ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

WP: ChatGPT-იმ ბევრს სამსახური დააკარგვინა — ზოგიერთი ახლა ძაღლებს ასეირნებს

ChatGPT 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა, თუმცა 25 წლის ქოფირაითერ ოლივია ლიპკინს, რომელიც  ტექნოლოგიური სტარტაპის ერთადერთ ქოფირაითერად მუშაობდა, ამაზე ბევრი არ უფიქრია და უნერვიულია. თუმცა, შემდეგ სტატიები, როგორ გამოვიყენოთ ჩათბოტი, Slack-ის შიდა ჯგუფებში გამოჩნდა და ოლივიაც აღელდა.

სტატია გამოქვეყნდა ვაშინგტონპოსტზე.

კომენტარის დატოვება
WP: ChatGPT-იმ ბევრს სამსახური დააკარგვინა — ზოგიერთი ახლა ძაღლებს ასეირნებს

ChatGPT 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა, თუმცა 25 წლის ქოფირაითერ ოლივია ლიპკინს, რომელიც  ტექნოლოგიური სტარტაპის ერთადერთ ქოფირაითერად მუშაობდა, ამაზე ბევრი არ უფიქრია და უნერვიულია. თუმცა, შემდეგ სტატიები, როგორ გამოვიყენოთ ჩათბოტი, Slack-ის შიდა ჯგუფებში გამოჩნდა და ოლივიაც აღელდა.

სტატია გამოქვეყნდა ვაშინგტონპოსტზე.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ლიპკინის დავალებები საგრძნობლად შემცირდა. მენეჯერებმა Slack-ზე მისი მოხსენიება დაიწყეს, როგორც «ოლივია/ChatGPT». აპრილში ის ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. თუმცა მალევე მენეჯერებმა საუბარი დაიწყეს, რომ ChatGPT-ის გამოყენება იმაზე გაცილებით იაფი ჯდებოდა, ვიდრე ნებისმიერი მწერლისთვის ხელფასის გადახდა. ოლივიას განთავისუფლების მიზეზი ნათელი გახდა.

«როდესაც ადამიანები ChatGPT-ის ახსენებდნენ, თავს დაუცველად ვგრძნობდი და ვნერვიულობდი, რომ ის შემცვლიდა». — თქვა ლიპკინმა. «ახლა მე რეალურად მაქვს იმის მტკიცებულება, რომ ეს სიმართლე იყო, რომ ეს ღელვა გამართლებული იყო — სამსახურიდან ნამდვილად ხელოვნური ინტელექტის გამო დამითხოვეს».

ოლივია ლიპკინი

ზოგიერთი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ChatGPT, შეუძლია ასობით მილიონი სამუშაო ადგილი შეცვალოს.

ChatGPT-ის გავლენა უკვე იგრძნობა. ისინი, ვინც მარკეტინგისა და სოციალური მედიის კონტენტს წერენ, ადამიანების პირველ ტალღაში არიან, რომლებსაც ჩათბოტები ანაცვლებენ. ხელოვნურ ინტელექტს მათი შესასრულებელი სამუშაოს დამაჯერებელი ალტერნატივის შექმნა შეუძლია.

ექსპერტები ამბობენ, რომ მოწინავე ხელოვნური ინტელექტიც კი ადამიანის წერის უნარს ვერ უტოლდება: მას პირადი ხმა ან სტილი არ გააჩნია და ხშირად არასწორ, უაზრო ან მიკერძოებულ პასუხებს იძლევა. მაგრამ ბევრი კომპანიისთვის ხარჯების შემცირება ხარისხის ვარდნად ღირს.

«ჩვენ კრიზისულ წერტილში ვართ», — თქვა კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სარა ტ. რობერტსმა «AI ყველა იმ სამუშაოს გაანადგურებს, რომლის ავტომატიზაციაც შესაძლებელია».

გასული წლის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის ხარისხი სწრაფად გაიზარდა, რამაც ჩათბოტები გააჩინა, რომლებსაც დიალოგის გამართვა, სიმღერების დაწერა და კომპიუტერული კოდის წერა შეუძლიათ. სილიკონ ველის კომპანიები ამ პროდუქტებს მილიონობით მომხმარებელს ჯერჯერობით უფასოდ სთავაზობენ.

ხელოვნური ინტელექტი და ალგორითმები უკვე ათწლეულების განმავლობაში სამუშაო სამყაროს ნაწილად ითვლება. უკვე დიდი ხანია, სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, სასურსათო მაღაზიები და სასაწყობო ლოჯისტიკური კომპანიები პროგნოზირებად ალგორითმებსა და რობოტებს იყენებენ, რათა ბიზნესს გადაწყვეტილებების მიღებაში, გარკვეული ამოცანების ავტომატიზაციასა და მარაგის მართვაში დაეხმარნონ.

მაგრამ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც კომპლექსურ ალგორითმებს იყენებს, ახალი ინდუსტრიული რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს. ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიის ადამიანის მსგავსი უნარები მაღალანაზღაურებად მუშაკებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

«ყველა წინა ავტომატიზაცია მძიმე, ბინძური, განმეორებადი სამუშაოების წინააღმდეგ იყო მიმართული». — თქვა პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ეთან მოლიკმა «ამჯერად, ავტომატიზაცია მიზნად ისახავს ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ყველაზე კრეატიული სამუშაოების ჩანაცვლებას, რომლებიც, რეალურად, დიდ განათლებას მოითხოვს».

