ილონ მასკმა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკის დასცინა
მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა 2 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დასცინა. Tesla-ს მფლობელმა პოპულარული მიმი გამოიყენა — აქცენტი დასავლური დახმარების თხოვნის სიხშირეზე გაკეთდა.
მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა 2 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დასცინა. Tesla-ს მფლობელმა პოპულარული მიმი გამოიყენა — აქცენტი დასავლური დახმარების თხოვნის სიხშირეზე გაკეთდა.
«როცა უკვე 5 წუთი გავიდა და მილიარდი დოლარის დახმარება არ მოგითხოვია», — ასეთი იყო მასკის მესიჯი, რომელსაც თან ახლდა ზელენსკის თავი სკოლის ბიჭის ცნობილ ფოტოზე, რომელიც საკლასო ოთახში იმყოფება და მეტეორიზმის შეკავებას უიმედოდ ცდილობს.
მასკის უკრაინელებთან და ქვეყნის ადმინისტრაციასთან პრობლემური ურთერთობა ახალი არ არის, თუმცა მის ქმედებაზე მოსახლეობისა და მთავრობის რეაქცია შესაბამისი აღმოჩნდა.
«თქვენ სოციალური მედიის პლატფორმა იმისთვის იყიდეთ, რომ დააშნოთ ადამიანები, რომლებიც კვდებიან, რადგან [მათ] თავისუფლება უყვართ». — წერს უკრაინელი კომიკოსი, ანტონ ტიმოშენკო მასკის პოსტის საპასუხოდ.
«ილონ, ეს მიმი პუტინთან მეგობრული საუბრის დროს მოიფიქრე?». — წერს კიდევ ერთი უკრაინელი კომიკოსი, ვასილ ბაიდაკი.
ანტი-მასკის აჯანყებას უკრაინული მედია ორგანიზაციებიც კი შეუერთდნენ. გამოცემა Ukrainska Pravda-მ იგივე მიმი გამოაქვეყნა — ამჯერად ფოტოშოპით მასკის სახე იყო ჩასმული, წარწერით: «როდესაც 5 წუთი გავიდა და რუსული პროპაგანდa არ გაგივრცელებია».
მასკის პოსტზე ზელენსკის ჯერ არ უპასუხია. მაგრამ მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მრჩეველმა, სერჰი ლეშჩენკომ, მასკი «ტროლინგში» დაადანაშაულა.
გასულ წელს კიევზე თავდასხმის დაწყებიდან მალევე, მასკმა უკრაინაში მისი ადრეული გადაწყვეტილების წყალობით პატივისცემა დაიმსახურა. მილიარდელმა გადაწყვიტა, ქვეყნისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი მიეწოდებინა. მაგრამ ნარატივი მალევე შეცვალა და სოციალური მედიის საშუალებით პრორუსული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო.
ტექნოლოგიური ბოსის ახალი ბიოგრაფიის მიხედვით, მასკმა თავის ინჟინერებს ფარულად უბრძანა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციები გაეთიშათ.
გასულ კვირას ევროკომისიამ X გააკრიტიკა, როგორც სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც დეზინფორმაციის ყველაზე დიდი წყაროა.