ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Instagram-ის თანადამფუძნებლებმა ახალი ამბების აპლიკაცია Artifact შექმნეს

ინსტაგრამის თანადამფუძნებლების მიერ შექმნილი ახალი ამბების პერსონალიზებული მკითხველი Artifact საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. პლატფორმაზე რეგისტრაცია საჭირო არ არის.

გასულ თვეში Instagram-ის შემქმნელებმა, კევინ სისტორმმა და მაიკ კრიგერმა თავიანთი უახლესი წამოწყება წარმოადგინეს, თავდაპირველი ვერსია მხოლოდ მიწვევით იყო ხელმისაწვდომი.

შემქმნელების თქმით, ახალი ამბების აპლიკაციას მომავალში სოციალური ქსელების ელემენტსაც შეითავსებს და მომხმარებლებს ახალი ამბების მეგობრებთან განხილვის საშუალებას მისცემს.

დღევანდელი დღიდან, Artifact-ს დაემატა სოციალური ფუნქცია, რაც სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს უკუკავშირის კონტროლს ახალი ამბების კითხვის მეტად პერსონალიზებისთვის.

კომენტარის დატოვება

იანვარში Artifact-ის გამოჩენის შემდეგ გაიზარდა მისი გამოყენების მსურველების რაოდენობა. კომპანიის თქმით, მომლოდინეთა სია 160 000 ადამიანს შეადგენდა. მოწვევის შემთხვევაშიც კი, აშშ-ს საზღვრებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს არ შეეძლოთ აპლიკაციის გამოყენება, რადგან სარეგისტრაციოდ აშშ-ში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი იყო საჭირო.

ეს მოთხოვნები აპლიკაციის ჩაშვებასთან ერთად გაქრა. მომხმარებლებს არ დასჭირდებათ Artifact-ზე სარეგისტრაციოდ ტელეფონის ნომრის შეყვანა. ამის აუცილებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ თქვენი ანგარიშის სხვა მოწყობილობაში გახსნაც გსურთ.

სისტორმის თქმით, საჯარო გაშვების შეფერხება არა მხოლოდ მომხმარებლების ინტერესის გაღვივება, არამედ ძირითადი ტექნოლოგიების საბოლოოდ გამართვა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი ტექნოლოგია მოითხოვს გარკვეულ მონაცემებს და ადამიანთა ჯგუფს, რომელიც მათზე იმუშავებს საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად. კომპანია მიიჩნევს, რომ ამჟამად, აპლიკაცია მზადაა უფრო დიდი აუდიტორიისთვის.

გასაჯაროებასთან ერთად, Artifact მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მეტ ხილვადობას მათი ახალი ამბების კითხვის ჩვევებთან დაკავშირებით.

ემატება სტატისტიკური მონაცემები, რომელიც მომხმარებლებს აჩვენებს, რომელი კატეგორიის ახალ ამბებს კითხულობენ ყველაზე ხშირად.

ამასთან, მომხმარებლებს სთავაზობს ახლად წაკითხულ სტატიებს და გამოცემებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად კითხულობენ.

Artifact ასევე დააჯგუფებს მასალებს მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე.

მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მკითხველს შესთავაზოს სტატიები ზოგადად ტექნოლოგიაზე, ამოარჩევს ისეთ ახალ ამბებს, რომელიც ეხება ხელოვნურ ინტელექტს, რადგან მკითხველმა წაიკითხა მასალები ChatGPT-ის შესახებ. 

ხანგრძლივ პერსპექტივაში, Artifact-ის მიზანია, უზრუნველყოს ინსტრუმენტები, რომლებიც მკითხველს საშუალებას მისცემს, ღილაკზე დაწკაპუნებით აირჩიონ მეტი ან ნაკლები მასალა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.

ეს მომხმარებლის გამოცდილებას უფრო კონტროლირებადს და პერსონიზირებულს გახდის და ამასთან, მათი ანგარიშის მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს. ამჟამად, მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ, პარამეტრები და აკონტროლონ თავიანთი ანგარიში კონკრეტული ინტერესების არჩევით.

აპლიკაციაში შეგიძლიათ თქვენი კონტაქტების ატვირთვა, რათა ნახოთ, რომელი სტატიაა პოპულარული თქვენს ქსელში. Artifact-ის ფუნქცია კონფიდენციალურობაზეა ორიენტირებული.

«აპლიკაცია არ ამბობს, ვინ წაიკითხა. არ ამბობს, რამდენმა წაიკითხა, აქედან გამომდინარე ინარჩუნებს კონფიდენციალურობას. თუმცა, თქვენ არ შეგიძლიათ გქონდეთ მხოლოდ ერთი კონტაქტი, რათა ნახოთ თუ რას კითხულობს ეს კონკრეტული ადამიანი». — აღნიშნავს სისტორმი.

Artifact-ის ფართო მიზანი სოციალური გამოცდილების გაფართოებაა. ბეტა ვერსია, რომელიც ტესტერებით შემოიფარგლება, Discover არხს გთავაზობთ, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, გააზიარონ სტატიები და მოიწონონ და დააკომენტარონ სხვების მიერ გაზიარებულ სტატიებზე.

