ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი

ილონ მასკი ამტკიცებს, რომ უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ზოგადად, აშშ-ის ხელისუფლების ბრალია და არა მისი. 

კომენტარის დატოვება

ილონ მასკმა ურაინას სტარლინკი ​ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის საზღვაო ფლოტზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა. უკრაინის ჯარი ინტერნეტის გარეშე დარჩა და ოპერაცია ვერ განახორციელა. 

თავდაპირველად ინფორმაცია მისმა ბიოგრაფმა გაავრცელა. მალევე ის მასკმა თავად დაადასტურა და ტვიტერზე დაწერა: 

«უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო სევასტოპოლისკენ მთლიან გზაზე Starlink-ის გააქტიურების გადაუდებელი მოთხოვნა. აშკარა იყო რუსული ფლოტის უდიდესი ნაწილის ჩაძირვის განზრახვა. ამ მოთხოვნას რომ დავთანხმებოდი, SpaceX კონფლიქტის ესკალაციის ერთ-ერთ მთავარი აქტის თანამონაწილე იქნებოდა».

მასკი უკრაინამ გააკრიტიკა და სტარლინკს გამორთვას «ბოროტი ნაბიჯი» უწოდა, რომელმაც ქვეყანას ზიანი მიაყენა და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. 

«ილონი წყვეტს, რომ: ვიღაცის მიწა, თავისუფლება, ღირსება სხვა ადამიანის სიცოცხლის ფასად არ ღირს ილონი წყვეტს, ვისი სიცოცხლე რად ღირს. ილონი ამტკიცებს, რომ ჯობია, ჯობია მუხლებზე დაჩოქილმა იცხოვრო, ვიდრე ფეხზე მდგარი მოკვდე». — დაწერა 8 სექტემბერს ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების ელჩმა, ალექსანდრე შერბამ.

კრიტიკის შემდეგ მასკმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად ბრალი აშშ-ის ხელისუფლებას დასდო. 

მისი თქმით, Starlink-ები გათიშა, ვინაიდან აშშ-ს რუსეთის მიმართ სანქციები აქვს დაწესებული და ასეთ შემთხვევაში, არ ჰქონდა უფლება, სერვისი [ოკუპირებულ] ყირიმშ მთავრობის თანხმობის გარეშე ჩაერთო. 

«თუ პრეზიდენტისგან მივიღებდი მოთხოვნას, ჩავრთავდი. მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა». -თქვა მან. 

The All-In Podcast-ში მასკმა თქვა, რომ უკრაინის თხოვნა Starlink-ის თანამგზავრზე წვდომის ჩართვის შესახებ ნიშნავს ომში მონაწილეობის მიღებას. მისივე თქმით, ყირიმში Starlink-ის გამოყენებამ შეიძლება შექმნას «მინი პერლ ჰარბორი».

მანვე დასძინა, რომ უკრაინის თავდასხმა რუსეთზე, მისი აზრით, «საომარი მოქმედებების მასობრივ ესკალაციას გამოიწვევს». 

«ეს რუსეთს არ დაამარცხებს. ეს რუსეთს გააბრაზებს». — თქვა მასკმა. მისივე თქმით, სჯერა, რომ Starlink «უკრაინის მთავრობის ფუნდამენტური კომუნიკაციის ხერხემალად რჩება». 

«ეს ერთადერთია, რაც ომის ფრონტზე მუშაობს, დანარჩენი ყველაფერი რუსებმა ჩაკეტეს». — თქვა მასკმა.

ილონ მასკი ადასტურებს რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 
თემის მიხედვით
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 

ასევე წაიკითხეთ
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.