ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
14 დეკემბერი 2022, 17:42
2022-12-14
Apple აპლიკაციების კონკურენტი მაღაზიების iPhone-ზე დამატებას გეგმავს
Apple ემზადება, აპლიკაციების ალტერნატიული მაღაზიები თავის iPhone-ებსა და iPad-ებზე ევროკავშირში მომავალი წლის ბოლოს დაუშვას. ისინი კონკურენციის ახალ ევროპულ კანონს დაიცავენ, რომელსაც თავდაპირველად ებრძოდნენ.
კონკურენტი მაღაზიების დაშვება Apple-ის ბიზნესს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, მაგრამ იქამდე კონკურენტებმა მომხმარებლები უნდა დაარწმუნონ, რომ Apple-ის სწრაფი და მოსახერებელი app store სამუდამოდ მიატოვონ, რაც, რა თქმა უნდა, რთულია.
Microsoft Corp-მა (MSFT.O), Meta Platforms Inc-მა (META.O), Amazon.com Inc-მა (AMZN.O) და სხვა კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ აპლიკაციების მაღაზიები, Apple-ში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, შესაძლოა გაყიდვები საგრძნობლად გაზარდონ.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მომხმარებლებს აპლიკაციების გადმოწერა app store-ს გამოყენების გარეშეც შეეძლებათ. Apple-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაემორჩილოს თუ არა კანონის სხვა დებულებებს, როგორიცაა, მაგალითად, ალტერნატიული გადახდის სისტემების დაშვება.
საფონდო ანალიტიკოსმა, ანჯელო ზინომ თქვა, რომ, მისი აზრით, ცვლილება Apple-ის ბიზნესზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
«საბოლოო გავლენა მინიმალური იქნება, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა მიჩვეულია app store-ს პლატფორმით ძალიან კმაყოფილია». — განაცხადა მან.
ახალი კანონის, ცნობილი როგორც DMA (ციფრული ბაზრების აქტი), აღსრულება 2024 წლის შუა რიცხვებიდან დაიწყება. კანონის მიხედვით, მსხვილმა კომპანიებმა კონკურენტებს საკუთარი სისტემები უნდა გაუხსნან, რაც მომხმარებლებისთვის არჩევნის გაზრდას ემსახურება.
კანონის დარღვევისთვის კომპანიებს ჯარიმის, ყოველწლიური გლობალური შემოსავლის 10%-ის, გადახდა მოუწევთ.
Apple ამჟამად კიდევ ერთ მასიურ ცვლილებაზე მუშაობს. ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის წესებს ვერ არღვევს. კომპანიას აიძულებენ 2024 წლისთვის iPhone-ში USB-C-ს დამატებას.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.