მარტში Goldman Sachs-მა იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოში სამუშაოების 18% შეიძლება ავტომატიზირებული გახდეს. თეთრსაყელოიანი მუშაკები, მაგალითად იურისტები, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისეთი პროფესიის მქონე ადამიანები, როგორიცაა მშენებლობა ან ტექნიკური მომსახურება.

«სამუშაოები, რომლებიც ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვერ ჩანაცვლდება». — ნათქვამია მოხსენებაში.

მოლიკმა აღნიშნა, რომ სამუშაოები, როგორიცაა საავტორო წერა ან დოკუმენტების თარგმნა და ტრანსკრიფცია, განსაკუთრებით რისკის ქვეშაა, რადგან ისინი ისეთ დავალებებს მოიცავენ, რომლებსაც ჩათბოტები ადვილად ასრულებენ. მისი თქმით, მაღალი დონის იურიდიული ანალიზი, კრეატიული წერა ან ხელოვნება შეიძლება არც ისე ადვილად ჩანაცვლდეს, რადგან ადამიანები ამ სფეროებში ხელოვნურ ინტელექტს მაინც დაჯაბნიან.

ერიკ ფეინი კონტენტის წერის ბიზნესს 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა — საათში 60 დოლარს ითხოვდა ყველაფრის დასაწერად, აბაზანის ხალიჩების 150-სიტყვიანი აღწერიდან დაწყებული, კანაფის კომპანიებისთვის ვებსაიტების ასლებით დამთავრებული. მან სტაბილური ბიზნესი შექმნა, რომელიც მისი წლიური შემოსავლის ნახევარს შეადგენდა და მისი მეუღლისთვისა და 2 წლის ვაჟისთვის კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფდა.

მაგრამ მარტში ფეინმა უმსხვილესი კლიენტისგან წერილი მიიღო: მისი სერვისები საჭირო აღარ იყო, რადგან კომპანია ChatGPT-ზე გადასვლას აპირებდა. დანარჩენმა 9 კლიენტმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ფეინის მთელი საავტორო ბიზნესი თითქმის ერთ ღამეში გაქრა.

«ამან გამანადგურა,». — თქვა ფეინმა. მან ყოფილი კლიენტები გააფრთხილა, რომ ChatGPT-ის კონტენტის შექმნა ადამიანის მსგავსი კრეატიულობით, სიზუსტითა და ორიგინალურობით არ შეეძლო. მისი თქმით, კლიენტებმა უთხრეს რომ ეს თავადაც კარგად ესმოდათ, მაგრამ აღიარეს, რომ ChatGPT-ის გამოყენება გაცილებით იაფი იყო, ვიდრე ვინმესთვის საათობრივი ხელფასის გადახდა.

ერიკ ფეინი. ფოტო: ვაშინგტონ პოსტი.

ფეინი მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა, რომელიც ChatGPT-ის მუშაობით კმაყოფილო დარჩა, ხელახლა დაიქირავა. თუმცა, ეს ფეინისა და მისი ოჯახისთვის საკმარისი არ არის.

ფეინმა გადაწყვიტა, ისეთი სამუშაო იპოვოს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ გააკეთებს და კურსების გავლა დაიწყო, რათა HVAC ტექნიკოსი გახდეს. 

კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლები ჩათბოტებით ჩაანაცვლეს, გახმაურებული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდნენ. როდესაც ტექნოლოგიების საინფორმაციო საიტმა, CNET-მა ხელოვნური ინტელექტი სტატიების დასაწერად გამოიყენა, სავალალო შედეგი მიიღო — უამრავი შეცდომა, რომლის ჩასწორებაც დიდ დროს მოითხოვს. 

ხოლო კვებითი დარღვევების ეროვნულმა ასოციაციამ, რომელმაც თანამშრომლების ნაწილი ChatGPT-ით ჩაანაცვლა, ტექნოლოგიის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც უგრძნობი, არაფრის მომცემი და მავნე რჩევები მიიღო.

ლიპკინი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ის ChatGPT-მ ჩაანაცვლა, საოფისე მუშაობას აღარასდროს აპირებს. ის თავდაპირველად კონტენტ მარკეტინგში შევიდა, რათა თავი ერჩინა. მაგრამ იქ საკუთარი თავი ვერ იპოვა. ახლა ის სამსახურს ძაღლების გამსეირნებლად (dog walker) იწყებს.

«მე საოფისე სამყაროსგან სამუდამოდ ვისვენებ». —  თქვა ლიპკინმა. «ხალხი ყველაზე იაფ გამოსავალს ეძებს და ეს არ არის ადამიანი, ეს არის რობოტი». 

სემ ალტმენი: AI-მ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს
სემ ალტმენი: AI-მ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს
თემის მიხედვით
სემ ალტმენი: AI-მ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.