ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Instagram მომხმარებლებს საჯარო რილსების ჩამოტვირთვის საშუალებას მისცემს

როგორც იქნა — Instagram მომხმარებლებს საჯაროდ გამოქვეყნებული რილსების ჩამოტვირთვის საშუალებას მისცემს. 

კომენტარის დატოვება
Instagram მომხმარებლებს საჯარო რილსების ჩამოტვირთვის საშუალებას მისცემს

როგორც იქნა — Instagram მომხმარებლებს საჯაროდ გამოქვეყნებული რილსების ჩამოტვირთვის საშუალებას მისცემს. 

ეს ფუნქცია ტიკტოკზე თავიდანვე არსებობდა, ინსტაგრამზე კი, რომელმაც რილსი სწორედ ტიკტოკის მიბაძვით შექმნა — არა. ეს ინსტაგრამს წამგებიან პოზიციაში აყენებდა. 

შესაძლებელი იქნება მხოლოდ საჯაროდ გამოაქვეყნებული რილსების გადმოწერა. თუმცა, მომხმარებლებს თავიანთ ვიდეოებზე ამ ფუნქციის გამორთვა შეეძლებათ. 

ფუნქცია ჯერ ინსტაგრამის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ის ეტაპობრივად გავრცელდება.

TikTok-ზე კონტენტი მხოლოდ ვერტიკალური ვიდეოების სახით ქვეყნდება. ტიკტოკი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა აშშ-ში. პლატფორმა ჩინურია, ამიტომ, პოლიტიკური მიზეზებით, აშშ მის დაბლოკვას ცდილობს.

თუმცა, მოკლე ფორმატის ვიდეოებით ამა თუ იმ ინფორმაციის მიღება ან გასართობი მასალების თვალიერება ძალიან მოსახერხებელია. TikTok-ის ალგორითმიც განსხვავდება ყველა სხვა მანამდე არსებული პლატფორმის ალგორითმისგან. ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის ინტერესის სფეროებს. ამ აპლიკაციის გადაწყობა იმ ინფორმაციაზე, რომლის მიღებაც გინდა, ყველაზე ადვილია. 

ამიტომ, ბოლო ერთი წელია, Instagram რილსების ალგორთმის გაუმჯობესებას დიდ დროს უთმობს. Meta-ს დამფუძნებელმა და ხელძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა, რომელიც Instagram-საც ფლობს, თქვა, რომ გაუმჯობესებული ალგორითმის წყალობით, 2023 წლის პირველ კვარტალში რილსების მომხმარებლების რიცხვი 24%-ით გაიზარდა. 

5 ლინკი ერთის ნაცვლად Instagram-ის Bio-ში

თემის მიხედვით

Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს

ასევე წაიკითხეთ
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება

TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს

ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია

Facebook და Instagram AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს შესაბამის აღნიშვნას გაუკეთებენ

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.