ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძედასაქმება
8 დეკემბერი 2022, 17:51
2022-12-08
10 საიტი, სადაც უნდა ვეძებოთ სამსახური IT სფეროში
ტექნოლოგიების სფერო გამუდმებით ვითარდება. ბაზარზე მოთხოვნა დიდია. ჩნდება ახალი კომპანიები, სტარტაპები, ორგანიზაციები, რომლებსაც სჭირდებათ დეველოპერები, პროგრამისტები, დიზაინერები და სხვა. დღეს ტექნოლოგიების სფეროში შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა, ამ შესაძლებლობებთან მისასვლელად საჭიროა დასაქმება. გთავაზობთ საიტების ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ მიაგნოთ თქვენთვის სასურველ ვაკანსიას.
AngelList-ის სამიზნე აუდიტორია სტარტაპები, Angel ინვესტორები და ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ სტარტაპებთან და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებულ ფირმებთან მუშაობა.
130 000-ზე მეტი დისტანციური და ლოკალური სამსახურის შემოთავაზებით, AngelList გთავაზობთ გამორჩეულ მომსახურებას. საიტზე არსებობს პერსონალიზებული ფილტრები. ასევე საიტი გთავაზობთ ანაზღაურების საზღვრებს. შეგიძლიათ თქვენი პროფილი აქციოთ «ჩუმ მძებნელად». ამ ფუნქციის გამოყენებისას თქვენი პროფილი არ გამოჩნდება კომპანიის საიტზე მანამ, სანამ არ დაადასტურებთ მათ პროფილს, როგორც სასურველს.
საიტის გამოყენებისთვის პროფილის შექმნაა საჭირო. საიტი ასევე გაძლევთ საშუალებას, გამოყოთ თქვენი პროფილი კომპანიებისთვის თქვენი უნარებიდან გამომდინარე და წარუდგინოთ მათ თქვენი კანდიდატურა სრულიად უფასოდ.
აღსანიშნავია, რომ საიტზე განთავსებულია ისეთი ვაკანსიებიც, რომლებთან წვდომა მხოლოდ AngelList-ის მომხმარებლებს აქვთ.
AngelList-ზე შეხვდებით ბლოგებს თანამედროვე ტექ. ინოვაციებსა და ტენდენციებზე.
Dice ტექნოლოგიით დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს ვაკანსიებს. საიტზე მიაგნებთ როგორც დისტანციურ, ასევე საოფისე სამუშაოებს. შემოთავაზებებს სტარტაპებისგან და სხვადასხვა კომპანიისგან.
Dice განასხვავებს პოზიციებს სახელითა და უნარებით, რათა სასურველი პოზიციის მოძებნა გაამარტივოს. Dice-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის ვირტუალური კარიერის ღონისძიებებსა და ჰაკათონებში.
აღსანიშნავია, რომ საიტზე შეხვდებით უახლეს ტენდენციებს, რჩევებსა და წყაროებს, რომლებიც წარმოადგენს კარგ გზამკვლევს იმის გასაგებად, თუ როგორ კადრებს ეძებენ ტექნოლოგიების სფეროში.
ტექნოლოგიების სფეროში სამსახურის მოსაძებნად Crunchboard ერთ-ერთი კარგი წყაროა. შეგიძლიათ, სამსახური მოძებნოთ საიტის საძიებო ველში, ან დარეგისტრირდეთ განახლებადი სამსახურის შემოთავაზებისთვის.
Crunchboard TechCrunch-ის ვაკანსიების ოფიციალური საიტია. აქედან გამომდინარე, პლატფორმაზე ხშირად მიაგნებთ მაღალი ხარისხის შემოთავაზებებს.
საიტი გვთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე დისტანციურ სამსახურის შემოთავაზებებს. ასევე საიტზე განთავსებულია ფილტრები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველი პოზიცია უფრო მარტივად იპოვოთ.
Built-in ონლაინ საზოგადოებაა სტარტაპ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. საიტი გვთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე დისტანციურ სამუშაოებს, თუმცა მისი ფოკუსი ძირითადად დისტანციურ სამსახურებზეა. Built-in მომხმარებელს სთავაზობს სიღრმისეულ და უფასო რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იპოვონ სტარტაპ სამსახურები. ამასთან, საიტზე შეხვდებით უკანასკნელ სიახლეებს ტექნოლოგიურ სამყაროზე.
საიტი საშუალებას გაძლევთ, აარჩიოთ სამსახურის კატეგორია, მიუთითოთ თქვენი გამოცდილება, ნახოთ შემოთავაზებები სასურველი ინდუსტრიისგან.
საიტზე განთავსებულია ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც სამსახურის მსურველებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის ვაკანსიებს.
გამოყოფილია სივრცე ანაზღაურებისთვის, სადაც ჩამოთვლილია საშუალო ანაზღაურება სხვადასხვა პოზიციისთვის.
Out In Tech შექმნილია LGBTQ+ ტექ. საზოგადოებისთვის, რათა დაეხმაროს მათ სამუშაო ადგილების მოძებნაში. საიტი სთავაზობს მომხმარებლებს შესაძლებლობების ჩამონათვალს კომპანიებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ქვიარ ადამიანებს ტექნოლოგიურ საზოგადოებაში. Out In Tech ვაკანსიებთან ერთად მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა რესურსს და მხარდაჭერას.
