ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ივლისის ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში 

მიუხედავად ზაფხულისა, IT სფერო აქტიურად მუშაობას აგრძელებს. შესაბამისად, ივლისის თვეც დატვირთული იქნება საინტერესო ღონისძიებებით, რომლებსაც, თუ ტექნოლოგიები გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა დაესწროთ. 

კომენტარის დატოვება

1-ლ ივლისს დაგეგმილია ღონისძიება კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებისთვის საქართველოში. ორგანიზატორი «ჰაკერული ფორუმია», რომელიც 5.5 ათას წევრს აერთიანებს. 

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც არის 14 წლის ან უფროსი ასაკის და კიბერუსაფრთხოება, ჰაკინგი, პროგრამირება და აიტი სამყარო აინტერესებს. 

4 ივლისს ტექნოპარკში Agile სამიტი ჩატარდება. ღონისძიებას, რომელიც GITA-სთან პარტნიორობით იმართება, Agile Mentor  და მარია ღლონტი უმასპინძლებენ. ეს არის პირველი ივენთი, რომელიც საქართველოში Agile-ის შესახებ ფიზიკურ სივრცეში ტარდება. 

3-საათიან ღონისძიებაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ: 

🤝 ჩაერთოთ ნეთვორქინგში Agile პროფესიონალებთან: გაიცნოთ Agile პრაქტიკოსები და Agile გუნდებში მომუშავე ექსპერტები სხვადასხვა ინდუსტრიიდან. 

📚 მიიღოთ ინფორმაცია პრაქტიკული ქეისების შესახებ: Agile — ის წარმატებული დანერგვის რეალური ქეისები, ამ გზაზე არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა. 

🙋‍♂️ ჩაერთოთ პანელურ დისკუსიებში: სესიებში განხილული იქნება როგორც ინდუსტრიის უახლესი ტრენდები, ასევე მოლოდინები სამომავლოდ Agile მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით.

Agile Mentor — კომპანია რომელიც საქართველოში Agile პროფესიების განვითარებაზე ზრუნავს
Agile Mentor — კომპანია, რომელიც საქართველოში Agile პროფესიების განვითარებაზე ზრუნავს
თემის მიხედვით
Agile Mentor — კომპანია, რომელიც საქართველოში Agile პროფესიების განვითარებაზე ზრუნავს

7 ივლისს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions — ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, გახდნენ ცვლილებების ლიდერები.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე, ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ:

  • ციფრული ტრანსფორმაცია;
  • კიბერუსაფრთხოება;
  • Big Data;
  • DevOps. 

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი ამ ლინკზე 👈

თიბისი საერთაშორისო ტექ კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია
თიბისი საერთაშორისო ტექ კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია
თემის მიხედვით
თიბისი საერთაშორისო ტექ კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია

ასევე წაიკითხეთ
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება —  VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
★ ფასიანი თანამშრომლობა თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია. მისი ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.
TBC Group-ის საერთაშორისო ოპერაციებს Tinkoff Group-ის ყოფილი დირექტორი გაუძღვება
TBC Group-ის საერთაშორისო ოპერაციებს Tinkoff Group-ის ყოფილი დირექტორი გაუძღვება
TBC Group-ის საერთაშორისო ოპერაციებს Tinkoff Group-ის ყოფილი დირექტორი გაუძღვება
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
★ ფასიანი თანამშრომლობა 9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.