ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს

«რაც შეეხება კერძო ბიზნესს და ილონ მასკს, ის უდავოდ გამორჩეული ადამიანია და ვფიქრობ, რომ ის მთელ მსოფლიოში აღიარებული უნდა იყოს». — თქვა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე. მანვე დასძინა, რომ მასკი «აქტიური და ნიჭიერი ბიზნესმენია და ბევრ წარმატებას მიაღწევს, მათ შორის ამერიკის სახელმწიფოს მხარდაჭერით».

კომენტარის დატოვება

რუსეთის პრეზიდენტის ეს შეფასება ილონ მასკმა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც გაირკვა, რომ მისი გადაწყვეტილებით გაითიშა Starlink და უკრაინას ყირიმში, რუსეთის ფლოტზე კონტრშეტევის შესაძლებლობა წაერთვა. 

უკრაინისთვის სტარლინკის გათიშვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ბიოგრაფმა გაამჟღავნა, მალევე ცნობები თავად ილონ მასკმა დაადატსურა. უოლტერ აიზეკსონის წიგნის თანახმად, «როდესაც უკრაინული წყალქვეშა თვითმფრინავები ასაფეთქებელი ნივთიერებებით მიუახლოვდნენ რუსულ ფლოტს, მათ «დაკარგეს კავშირი და სანაპიროზე არაფერი მომხდარა».

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მასკმა ტვიტერზე დაწერა: 

«უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო სევასტოპოლისკენ მთლიან გზაზე Starlink-ის გააქტიურების გადაუდებელი მოთხოვნა. აშკარა იყო რუსული ფლოტის უდიდესი ნაწილის ჩაძირვის განზრახვა. ამ მოთხოვნას რომ დავთანხმებოდი, SpaceX კონფლიქტის ესკალაციის ერთ-ერთ მთავარი აქტის თანამონაწილე იქნებოდა». 

მასკის ამ კომენტარების შემდეგ, კრემლის ოფიციალურმა პირებმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს.

თავად ილონ მასკს პუტინის ქებისთის ჯერ არ უპასუხია. 

ილონ მასკი ადასტურებს რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 
თემის მიხედვით
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო

Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო

Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა

SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.