9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს
Apple დასაკეცი მოწყობილობების ხაზის გასაშვებად ემზადება — კომპანია გეგმავს, შექმნას Mac-ისა და iPad ჰიბრიდი, ასევე iPhone-ის ახალი, დასაკეცი მოდელი.
Apple დასაკეცი მოწყობილობების ხაზის გასაშვებად ემზადება — კომპანია გეგმავს, შექმნას Mac-ისა და iPad ჰიბრიდი, ასევე iPhone-ის ახალი, დასაკეცი მოდელი.
9to5mac-ის თანახმად, Apple-მა დასაკეცი მოწყობილობების შექმნაზე მუშაობა გააძლიერა. საუბარია iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდული ვერსიის მასობრივ წარმოებაზე 20.3 დიუმიანი დისპლეით, რომელთა წარმოებაც შესაძლოა 2025 წლის ბოლოს დაიწყოს. მოწყობილობის დაანონსება მოსალოდნელია 2026-2027 წლებში.
კომპანია ასევე მუშაობს დასაკეც iPhone-ზე, რომლის მასობრივი წარმოებაც 2026 წლის ბოლოს იგეგმება. Apple ამუშავებს ეკრანის ორ ზომას დასაკეცი iPhone-ისთვის: 7.9 ინჩი და 8.3 ინჩი. თარიღი, როდის დაანონსდება დასაკეცი iPhone-ის გასაყიდად გაშვება, ჯერ უცნობია.
ანალიტიკოსების თქმით, კომპანიას ადრეც ჰქონდა დასაკეცი მოწყობილობის შექმნის მცდელობები.
ასევე, პროექტების დაგეგმვა ჯერაც არ ნიშნავს ბაზარზე მსგავსი გაჯეტების გამოჩენას — Apple-ის გეგმები შესაძლოა შეიცვალოს.