Out In Tech მართავს სხვადასხვა ღონისძიებას, რათა გააერთიანოს ადამიანები მსოფლიოს გარშემო.
საიტი მომხმარებლებს სთავაზობს ფილტრებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს სამუშაო ადგილის ლოკაცია, კომპანია, დასაქმების ტიპი და კომპანიის სეგმენტი.
საიტის ბლოგზე განთავსებულია ინფორმაცია LGBTQ+ საზოგადოების წევრ ადამიანებზე, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას ტექნოლოგიების სფეროში.
Tech Ladies არის საიტი ქალებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან კარიერით ტექნოლოგიების სფეროში. საიტის წევრობა უფასოა და სთავაზობს მომხმარებელს ყოველკვირეულ ახალ ამბებს. Tech Ladies ამოწმებს არამარტო სამსახურის პოვნის მსურველებს, ასევე — ვაკანსიებსაც, რითაც უზრუნველყოფს მსურველების დაცვას ტოქსიკური ინტერვიუებისა და ყალბი სამუშაო ადგილებისგან.
Tech Ladies 100 000-ზე მეტი წევრი ჰყავს. საიტი რეგულარულად ატარებს ვებინარებს ქალებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან აპირებენ მუშაობის დაწყებას ტექნოლოგიების სფეროში. სთავაზობს კოდირების ლექციებს, კარიერულ წვრთნას და სხვა. საიტი საშუალებას აძლევს ქალებს, გაიცნონ სფეროში დასაქმებული სხვა ქალები.
საიტი მომხმარებელს სთავაზობს ფილტრებს სამსახურის კატეგორიის, ტიპისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. საიტზე შეხვდებით როგორც საოფისე, ასევე დისტანციური სამსახურის შემოთავაზებებს.
Flagma საერთაშორისო ბიზნეს პლატფორმაა. საიტზე განთავსებულია რეკლამები, ვაკანსიები, რეზიუმეები და სხვა. პლატფორმა 54 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ფუნქციონირებს.
საიტი თბილისის მასშტაბით სთავაზობს მომხმარებელს ვაკანსიებს IT, კომპიუტერებისა და ინტერნეტის სფეროში.
საიტზე ფილტრაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეარჩიონ სამსახურის ტიპი, საწყისი ანაზღაურება, მიუთითონ სამუშაო გამოცდილება, განათლება და დამსაქმებელი.
F6S არის წამყვანი პლატფორმა მენეჯმენტის, კომერციული, კორპორაციული, სამთავრობო, საუნივერსიტეტო და სხვა აქსელერატორული ვაკანსიებისთვის, რომელიც მსოფლიოს გარშემო 17 000-ზე მეტ ინიციატივას ეხმარება. ყოველწლიურად F6S 700 000-ზე მეტ აპლიკაციას იღებს და 2 მილიარდ ევროზე მეტს გასცემს სტარტაპებისთვის. საიტზე განთავსებულია ვაკანსიები, უფასო სერვისები და მრავალი სხვა.
საიტზე განთავსებულია სამსახურის შემოთავაზებები, როგორც დისტანციურად მუშაობისთვის, ასევე ფირმებში თბილისის მასშტაბით.
საიტზე შესაძლებელია ფილტრაცია სამსახურის ტიპის, ლოკაციის, ანაზღაურების, როლისა და გამოცდილების მიხედვით.
Tech Talent არის ქართული ორგანიზაცია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დიგიტალურ კომპანიებსა და ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ადამიანებს საქართველოში.
საიტზე, ამ ეტაპისთვის 173 ვაკანსიაა განთავსებული. მათ შორის დისტანციური, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
ფილტრაცია საშუალებას გაძლევთ იპოვოთ სასურველი ვაკანსია დეველოპმენტის, დიზაინის, მარკეტინგის, პროდუქციის, ოპერირების, ხარისხის კონტროლის, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნიკური მხარდაჭერის სფეროში.
საიტზე განთავსებულია ღონისძიებები, რომლებსაც Tech Talent მართავს. ასევე, ინფორმაციები სხვადასხვა კომპანიების შესახებ.
ტექნოლოგიების სფეროში სამსახურის აღმოსაჩენად LinkedIn ერთ-ერთი გამორჩეული საშუალებაა.
შეგიძლიათ გაფილტროთ სასურველი ვაკანსიები დასახელების, გამოცდილების, კომპანიის და სამსახურის ტიპის მიხედვით.
LinkedIn-ზე შეხვდებით ტექნოლოგიების სფეროში დასაქმების შემოთავაზებებს საქართველოს მასშტაბით. LinkedIn-ის პრემიუმ წევრობის შემთხვევაში ის აჩვენებს მომხმარებელს თუ რამდენად კონკურენტუნარიანია სხვა კანდიდატებთან შედარებით.
LinkedIn-ზე სისტემატურად ჩნდება ახალი შემოთავაზებები და ვაკანსიები.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International
Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.