ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
8 დეკემბერი 2022, 11:42
2022-12-08
გამოიგონეს თუ არა პროგრამირება ქალებმა — მოკლე ექსკურსი IT-ინდუსტრიის ისტორიაში
2021 წლის Stack Overflow-ის ანგარიშის თანახმად, IT-ში გენდერულ ბალანსამდე ჯერ კიდევ შორია — კაცი-პროფესიონალი ინდუსტრიაში 90%-ზე მეტი, ქალი კი მხოლოდ 5%-ია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კაცები კოდირების უფრო მაღალ უნარებს ფლობენ? — დროა, დავემშვიდობოთ სტერეოტიპებს — ვყვებით, რეალურად ვინ იდგა თანამედროვე IT-ინდუსტრიის სათავეებთან.
2021 წლის Stack Overflow-ის ანგარიშის თანახმად, IT-ში გენდერულ ბალანსამდე ჯერ კიდევ შორია — კაცი-პროფესიონალი ინდუსტრიაში 90%-ზე მეტი, ქალი კი მხოლოდ 5%-ია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კაცები კოდირების უფრო მაღალ უნარებს ფლობენ? — დროა, დავემშვიდობოთ სტერეოტიპებს — ვყვებით, რეალურად ვინ იდგა თანამედროვე IT-ინდუსტრიის სათავეებთან.
პირველი პროგრამისტი ქალი იყო
წიგნში «IT-ში ქალების საიდუმლო ისტორია» მის ავტორს, კლაივ ტომპსონს ასეთი სტატისტიკა მოჰყავს: ბიჭებს მშობლები კომპიუტერებს ორჯერ უფრო ხშირად ჩუქნიდნენ, ვიდრე გოგოებს, და თუ კომპიუტერს ოჯახი ყიდულობდა — მას ბიჭის ოთახში დგამდნენ.
ასე რომ, უკვე ცხოვრების გზის დასაწყისშივე ჩნდება არასწორი რწმენები და გენდერული როლები, რაც შემდგომში ძალიან უშლის ხელს არა მხოლოდ პროფესიულ რეალიზებას.
სინამდვილეში, ისტორიაში პირველი პროგრამისტი ქალი იყო. მას ადა ლავლეისი ერქვა და 1815 წელს დაიბადა. ადამ ბინარული კოდი გამოიგონა და პირველი პროგრამული ალგორითმი დაწერა ჯერ კიდევ არარსებული კომპიუტერებისთვის. სწორედ მან შემოიღო პროგრამირების ძირითადი ცნებები.
ადა ლავლეისი
პირველ ციფრულ კომპიუტერებზე პროგრამირებით ასევე ქალები იყვნენ დაკავებულნი
პირველი ციფრული კომპიუტერები — ENIAC — გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და პირველად მასზე ქალები მუშაობდნენ: ჯინ ბარტიკი, ბეტი ჰოლბერტონი, კეი ანტონელი, მარლინ მელცერი, ფრენსის სპენსი და რუთ ტეიტელბაუმი. კომპიუტერი 30 ტონაზე მეტს იწონიდა და 17468 ვაკუუმურ მილს მოიცავდა.
ENIAC-ზე მომუშავე ქალებმა შეძლეს შეემუშავებინათ ქვეპროგრამები, დანართები და სხვა ტექნიკები პროგრამირებისთვის. ამიტომაც გარკვეულწილად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ENIAC-ის გუნდმა გამოიგონა ისეთი დისციპლინა, როგორიცაა პროგრამირება.
«ბაგის» ცნების ავტორი ასევე ქალია
1944 წელს აშშ-ში შეიმუშავეს და ააგეს ASCC (ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი პროგრამირების უნარით) სახელით Mark I. ერთ-ერთი პირველი, ვინც Mark I-ის პროგრამებს წერდა გრეის ჰოპერი იყო.
მან შეიმუშავა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი, განავითარა მანქანისგან დამოუკიდებელი პროგრამირების ენების კონცეფცია, რამაც გამოიწვია COBOL-ის შექმნა — ერთ-ერთი პირველი მაღალი დონის პროგრამირების ენა.
ასევე მიიჩნევა, რომ გრეისი იყო ცნობილი ტერმინ «ბაგის» ავტორი. 1947 წელს Mark II-ის მუშაობაში შეფერხება მოხდა. გრეისმა კოლეგებთან ერთად პრობლემის მიზეზის ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა ჩრჩილი, რომელიც რელეში გაიჭედა და სიგნალს ბლოკავდა. ამ შემთხვევის შემდეგ ჰოპერმა პრობლემების აღმოფხვრის პროცესს სისტემის «დებაგინგი» უწოდა.
