ილონ მასკის თქმით, მაკენზი სკოტი ქველმოქმედების გაცემით დასავლურ ცივილიზაციას ანადგურებს
ილონ მასკი ამბობს, რომ ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მილიარდერი მაკენზი სკოტი თავისი ქველმოქმედებით დასავლური ცივილიზაციას ანადგურებს.
ილონ მასკი ამბობს, რომ ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მილიარდერი მაკენზი სკოტი თავისი ქველმოქმედებით დასავლური ცივილიზაციას ანადგურებს.
ამას, რა თქმა უნდა, ხელი არ შეუშლია მაკენზი სკოტისთვის, თავისი სიმდიდრის ქველმოქმედებაში ხარჯვაში გაეგრძელებინა.
19 მარტს მან განაცხადა, რომ 361 ორგანიზაციას 640 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ჯილდო ორჯერ მეტია იმ 250 მილიონ აშშ დოლარზე, რომელიც სკოტმა დონაციისთვის თავდაპირველად გამოჰყო.
ორგანიზაცია Lever for Change, რომელიც სკოტის საქველმოქმედო საქმიანობას უზრუნველყოფს, ამბობს, რომ 279 არაკომერციული ორგანიზაცია 2 მილიონ აშშ დოლარს იღებს, ხოლო დანარჩენი 82 ორგანიზაცია — თითო მილიონ აშშ დოლარს.
Lever for Change-მა განაცხადა, რომ «თავდაპირველად 250 ორგანიზაციისთვის 1 მილიონი აშშ დოლარის გადაცემა იყო დაგეგმილია, მაგრამ ამ ორგანიზაციების წარმოუდგენელი მუშაობის ფონზე, დონორმა გუნდმა გაფართოება გადაწყვიტა — გაიზარდა ორგანიზაციების რაოდენობა და თანხა».
სკოტის სოლიდური შემოწირულობა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მასკმა მისი საქველმოქმედო საქმიანობა გააკრიტიკა.
«სუპერ მდიდარი ყოფილი ცოლები, რომლებსაც თავიანთი ყოფილი მეუღლე სძულთ, დასავლური ცივილიზაციის განადგურების მიზეზთა შორის უნდა სახელდებოდნენ». — განაცხადა მასკმა X-ზე, ახლა უკვე წაშლილ პოსტში 6 მარტს.
მასკს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ გამოარჩია სკოტს, მაგრამ ის მან კორპორატიული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ხელშეწყობის მცდელობების გამო გააკრიტიკა.
«DEI (Diversity, equity, and inclusion) რასიზმის კიდევ ერთი სიტყვაა. სირცხვილი ყველას, ვინც ამას იყენებს». — თქვა მასკმა იანვარში X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მასკმა სკოტი ქველმოქმედებისთვის გააკრიტიკა. ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში მილიარდელმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მის კომპანიებს დემოკრატიულმა პარტიებმა გვერდი აუარეს, რადგან სკოტმა «PAC-ებს, რომლებიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ მილიონები შესწირა».
«შეიძლება ითქვას, რომ მაკენზი სკოტი მისი ყოფილი ქმრის დიდი გულშემატკივარი არ არის. სამწუხაროდ, ის ერთადერთი არ არის». — თქვა მასკმა X პოსტში 2022 წლის მაისში.
სკოტს, თავის მხრივ, მასკის კომენტარებზე საჯარო რეაქცია არ გამოუხატავს.
სკოტმა თავის ვებსაიტზე, Yield Giving-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ 361 არაკომერციული ორგანიზაცია «6000-ზე მეტი განმცხადებლის ჯგუფიდან შეირჩა».
სკოტის შემოწირულობები წელს ასევე ქალთა ჯანმრთელობისა და უმცირესობების ჯგუფების მხარდაჭერას მოიცავს. ის ალაბამას ACLU-ს, ლტოლვილთა და ემიგრანტთა გაძლიერების ცენტრს და ქალთა და ეთნიკური კვლევების ინსტიტუტს დაეხმარება.
2022 წელს სკოტმა Medium-ზე ბლოგ-პოსტში თქვა, რომ მან თითქმის 2 მილიარდი დოლარი «343 ორგანიზაციას შესწირა, რომლებიც ადამიანების ხმებსა და შესაძლებლობებს, სიტყის თავისუფლებას მხარს უჭერენ».
სკოტის შემოწირულობები 2022 წელს Planned Parenthood-ისთვის 275 მილიონ აშშ დოლარს და ლუთერანული იმიგრაციისა და ლტოლვილთა სამსახურისთვის 15 მილიონ აშშ დოლარს მოიცავდა.