ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

პროგრამირება ბავშვებისთვის - BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი

BitCamp 2023 წლიდან პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება
პროგრამირება ბავშვებისთვის - BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი

BitCamp 2023 წლიდან პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს.

BitCampKids BitCamp-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ოთო ზაკალაშვილის ახალი იდეაა. ის სკოლის მოსწავლეებისთვის პროგრამირების სასწავლო პროგრამის შედგენას გეგმავს.

პროგრამა იმ მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის იქნება, ვინც დაინტერესდება, ბავშვებს პროგრამირება თავად ასწავლოს.

ოთო ზაკალაშვილი ამბობს, რომ ხშირად არის შემთხვევა, როცა მშობელი და ბავშვი სასწავლო კურსებს ერთად გადიან და თუ ამას სერვისის სახე მიეცემა და კიდევ უფრო დაიხვეწება, ყველასთვის უკეთესი იქნება.

«მშობლებმა, რომლებსაც მოეწონათ პროგრამა თავისთვის, ასევე გადაწყვიტეს პროგრამირება შვილებისთვისაც შეესწავლათ. ჩვენი საბოლოო სამიზნე მაინც მშობელია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, სურს თავად აიღოს სამენტორო პროგრამა თუ უნდა მიიყვანოს შვილი იმ მენტორთან, რომელიც ჩვენ მიერ იქნება გადამზადებული». — ამბობს ოთო ზაკალაშვილი.

პროგრამის დასაძლევად, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის  ვიდეო ლექციები  ჩაიწერება და ასევე   სამენტორო სივრცეც გაიხსნება, სადაც მასწავლებლებს BitCamp-ისვე მომზადებული პროფესიონალები უმენტორებენ და გადაამზადებენ.

ზაკალაშვილი ამბობს, რომ სიახლე საქართველოში ხელს არა მხოლოდ პროგრამირების განვითარებას შეუწყობს, არამედ სხვა სფეროებშიც მნიშვნელოვნად შეცვლის ზოგად სურათს.

ოთო ზაკალაშვილი
«ზრდასრულებს შეიძლება უკვე ჰქონდეთ პროფესიული ინტერესები. სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში ასე არ არის. მათ აქვთ სუფთა, კეთილშობილი ცნობისმოყვაერეობა. შეუძლიათ პროგრამირება იმისთვის კი არ ისწავლონ რომ პროგრამისტები გახდნენ, არამედ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი იარაღის გამოყენებას დაეუფლონ. ჩვენ კი მივიღებთ ისეთ თაობას, რომელიც გაცილებით მეტს შეძლებს არა მხოლოდ პროგრამირებაში, არამედ ბევრ სხვა სფეროში».

ოთო ზაკალაშვილი ამბობს, რომ საპილოტედ რამდენიმე სკოლა და უკვე შერჩეულია და მათი ხელმძღვანელები ძალიან დაინტერესებულნი არიან.

საწყის ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში ყველაფერი უფასო იქნება, თუმცა BitCamp-ის დამფუძნებელს სურს, რომ მომავალში ამან სერვისის სახე მიიღოს.

«ჩვეულებრივი სასწავლო გეგმა, ჩემი ჩაწერელი სასწავლო ვიდეოები და მენტორშიპი თავდაპირველად, საპილოტე რეჟიმში უფასო იქნება, მაგრამ ჩვენ გვსურს ამას პლატფორმის სახე მივცეთ და მასწავლებლებს დაბალ ფასად სერვისი შევთავაზოთ, რაშიც შევა, მაგალითად, მენტორშიპი, ბავშვებთან ურთიერთობისთვის საკომუნიკაციო იარაღი და ბავშვების მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი». — განაცხადა ოთო ზაკალაშვილმა. 

BitCamp ყველა კურსს ხელმისაწვდომს გახდის
BitCamp ყველა კურსს ხელმისაწვდომს გახდის
თემის მიხედვით
BitCamp ყველა კურსს ხელმისაწვდომს გახდის


ასევე წაიკითხეთ
10 ლეგენდარული
10 ლეგენდარული "სააღდგომო კვერცხი" ტექნოლოგიური სამყაროდან
10 ლეგენდარული "სააღდგომო კვერცხი" ტექნოლოგიური სამყაროდან
სააღდგომო კვერცხი ტექნოლოგიებში ნიშნავს შეტყობინებას, სურათს ან ფუნქციას, რომელიც დამალულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, ვიდეო თამაშში, ფილმში ან სხვა, ძირითადად, ელექტრონულ მედიუმში. დამალული სააღდგომო კვერცხების ძებნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილი სააღდგომო ტრადიციაა და ტექნოლოგიურ სამყაროშიც ტერმინი სწორედ აქედან გაჩნდა. რომელია საუკეთესო და ყველაზე კრეატიული სააღდგომო კვერცხი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში? გთავაზობთ Firebrand-ის შერჩეულ 10 ლეგენდარული შემთხვევის ჩამონათვალს.
ბავშვები და წვდომა სოციალურ მედიაზე
ბავშვები და წვდომა სოციალურ მედიაზე
ბავშვები და წვდომა სოციალურ მედიაზე
თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის სოციალური ქსელები ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია. ადამიანები უფრთხილდებიან ონლაინ პერსონას და ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ. ერთი შეხედვით იდეალურ რეალობას სოციალური ქსელების მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ბავშვები ექცევიან — მოზარდები, რომელთა ფიქრები, შეხედულებები და სტანდარტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. ექსპერტები, ფსიქოლოგები, მშობლები აქტიურად მსჯელობენ, რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის ქონა და როგორ შეიძლება დავიცვათ ისინი მავნე ტენდენციებისგან, რომელსაც ეს პლატფორმები ქმნის.
ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თამაშების ინდუსტრიაში კარიერის დასაწყებად
ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თამაშების ინდუსტრიაში კარიერის დასაწყებად
ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თამაშების ინდუსტრიაში კარიერის დასაწყებად
ერთი შეხედვით, გეიმერობა ყოველი 80-იანი წლების ბავშვის მიუწვდენელი ოცნებაა. სინამდვილეში, გეიმინგ ინდუსტრია გვთავაზობს მრავალ კარიერულ შესაძლებლობას. თამაშების ინდუსტრია იზრდება და ძლიერდება, ამ ძალას კი მას მოთამაშეთა გლობალური ქსელი, კრეატიულობა, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მრავალი სხვა უნარი აძლევს.
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.