ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებათიბისი
6 ივნისი 2023, 16:18
2023-06-06
თიბისი საერთაშორისო ტექ კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია
★ პარტნიორის კონტენტი
7 ივლისს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions — ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება. ღონისძიების მიზანია, ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, გახდნენ ცვლილებების ლიდერები.
7 ივლისს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions — ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება. ღონისძიების მიზანია, ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, გახდნენ ცვლილებების ლიდერები.
კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე, ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ:
ციფრული ტრანსფორმაცია;
კიბერუსაფრთხოება;
Big Data;
DevOps.
თიბისი, როგორც ტექ კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს და წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით, სადაც თიბისის ტექ გუნდი, 200 პროფესიონალს საკუთარ DevOps გამოცდილებას გაუზიარებს. ამ სივრცეში ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ძირითადად ტექნიკურ ნაწილს მოისმენენ, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმობა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით თიბისის ტექნოლოგიური ინფორმაციის მართვის დირექტორი, ბიძინა მაცაბერიძე გამოვა.
ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი
«თიბისიში ამჟამად ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ეს არის ძალიან დიდი და ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ჩვენ გვყავს საუკეთესო პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი, მათ შორის ბევრი უცხოელია, რომელიც დისტანციურად მუშაობს ჩვენთან. ამიტომ სწორედ ახლაა საუკეთესო დრო თიბისის ტექნოლოგიების გუნდში სამუშაოდ, სადაც შეიძლება დიდ გამოცდილების მიღება პროცესებში უშუალო ჩართულობით თუ მონაწილეობით და პროფესიონალებთან მუშაობით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, ქვეყანაში ვიყოთ გამორჩეული კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის».
კონფერენციაზე თიბისის სცენა გუნდის სხვა ლიდერებსაც დაეთმობა, აქ მოუსმენთ გიგა შუბითიძეს (თიბისის SDLC-ის ექსპერტების გუნდის ლიდერი), რომელიც ისაუბრებს იმ ტექნოლოგიური პროცესების შესახებ, რაც თიბისიში ამჟამად მიმდინარეობს.
იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე ისაუბრებს თიბისის DevOps-ის მიმართულებაზე. შემდეგ სცენა DevOps-ზე ვორქშოფს დაეთმობა, რომლის დროსაც თიბისის ტექ პროფესიონალები სანდრო კვაიჭაძე, მათე გოგიბერიძე და გიორგი კაჭარავა აუდიტორიას გაუზიარებენ DevOps ტექნოლოგიებს და საუკეთესო პრაქტიკებით მათ გამოყენებას»
თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი ამ ლინკზე 👈
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
★ ფასიანი თანამშრომლობა
თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია. მისი ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
★ ფასიანი თანამშრომლობა
9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.