ინსტაგრამის შემქმნელების მიერ ახალ ამბებზე ორიენტირებული აპლიკაციის გაშვება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ამბების საიტები აშშ-ში ძალიან კონკურენტული ბაზარია. ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Google News, Apple News და Meta, აქვთ საკუთარი ნიუსფიდი. Pew Research-ის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში მოზარდების დაახლოებით მესამედი რეგულარულად იღებს ახალ ამბებს Facebook-დან, რაც ახალი ამბების ბაზარზე დიდი გამოწვევაა. 

ამავდროულად, Artifact ჰგავს ჩინურ Toutiao-ს ან იაპონურ SmartNews-ს. ორივე მათგანი იყენებს ალგორითმებს და მანქანათმცოდნეობის ტექნოლოგიას ახალი ამბების სტატიების კურირებული ნაკრებების შესაქმნელად.

თუმცა, სისტორმის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ Artifact ახალი ამბების ამ მკითხველების მსგავსია, ინსტაგრამის შემქმნელების აპლიკაციის შემთხვევაში «ეშმაკი დეტალებშია».

«მანქანური სწავლება, რომელსაც ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი ეყრდნობა, 2017 წელს Google-ში გამოიგონეს. მას ტრანსფორმატორი ჰქვია. ამის გარეშე GPT-3, 3.5 და ა.შ. არ იარსებებდა. ამის გარეშე არ გექნებოდათ DALL-E, ChatGPT.» — ამბობს სისტორმი.

ახალი ტექნოლოგია ქმნის ბაზარს ახალი აპლიკაციებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, გარკვეულწილად ჰგავდნენ წინამორბედს, თუმცა, გამოირჩევიან იმით, თუ როგორ იყენებენ სიახლეებს.

სისტორმი ამ შესაძლებლობას Instagram-ის დაარსებას ადარებს და აღნიშნავს, რომ ბაზარზე მისი გამოჩენისას უკვე არსებობდა სურათების გაზიარების სხვა აპლიკაციები.

«როდესაც ჩვენ Instagram შევქმენით, Iphone 4 ახალი გამოსული იყო. ჩვენ ვნერვიულობდით დამუშავების სიჩქარესა და იმაზე, თუ რამდენად კარგი იყო კამერა. ეს იყო გადამწყვეტი წერტილი. ჩვენ გვქონდა გამორჩეული მახასიათებელი და სწორად შევარჩიეთ დრო. რა თქმა უნდა, ფსონს ვდებთ ამავე თეზისზე — ტექნოლოგია განსხვავებულია.» — ამბობს სისტორმი.

Artifact-ისთვის განმასხვავებელი ფუნქცია არა მარტო მანქანათმცოდნეობის ტექნოლოგია, არამედ სოციალური ფუნქციებიც იქნება, რომლებიც დამფუძნებლების მიერაა შექმნილი.

დღეს Artifact კურირებს სიახლეებს ხელით შერჩეულ კატეგორიებში უფრო მაღალი ხარისხის გამომცემლებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, როგორიცაა ფაქტების გადამოწმება, რედაქტირების პროცესი და გამჭვირვალობა დაფინანსების გარშემო. გარდა ამისა, თემით დაინტერესების შემთხვევაში, მკითხველებს სთავაზობენ მასალებს ერთსა და იმავე თემაზე, რათა შექმნან ე.წ. «ფილტრის ბუშტები» და წარმოადგინონ უფრო ფართო სურათი.

რაც უფრო მეტად ეკონტაქტებით აპლიკაციას, ის უფრო უკეთ გაგიცნობთ. გაიგებს, რომელი სიახლეა თქვენთვის საინტერესო დაწკაპუნების რაოდენობის, წაკითხვის დროისა და სხვა სიგნალების საშუალებით. დროთა განმავლობაში სოციალური არხები გაჩნდება და Artifact მასალების პერსონალიზებასთან ერთად ამ თემების განხილვის ადგილებს შექმნის.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული გუნდი რამდენიმე დისტანციურ წევრთან ერთად თვით დაფინანსებულია დამფუძნებლის მიერ «ერთნიშნა მილიონების» ოდენობით. Artifact-ის გუნდში Instagram-ის ხუთი ვეტერანია, მათ შორის რობი სეტეინი, როგორც პროდუქტის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. წლის განმავლობაში, კომპანია მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მეტი ფუნქცია, რათა დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ ის არ არის მხოლოდ კიდევ ერთი Toutiao და მას აქვს ახალი შეთავაზებები.

«რას უნდა ელოდოთ Artifact-ისგან მომდევნო წლის განმავლობაში? ვფიქრობ, განსხვავებას ნორმისგან. ხალხს სასიამოვნოდ გააკვირვებს ის, რომ ბევრი ადგილი შეიქმნება სიახლეების გამოქვეყნების გარშემო ინოვაციებისთვის». — ამბობს სისტორმი.

Artifact ხელმისაწვდომია App Stores-სა და Google Play-ზე.

პირველი თაობის Iphone აუქციონზე $63 000 დოლარად გაიყიდა
პირველი თაობის Iphone აუქციონზე $63 000 დოლარად გაიყიდა
თემის მიხედვით
პირველი თაობის Iphone აუქციონზე $63 000 დოლარად გაიყიდა
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა
თემის მიხედვით
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა

ასევე წაიკითხეთ
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.