ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

iPhone ინდოეთში: Foxconn Iphone-ების წარმოებას კარნატაკაში მომავალი წლის აპრილიდან დაიწყებს

Apple-ის უმსხვილესი მიმწოდებელი, Foxconn iPhone-ების წარმოებას სამხრეთ ინდოეთის შტატ კარნატაკაში მომავალი წლის აპრილიდან დაიწყებს, რაც 50 000 სამუშაო ადგილს გააჩენს.

კომენტარის დატოვება

ტაივანში დაფუძნებული Foxconn Apple-ის ტელეფონების უმეტესობას აწარმოებს.

კომპანია 2017 წლიდან iPhone-ების ძველ ვერსიებს მეზობელ ტამილ ნადუს შტატში აწარმოებს.

გასულ თვეში კომპანიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ ბენგალურუს მახლობლად 1.2 მ კვ/მ მიწის ნაკვეთი იყიდა.

Bloomberg-ზე დაყრდნობით, Foxconn ახალ ქარხანაში 700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. 1 ივნისს კარნატაკას მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტი 1,59 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარხნის მიწა კომპანიას 1 ივლისისთვის გადაეცემა.

Reuters-ის ცნობით, Foxconn კარნატაკას ქარხანაში წელიწადში 20 მილიონი iPhone-ის წარმოებას აპირებს.

Apple-ის გადაწყვეტილებაა, რომ თავისი ფლაგმანი მოდელი ინდოეთში აწარმოოს და და ჩინეთს ეტაპობრივად ჩამოშორდეს — ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო დაძაბულობის ზრდის შემდეგ.

Apple თავისი ტელეფონების უმეტესობას ჩინეთში აწარმოებს. ინდოეთში iPhone-ებს Apple-ის რამდენიმე მომწოდებელი, მათ შორის Foxconn, აწყობს. ამჟამად ის iPhone-ის მთლიანი წარმოების 5%-ს შეადგენს.

კომპანია ინდოეთის ბაზარზე, სადაც გაცილებით იაფი, სამხრეთ კორეული და ჩინური სმარტფონები დომინირებენ, პირველობისთვის იბრძვის. 

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი აპრილში ინდოეთში იმყოფებოდა, რათა ქვეყანაში პირველად კომპანიის 2 მაღაზია გაეხსნა.

Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა

თემის მიხედვით

ტიმ კუკი ინდოეთის პრემიერმინისტრს ნარენდრა მოდის ქვეყანაში მეტ სამუშაო ადგილს ჰპირდება
ტიმ კუკი ინდოეთის პრემიერმინისტრს, ნარენდრა მოდის ქვეყანაში მეტ სამუშაო ადგილს ჰპირდება
თემის მიხედვით
ტიმ კუკი ინდოეთის პრემიერმინისტრს, ნარენდრა მოდის ქვეყანაში მეტ სამუშაო ადგილს ჰპირდება
Apple აპლიკაციების კონკურენტი მაღაზიების iPhone-ზე დამატებას გეგმავს

ასევე წაიკითხეთ
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია

მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი

ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა

ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.