ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სად უნდა ისწავლო პროგრამირება, თუ სკოლის მოსწავლე ხარ?

IT სფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა. ხშირად სკოლის მოსწავლეები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ყველა ასაკის სკოლის მოსწავლისთვის გზებს, რომლითაც შეუძლიათ პროგრამირების უკეთესად შესწავლა.

კომენტარის დატოვება
სად უნდა ისწავლო პროგრამირება, თუ სკოლის მოსწავლე ხარ?

IT სფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა. ხშირად სკოლის მოსწავლეები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ყველა ასაკის სკოლის მოსწავლისთვის გზებს, რომლითაც შეუძლიათ პროგრამირების უკეთესად შესწავლა.

შესაძლებლობები ქართულ ენაზე

Step IT Academy

კომპიუტერული აკადემია «სტეპი» 1999 წლიდან მუშაობს IT განათლების სფეროში. მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ სოფტის უმსხვილეს კომპანიებთან და მწარმოებლებთან. 

Step IT Academy-ის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ სტეპის ათასი კურსდამთავრებულნი გახდნენ კვალიფიცირებული პროგრამისტები მსოფლიოს 36 ქვეყნის უმსხვილეს IT კომპანიებში.

პროგრამის ღირებულება 438 ლარია კურსის ხანგრძლივობა კი 2 წელი და 5 თვე. ორ საათიანი ლექციები კვირაში სამჯერ ტარდება.

სტეპის აკადემიაში კურსები ყველასთვისაა:

  • სკოლის მოსწავლეები და სკოლის დამამთავრებელი ასაკის ბავშვები (15-18 წელი) — იღებენ პირველ პროფესიას და მომავლისთვის აღარ გადადებენ საკუთარ ოცნებას გახდნენ პროგრამისტები;
  • უნივერსიტეტის სტუდენტები (18-23 წელი) — მიიღებენ მეორე სპეციალობას უნივერსიტეტის განათლების პარალელურად;
  • სხვა პროფესიის წარმომადგენლები (23-55 წელი) — რომელსაც არ აწყობთ არსებული კარიერული და ფინანსური პერსპექტივა, შეუძლიათ ისწავლონ პროგრამისტებთან საქმიანობები და კარიერა IT ინდუსტრიაში ააწყონ;
  • ყველას, ვისაც სურვილი აქვს აიმაღლოს IT კვალიფიკაცია — სისტემაში მოჰყავს საკუთარი ცოდნა და იღებს სამუშაო უნარ-ჩვევებს, რომელსაც თანამედროვე IT-ში ითხოვენ.

სტეპ აკადემიის თქმით, კურსის განმავლობაში სტუდენტები იღებენ პრაქტიკული ცოდნის მაქსიმუმს, გამზადებულ პორტფოლიოსა და დახმარებას დასაქმებაში.

«ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ IT სპეციალისტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი. მიზნების მისაღწევად თქვენგან საჭიროა სურვილი, შრომა და დისციპლინა. დანარჩენს ვიღებთ საკუთარ თავზე.» — ვკითხულობთ სტეპ აკადემიის ვებსაიტზე.

Explorium — ექსპლორიუმი

ექსპლორიუმი თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორიაა, რომლის მიზანიცა, დაეხმაროს მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაში, მომავალი პროფესიის შერჩევაში და შემოქმედებით განვითარებაში.

მათი კურსები განსაზღვრულია როგორც დაწყებითი, ასევე უფროსი კლასის ასაკისთვის.

კურსების მიმართულებები უფროსკლასელთათვის:

  • ვებ პროგრამირება, Web Development;
  • თამაშების დეველოპმენტი Game Development;
  • მანქანური სწავლება Phyton;
  • გრაფიკული და UI/UX დიზაინი;
  • ციფრული კომუნიკაციები.

კურსები უმცროსკლასელთათვის:

  • ვიზუალური პროგრამირება Scratch/Code.org
  • ვიზუალური პროგრამირება (Mobile Development) App Inventor-ით
ფოტო ექსპლორიუმის WordPress-ის ლექციიდან
ფოტო ექსპლორიუმის WordPress-ის ლექციიდან
ფოტო ექსპლორიუმის გრაფიკული დიზაინის ლექციიდან

«კომპანიის მიზანია, ყველა მოსწავლეს მისცეს საშუალება, სკოლის ასაკიდანვე დაეუფლოს მომავლის პროფესიებს და პარალელურად ამისა, განივითაროს 21-ე საუკუნისთვის საჭირო კომპლექსური უნარები: ლოგიკური, მათემატიკური, ალგორითმული და კომპიუტერული აზროვნება; შემოქმედებითობა, წარმოსახვა; პროექტებზე მუშაობისა და პრეზენტაციის უნარი, პრობლემის გადაჭრა, ციფრული ტექნოლოგიების სწორი გამოყენება.» — ვკითხულობთ ექსპლორიუმის Facebook გვერდზე.

