ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტიმ კუკი ინდოეთის პრემიერმინისტრს, ნარენდრა მოდის ქვეყანაში მეტ სამუშაო ადგილს ჰპირდება

ინდოეთში ყოფნისას Apple-ის ორი მაღაზიის საზეიმო გახსნის აღსანიშნავად, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი ინდოეთის პრემიერ მინისტრს, ნარენდრა მოდის ეწვია. გამართულ შეხვედრაზე კუკმა ინდოეთის მიმართ ერთგულებაზე ისაუბრა და ქვეყანაში ინვესტიციების გაგრძელების პირობაც დადო.

კომენტარის დატოვება

«ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტექნოლოგიურ ხედვას. განათლებიდან და დეველოპერებიდან დაწყებული, წარმოებითა დამთავრებული, მზად ვართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცილებით მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ.» — დატვიტა კუკმა მოდისთან შეხვედრის შემდეგ.

The Economic Times-ის ცნობით, ნიუ დელიში ვიზიტის დროს კუკი კავშირის მინისტრს, აშვინი ვაიშნაუს და სახელმწიფო მინისტრს ელექტრონიკისა და IT საკითხებში, რაჯიევ ჩანდრასეხარსდაც ესაუბრა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ კუკი მათ ინდოეთში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას დაჰპირდა.

Apple ინდოეთში წარმოების ობიექტების ძირითადი გაფართოებით ინვესტიციებს აგრძელებს. ამ კვირაში კომპანიამ თავისი პირველი ორი საცალო მაღაზიაც გახსნა — 18 აპრილს Apple-მა მუმბაიში Apple BKC, ხოლო 19 აპრილს ნიუ დელიში — Apple Saket.

Apple ინდოეთში ბიზნესზე, როგორც პროდუქტის გაყიდვის, ასევე წარმოების თვალსაზრისით, დიდ იმედებს ამყარებს. მაღაზიების გახსნა დიდი ხნის წინ დაიგეგმა და მოსალოდნელია, რომ მომავალში კომპანია ინვესტიციებს კიდევ უფრო გააფართოვებს.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Apple ყოველწლიურ კონფერენციაზე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს წარადგენს

არასდროს არავის დავუხასიათებივარ როგორც ნორმალური — ტიმ კუკის ინტერვიუ GQ-სთან
«არასდროს არავის დავუხასიათებივარ, როგორც ნორმალური» — ტიმ კუკის ინტერვიუ GQ-სთან
თემის მიხედვით
«არასდროს არავის დავუხასიათებივარ, როგორც ნორმალური» — ტიმ კუკის ინტერვიუ GQ-სთან

ასევე წაიკითხეთ
ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა

5 დაუჯერებელი ტექნოლოგია, რომელიც რეალურად არსებობს

FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს

Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.