გრეის ჰოპერი
კიდევ რამდენიმე ქალის სახელი
1950-იანებში გამოჩნდა FORTRAN — პროგრამირების მაღალი დონის პირელი წარმატებული ენა. ის IBM გუნდმა შეიმუშავა, რომელშიც ლოის მიტჩელ ჰაიბტი შედიოდა.
ასევე მან გამოიგონა არითმეტიკული გამოსახულებების პირველი სინთეტიკური ანალიზატორი.
ლოის მიტჩელ ჰაიბტი
1947 და 1953 წლებს შორის ცოლ-ქმარმა, კეტლინ და ენდრიუ ბუტებმა დააპროექტეს და ააშენეს სამი კომპიუტერი: ARC, SEC და APE. ედნრიუ ბუტი ძირითადად დაკავებული იყო კომპიუტერების დაპროექტებით, კეტლინი კი — პროგრამირებით.
კეტლინმა შეიმუშავა ასემბლერის პირველი ენა — «ავტოკოდი» ადრეული კომპიუტერული სისტემებისთვის.
გარდა ამისა, კეტლინ ბუტი პროგრამირებაზე პირველი წიგნების ავტორია. მან დაწერა წიგნი პროგრამირების «დაგეგმვისა და კოდირების» სტილის შესახებ, სახელწოდებით «ავტომატური ციფრული კალკულატორები».
კეიტლინ ბუტი
სოფტი Apollo 11-ისთვის ასევე ქალის გაკეთებულია
ვინ შეიმუშავა სოფტი Apollo 11-ის კოსმოსური ხომალდის მთვარეზე დასაფრენად? დიახ, ასევე ქალმა. მარგარეტ ჰამილტონი ხელმძღვანელობდა NASA-ს კოსმოსურ პროგრამა Apollo-ს საბორტო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილებას.
სოფტი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: Apollo-ს ბრძანების მოდულისთვის, მთვარეზე დაშვების Skylab-ის მოდულისთვის და შეცდომების გამოსწორებისთვის.
მარგარეტ ჰამილტონმა გამოაქვეყნა 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში 60-მდე პროექტსა და 6 მსხვილ პროგრამაზე. ჰამილტონი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ტერმინ «პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების» ავტორად მიიჩნევენ.
ეს IT-ში ქალების დიდი ისტორიის მცირე ნაწილია. კვლევები აჩვენებს, რომ ყოველწლიურად ინდუსტრიაში სულ უფრო მეტი ქალი ჩნდება და მათი წარმომადგენლობა სფეროში სულ უფრო ნათელი ხდება. მაგრამ სტერეოტიპი ტექნოლოგიის «მამაკაცური» სამყაროს შესახებ ჯერ კიდევ არ არის განადგურებული.
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს, Women in Tech-ის გამარჯვებულია. ჯილდო საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის, OPMG-ის (Omnicom Precision Marketing Group) მიერ არის ორგანიზებული.
10 ვაკანსია IT-ში, რომლებიც ბოლო 1 კვირაში გამოცხადდა
ჩვენ თქვენთვის 10 ახალი ვაკანსია შევაგროვეთ. წარმატებული ქართული და საერთაშორისო ტექ კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, პროფესიონალებს ეძებენ.
ისწავლეთ უფასოდ — 4 მიზეზი, რის გამოც IT-სპეციალისტები MOOC-ს ირჩევენ
IT-სპეციალობასთან დაკავშირებით უამრავი უფასო კურსი არსებობს, სადაც მოძველებულ ფაქტებზე ყვებიან. ასეთი კურსების გავლა დროის ფუჭი კარგვაა. მაგრამ არსებობს გამონააკლისებიც, მათ შორის — MOOC-ის უფასო პროგრამები, რომლებიც ნამდვილად ღირს თქვენს ყურადღებად. მოგიყვებით, როგორაა მოწყობილი წამყვანი უნივერსიტეტების ღია კურსები, რომელთაც მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
ვაკეთებთ ქართული IT კომპანიების ყველაზე ვრცელ ბაზას — შემოგვიერთდით
გადავწყვიტეთ, dev.ge-ზე ქართული IT-კომპანიების ბაზა შევქმნათ, რომელიც რეგულარულად განახლდება. ბაზაში პოტენციურ კლიენტს შეეძლება იმის ნახვა, თუ სად მდებარეობს გუნდი და რა არის მათი სპეციალიზაცია (აუთსორსი, პროდუქტი, კონსტალტინგი, სერვისი, აუტსტაფი, სტარტაპი), რომელ სფეროში მუშაობს (automotive, healthtech, biotech და სხვა) და ა.შ.