ექსპლორიუმის ვებსაიტზე შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება.

MZIURI

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის მოსწავლეები ცენტრის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები.

ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი.

მზიურის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, მათ შორის MIT (Massachussetts Institute of Technologies), West Point (American Military Academy), ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვა. გ

კურსდამთავრებულებს წამყვანი პოზიციები უჭირავთ საქართველოს წარმატებულ IT პროფილისა და სხვა კომპანიებში. ბევრი მათგანი უცხოურ კომპანიებშიც მუშაობს, მათ შორის, როგორიცაა Google, Microsoft, Facebook, Dropbox და სხვა.

სკოლის მოსწავლეთა სწავლება ცენტრის საქმიანობის მთავარი სფეროა. მოსწავლეთა ჯგუფები იყოფა ასაკისა და ინტერესების მიხედვით.

ჯგუფები სასწავლო წლის დასაწყისში იყოფა და მეცადინეობები მთელი სასწავლო წელი გრძელდება.

ქვემოთ მოცემულია მოსწავლეთა სასწავლო კურსების დღევანდელი სტრუქტურა და მოკლე განმარტებები.

Hour of Code

Hour of Code არის ერთსაათიანი შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებაში სკოლის მოსწავლეებისთვის.

ეს მასობრივი კამპანია მხარდაჭერილია 400-ზე მეტი პარტნიორის და 200 000 მასწავლებლის მიერ მთელს მსოფლიოში.

«კოდის ერთი საათის ორგანიზება ყველას, ყველგან შეუძლია. ჩვენ გვაქვს ერთსაათიანი გაკვეთილები 45 ენაზე. აუცილებელი არაა, გქონდეთ პროგრამირების გამოცდილება». — ვკითხულობთ Hour of Code-ის ვებსაიტზე.

Hour of Code-ის გაკვეთილებს მთელს მსოფლიოში მასწავლებლები გეგმავენ სკოლის მოსწავლეებისთვის.

ქართულ ენაზე ვხვდებით სხვადასხვა აქტივობებს, როგორებიცაა: Minecraft-ის კოდის ერთი საათი, შექმენით მოფარფატე თამაში, Hello world, დაწერეთ თქვენი პირველი კომპიუტერული პროგრამა და სხვა. Hour of Code-ის ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ სრული ჩამონათვალი. 

ინგლისურენოვანი შესაძლებლობა

Code Club World

Code Club World-ის ვებსაიტზე ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ კოდირება სახლიდან. საიტი არ არის ქართული, თუმცა მისი გამოყენება ძალიან მარტივია და ნებისმიერი სკოლის მოსწავლე შეძლებს, რომელმაც საბაზისო დონეზე იცის ინგლისური ენა.

საიტი განკუთვნილია 9-13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აქ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯები გადადგათ კოდირებაში.

საიტი ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს:

  • შექმნან რობოტის ავატარი ასწავლონ მას ცეკვა ან შექმნან მაისურის დიზაინი;
  • სახალისო, თემატური გამოწვევებით ისწავლონ ბლოკური და ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირება, როგორიცაა Scratch და Python;
  • მოიპოვონ სამკერდე ნიშნები სწავლისას, რათა წაახალისოს ბავშვების პროგრესი;
  • გააზიარონ მათი შექმნილი ნიმუშები უსაფრთხოდ, მეგობრებთან, ოჯახთან და Code Club World საზოგადოებასთან.
პროგრამირება ბავშვებისთვის - BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი
პროგრამირება ბავშვებისთვის — BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი
თემის მიხედვით
პროგრამირება ბავშვებისთვის — BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
თემის მიხედვით
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
თემის მიხედვით
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის


ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
IT ლიდერები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი პროფილები და პერსპექტივები განავითარონ. ტექნოლოგიური ლანდშაფტი არ არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც IT დეპარტამენტში ვითარდება და არც სამხედრო სამსახურის (rank-and-file) თანამშრომლები არიან ერთადერთი IT პროფესიონალები, რომლებიც უნდა გაიზარდონ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.