ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
11 სექტემბერი 2023, 09:00
2023-09-11
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის საზღვაო ფლოტზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა. უკრაინის ჯარი ინტერნეტის გარეშე დარჩა და ოპერაცია ვერ განახორციელა.
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის საზღვაო ფლოტზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა. უკრაინის ჯარი ინტერნეტის გარეშე დარჩა და ოპერაცია ვერ განახორციელა.
ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ბიოგრაფმა გაამჟღავნა, როცა CNN-ს წიგნიდან რამდენიმე ფაქტი მოუთხრო.
უოლტერ აიზეკსონის წიგნის თანახმად, «როდესაც უკრაინული წყალქვეშა თვითმფრინავები ასაფეთქებელი ნივთიერებებით მიუახლოვდნენ რუსულ ფლოტს, მათ «დაკარგეს კავშირი და სანაპიროზე არაფერი მომხდარა».
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მასკმა ტვიტერზე დაწერა:
«უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო სევასტოპოლისკენ მთლიან გზაზე Starlink-ის გააქტიურების გადაუდებელი მოთხოვნა. აშკარა იყო რუსული ფლოტის უდიდესი ნაწილის ჩაძირვის განზრახვა. ამ მოთხოვნას რომ დავთანხმებოდი, SpaceX კონფლიქტის ესკალაციის ერთ-ერთ მთავარი აქტის თანამონაწილე იქნებოდა».
There was an emergency request from government authorities to activate Starlink all the way to Sevastopol.
The obvious intent being to sink most of the Russian fleet at anchor.
If I had agreed to their request, then SpaceX would be explicitly complicit in a major act of war and…
ბიოგრაფიული წიგნის თანახმად, ილონ მასკმა სტარლინკის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ეშინოდა, რომ უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთი მას ბირთვული იარაღით უპასუხებდა. მასკის შიში რუს მაღალჩინოსნებთან საუბარმა გამოიწვია.
უკრაინის ხელისუფლებამ ილონ მასკის გადაწყვეტილება დაგმო და მას ბოროტი ნაბიჯი უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მასკმა მის ქვეყანას ზიანი მიაყენა.
«ზოგჯერ შეცდომა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეცდომა». — დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე. — «უკრაინულ უპილოტო თვითმფრინავებს სტარლინკის დახმარებით რუსული სამხედრო ფლოტის განადგურების ნება არ მისცეს. ილონ მასკმა ამ ფლოტს ნება დართო, რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ მიემართა. შედეგად მოქალაქეები, ბავშვები დაიხოცნენ. ეს გულგრილობის და დიდი ეგოს შერევის შედეგია.
თუმცა, რჩება კითხვა: ზოგიერთ ადამიანს ასე სასოწარკვეთით რატომ სურს, დაიცვას ომის დანაშაულები და მათი სურვილი, ჩაიდინონ მკვლელობები? და ახლა აცნობიერებენ, რომ მათ ჩაიდინეს ბოროტება და ახალისებენ მას?»
Sometimes a mistake is much more than just a mistake. By not allowing Ukrainian drones to destroy part of the Russian military (!) fleet via #Starlink interference, @elonmusk allowed this fleet to fire Kalibr missiles at Ukrainian cities. As a result, civilians, children are…
ჟურნალისტებმა ილონ მასკის გადაწყვეტილების შეფასება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც სთხოვეს. მან თქვა, რომ სტარლინკი რუსეთის წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.