ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა

Apple-მა განაცხადა, რომ ჩიპების ამერიკულ მწარმოებელ Broadcom-თან რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარის ხელშეკრულება გააფორმა. 

კომენტარის დატოვება
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა

Apple-მა განაცხადა, რომ ჩიპების ამერიკულ მწარმოებელ Broadcom-თან რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარის ხელშეკრულება გააფორმა. 

მრავალწლიანი შეთანხმების მიხედვით, ორი ამერიკული კომპანია 5G მოწყობილობებისთვის კომპონენტებს შეიმუშავებს, რომლებიც ამერიკაში დამზადდება.

Apple-ის თქმით, გარიგება იმ გეგმის ნაწილია, რომელიც კომპანიამ 2021 წელს დააანონსა — აშშ-ის ეკონომიკაში 430 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება.

სიახლეს უფრო საინტერესოს ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო დაპირისპირება ხდის, რომელიც ყოველდღიურად მძაფრდება.

ხანგრძლივი დავის შემდეგ აშშ-მა ჩინეთის ჩიპების ინდუსტრიას მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა და ამერიკის ნახევარგამტარული სექტორის გასაძლიერებლად მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტები გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ მოექცნენ, როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან — ჩინელ მწარმოებლებზე მათი დამოკიდებულების გამო.

Apple მიწოდების ჯაჭვებს დივესრიფიკაციას უწევს, უფრო მეტი მოწყობილობა ახლა ისეთ ქვეყნებში მზადდება, როგორიცაა ინდოეთი და ვიეტნამი.

გასულ წელს კომპანიამ განაცხადა, რომ ნახევარგამტარებს იმ ქარხნიდან შეიძენს, რომელიც ტაივანური გიგანტის, TSMC-ის მიერ აშშ-ის შტატ არიზონაში არის აშენებული.

2022 წელს Apple-მა ასევე iPhone 14-ის ინდოეთში დამზადების გეგმებიც გაამხილა, რაც კომპანიის ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამ ნაბიჯმა კომპანიის ინდური წარმოების ოპერაციები გააფართოვა — Apple 2017 წლიდან iPhone-ებს სამხრეთის შტატ ტამილ ნადუში აწარმოებს. 

გასულ თვეში, Apple-მა ინდოეთში თავისი პირველი საცალო მაღაზიები გახსნა — ფინანსურ ცენტრ მუმბაისა და ქვეყნის დედაქალაქ დელიში.

Broadcom-თან გაფორმებული უახლესი შეთანხმების თანახმად Apple-ის მოწყობილობების კომპონენტები კოლორადოში და აშშ-ის სხვა შტატებში შეიქმნება.

«მოხარულნი ვართ ვალდებულებების აღებით, რომელშიც ამერიკული წარმოების კრეატიულობასა და ინოვაციურ სულს გამოვიყენებთ». — თქვა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განცხადებაში.

აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა ბოლო თვეების განმავლობაში გამწვავდა.

ამ კვირის დასაწყისში, ჩინეთმა განაცხადა, რომ ამერიკული მეხსიერების ჩიპების გიგანტის, Micron Technology-ის მიერ დამზადებული პროდუქტები ეროვნული უსაფრთხოების რისკს წარმოადგენდა. ეს ამერიკული ინდუსტრიის წინააღმდეგ პეკინის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ჩიპების ომი — ჩინეთმა Micron-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აკრძალა
ჩიპების ომი — ჩინეთმა Micron-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აკრძალა
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ჩინეთმა Micron-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აკრძალა
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს


ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.