Catch Up — LinkedIn-ის ახალი ფუნქცია მეტი ინტერაქციისთვის
LinkedIn-ის მომხმარებლებს თავიანთ ქსელში უამრავი კავშირი აქვთ, თუმცა, მათთან რეგულარული ინტერაქცია — ნაკლებად. პლატფორმა ამის გამოსწორებას ახალი ჩანართის მეშვეობით, «Catch Up“-ით ცდილობს.
LinkedIn-ის მომხმარებლებს თავიანთ ქსელში უამრავი კავშირი აქვთ, თუმცა, მათთან რეგულარული ინტერაქცია — ნაკლებად. პლატფორმა ამის გამოსწორებას ახალი ჩანართის მეშვეობით, «Catch Up“-ით ცდილობს.
ახალი «Catch Up» ჩანართი თქვენი კავშირების სიახლეებს შეგატყობინებთ, როგორიცაა, მაგალითად, ახალი სამსახური ან დაქირავება. თქვენ შეგიძლიათ, მათი პოსტი ერთი შეხებით მოიწონოთ ან ავტომატურად გენერირებული მოთხოვნის დახმარებით პირადი მიმოწერა დაიწყოთ.
გასულ წელს LinkedIn-მა My Networks განყოფილებაში «Celebrations» (აღნიშვნა) გვერდის ტესტირება დაიწყო. გვერდზე ჩამოთვლილია ეტაპები, როგორიცაა სამსახურის ცვლილებები, დაბადების დღეები და სამუშაო იუბილეები. თუმცა, ფუნქცია ბეტა რეჟიმში დარჩა.
Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი კომპანია AI-ზე მომუშავე შეტყობინებების ფუნქციასაც ამატებს, რომელიც პრემიუმ მომხმარებლებს LinkedIn-ზე შეტყობინების შედგენაში დაეხმარება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებლები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან.
LinkedIn-მა ხელოვნური ინტელექტი აქამდეც გამოიყენა. გასულ წელს, მან პროფილის შექმნისთვის, რეკლამებისთვის, საუბრის დაწყებებისთვის, ერთობლივი სტატიებისთვისა და დასაქმებისთვის სხვადასხვა AI ინსტრუმენტი და ფუნქცია დაამატა.
გასულ თვეში გამოქვეყნებულ სტატიაში LinkedIn-მა თქვა, რომ აშშ-ში ადამიანების 85% სამუშაოს შეცვლას განიხილავს. როდესაც კომპანიები, როგორიცაა Amazon, Google, Snap, Microsoft, eBay და Discord თავიანთ მუშახელს ამცირებენ, LinkedIn მოელის, რომ სამუშაოსთან დაკავშირებული საქმიანობის ცენტრში იქნება. იანვარში კომპანიამ ახალი ინსტრუმენტი გამოუშვა, სახელწოდებით «სამუშაო კოლექციები», რათა მომხმარებლებმა პოტენციური სამსახურები სხვადასხვა ფილტრებით ნახონ.