანდრო ასათიანის შემდეგ, თუმცა ჯეოლაბის დამფუძნებლები და ბორდი ერთად ვმუშაობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს».

გამომდინარე იქიდან, რომ IT სფერო ჯერ საქართველოში მაინც ახლა იკიდებს ფეხს, ლანა მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურება და უფრო მეტი პოპულარიზაცია. ამბობს, რომ პროფესიის არჩევისას სექსისტური დამოკიდებულება არც ერთ ეტაპზე არ შეხვედრია, თუმცა ამის ერთ-ერთ მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ ჯეოლაბში თავიდანვე ბევრი ქალი იყო დასაქმებული, შესაბამისად, მათთან ინტეგრაცია ადვილი იყო. 

ჯეოლაბის გუნდი
 ლანა ლაბაძე
«ჩემ გარშემო ხშირია, როცა არა მარტო გოგოები, არამედ ბიჭებიც პროფესიის შერჩევისას არჩევანს აკეთებენ ისევ ტრადიციულ პროფესიებზე და არა ახალ ტექნოლოგიებზე, რაც სამწუხაროა და ამ მხრივ ცნობადობის ამაღლება საჭიროა, ისევე, როგორც იმ მიმართულებით, რომ ქალები IT სფეროში ისეთივე პროფესიონალები არიან, როგორც კაცები და ეს პროფესიები ისევეა მათი, როგორც კაცების».

ლანა ამბობს, რომ IT სწორედ ის სფეროა, რომელიც ყველა ქალს სრულ დამოუკიდებლობას მისცემს, ასევე, შესაძლებლობას, რომ შეიცვალოს პროფესია და დამოუკიდებლად განვითარდეს, ყოველგვარი პროტექციის გარეშე, მხოლოდ საკუთარი შრომისმოყვარეობისა და საქმის სიყვარულის ხარჯზე.

 ლანა ლაბაძე
 «ეს სფერო მათ მისცემს ძალიან დიდ თავისუფლებას, განვითარებას, მუდმივად სიახლეების, საინტერესო იდეებისა და ადამიანების გარემოცვაში ყოფნის შესაძლებლობას. ხშირად, ძალიან დიდი გამოწვევაა, როცა უყურებ IT სფეროში წარმატებულ ადამიანს და ფიქრობ, რომ ვერასდროს შეძლებ ისეთივე წარმატების მიღწევას. თუმცა სინამდვილეში, თუ მოინდომებ და ეს სფერო აღმოჩნდება ის, რომელიც გიყვარს, საკმაოდ მოკლე დროში შეძლებ წარმატების მიღწევას».

dev.ge ანა ფაშალიშვილსაც ესაუბრა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერია და მისი ყოველი ნაბიჯი IT სფეროში გოგოების ჩართულობის გაძლიერებას ემსახურება. 

ანა IT სფეროთი პირველად 2018 წელს დაინტერესდა, როცა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტისთვის ისეთ ინიციატივას ეძებდნენ, რომელიც თან ახალი იქნებოდა, თან ქალებისთვის საინტერესო, მათ საჭიროებებზე მორგებული და ამავდროულად, მათ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა. როგორც ამ სფეროს სპეციალისტებთან, ისე დამსაქმებლებთან კონსულტაციისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი სფერო სწორედ IT აღმოჩნდა. 

ანა ფაშალიშვილი
«გვეუბნებოდნენ, რომ ეს სფერო ქალებს არ აინტერესებთ. ამიტომ საპილოტე ინიციატივით დავიწყეთ და დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში მცხოვრები 100 ქალის შერჩევა გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე IT პროფესია გვესწავლებინა და მათი მზაობა მოგვესინჯა. ჩვენდა გასაკვირად, 700-მდე აპლიკაცია შემოვიდა; ამასობაში, კერძო სექტორმაც დაიწყო მცირე ინიციატივების განხორციელება. რადგან ინტერესი დავინახეთ, ვიფიქრეთ, რომ დრო იყო, გაგვეერთიანებინა ძალები სხვადასხვა პარტნიორთან და დავიწყეთ პროექტი 500 ქალი ტექში, რომელიც უკვე 800 ქალი ტექშია და კიდევ უფრო მეტი შემოუერთდება».

როგორც ანა ამბობს, სამწუხაროდ, ამ სფეროსთან დაკავშირებით სექსისტური დამოკიდებულება დღესაც არსებობს და ბევრს ჰგონია, რომ ტექნოლოგიები «კაცის საქმეა». მისი აზრით, ამას მოწმობს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ბევრად მეტი კაცი ირჩევს ტექნოლოგიებს თავის პროფესიად, ვიდრე ქალი. 

ანა ფაშალიშვილი
«წელს ჩავატარეთ კვლევა საქართველოში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების ჩართულობისა და მათ წინაშე არსებული ბარიერების შესახებ PWC საქართველოსთან ერთად. გამოკითხული კაცების 26% დღესაც მიიჩნევს, რომ ICT კაცის პროფესიაა. სასიხარულოა, რომ კვლევის მონაწილე ქალების გაცილებით დიდი ნაწილი (81%) კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. სამუშაო ნამდვილად ძალიან ბევრია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუმცა უკვე ვხედავთ დადებით დინამიკას».
ანა ფაშალიშვილი

როგორც ანა ამბობს, სულ უფრო მეტი პარტნიორი უერთდება მათ ინიციატივებს და მეტ ძალისხმევას დებს ტექნოლოგიებში გოგოების მოსაზიდად. 

ანა ფაშალიშვილი
«ჩვენთვის მაინც იმ თითოეული გოგოს თუ ქალის გამოცდილება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენს პროგრამებში ჩართულობით ცხოვრება დადებითისკენ მაინც შეეცვალა. ეს გვაძლევს ძალას, რომ მეტი ვიმუშაოთ და არ მოვდუნდეთ, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა ძალიან ბევრია».
აქ შენ ქმნი სამყაროს — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
«აქ შენ ქმნი სამყაროს» — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
თემის მიხედვით
«აქ შენ ქმნი სამყაროს» — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
გამოიგონეს თუ არა პროგრამირება ქალებმა —  მოკლე ექსკურსი IT-ინდუსტრიის ისტორიაში
გამოიგონეს თუ არა პროგრამირება ქალებმა — მოკლე ექსკურსი IT-ინდუსტრიის ისტორიაში
თემის მიხედვით
გამოიგონეს თუ არა პროგრამირება ქალებმა — მოკლე ექსკურსი IT-ინდუსტრიის ისტორიაში


ასევე წაიკითხეთ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ. 
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.