ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Instagram პოსტების მხოლოდ „ახლო მეგობრებთან“ გაზიარების საშუალებას მოგცემთ

Instagram-ის მომხმარებლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში პლატფორმის ალგორითმითა და არაფრისმომცემი ბუნებით უკმაყოფილონი იყვნენ. კომპანია ცდილობს, მომხმარებლებს მეგობრებისთვის კონტენტის გაზიარების დამატებითი გზები შესთავაზოს. ამ მიზნით, Instagram ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც პოსტების მხოლოდ «ახლო მეგობრებთან» გაზიარების საშუალებას მოგცემთ.

კომენტარის დატოვება

კომპანიამ TechCrunch-ს დაუდასტურა, რომ ამ ფუნქციას რამდენიმე ქვეყანაში ამოწმებს. თუმცა, კონკრეტულად სად, უცნობია.

«ჩვენ კონკრეტულ ქვეყნებში ახალ ფუნქციას ვტესტავთ, რომელიც მომხმარებლებს  პოსტების მხოლოდ «ახლო მეგობრებთან» გაზიარების საშუალებას მისცემს.

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ გზებს, რათა მომხმარებლებს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა მივცეთ». — თქვა Meta-ს სპიკერმა განცხადებაში.

თუ პოსტების ახლო მეგობრებთან გაზიარება ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, ამან შეიძლება შეამციროს მომხმარებელთა საჭიროება, ჰქონდეთ «finsta» ანგარიში (ანუ ალტერნატიული ანგარიში მხოლოდ მეგობრებისთვის).

ე.წ. სთორების ახლო მეგობრებისთვის გაზიარების ფუნქცია Instagram-მა 2018 წელს დანერგა. მომდევნო წელს, კომპანიამ აპლიკაცია, სახელწოდებით Threads გამოუშვა, რომელიც ახლო მეგობრებს ერთმანეთთან დაკავშირებისა და საუბრის საშუალებას აძლევდა. (ეს არ არის სოციალური ქსელი, რომელიც ივლისში გახდა ცნობილი). თუმცა, ჯგუფური ჩატის აპი, Threads 2021 წელს დაიხურა, რათა პლატფორმა უკეთესი პირდაპირი შეტყობინების გამოცდილებაზე კონცენტრირებულიყო.

გასული წლის დეკემბერში Instagram-მა მეგობრებთან ტექსტური განახლებების გაზიარების საშუალება, Notes გამოუშვა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კომპანიამ Notes-ისთვის ისეთი ფუნქციები შემოიტანა, როგორიცაა მუსიკის გაზიარება, თარგმანი და ადგილმდებარეობის გაზიარება.

Instagram Threads — Meta-მ ტვიტერის კონკურენტი აპლიკაცია გაუშვა

თემის მიხედვით

Instagram მომხმარებლებს საჯარო რილსების ჩამოტვირთვის საშუალებას მისცემს

ასევე წაიკითხეთ
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს

ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია

Facebook და Instagram AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს შესაბამის აღნიშვნას გაუკეთებენ

Catch Up — LinkedIn-ის ახალი ფუნქცია მეტი ინტერაქციისთვის

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.