ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
27 თებერვალი 2024, 12:37
2024-02-27
ილონ მასკი ამბობს, რომ Gmail-ის მსგავსი სერვისის, Xmail-ის გამოშვებას აპირებს
ილონ მასკის X-ზე ტვიტი გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა, რომ 2024 წლის 1 აგვისტოს Google თავის ერთ-ერთ სერვისს, Gmail-ს შეაჩერებდა. ბიზნესმენმა დამატებითი ინტრიგის შემოსატანად განაცხადა, რომ ახალი ელფოსტის სერვისს, Xmail-ს გამოუშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ Google-ის მიერ Gmail-ის დახურვის შესახებ ცნობები საზოგადოებაში მალევე გავრცელდა, ცხადია, ეს არ მოხდება. ტვიტი ყალბი იყო — ის X-ზე (Twitter) გამოქვეყნდა სათაურით, რომ Google Gmail-ს აუქმებს, რაც უამრავი ადამიანის მოსატყუებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ახლა X-ზე კიდევ ერთი ტვიტი გამოქვეყნდა, ამჯერად პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკისგან, რომელმაც ხალხის ყურადღების მიპყრობა კიდევ ერთხელ შეძლო. ტვიტი პასუხი იყო X-ის უსაფრთხოების ინჟინრის, ნეიტ მაკგრედის მიერ გამოქვეყნებულ კითხვაზე, რომელიც ბიზნესმენს ეკითხებოდა, როდის განავითარებდა კომპანია Xmail-ს. მასკმა მას მოკლედ, ორი სიტყვით უპასუხა: ის გზაშია.
რა თქმა უნდა, ეს ორი სიტყვა ბევრს არაფერს ამბობს. მასკის პასუხი, დიდი ალბათობით, იდეის გავრცელებისა და მასების რეაქციის გაგების მცდელობაა.
იმის გათვალისწინებით, რომ Gmail-ის დახურვის გარშემო აჟიოტაჟი კვლავ ტრიალებს, გირჩევთ, რომ ნებისმიერ შეტყობინებას, ნებისმიერ პლატფორმაზე, რომელიც თქვენს Gmail ანგარიშთან არის კავშირში სიფრთხილით მოეკიდოთ. იგივე რჩევა მასკის Xmail-ის შესახებ შეტყობინებებსაც ეხება. სავარაუდოა, რომ კიბერკრიმინალები არსებული დაბნეულობის გამოყენებას შეეცდებიან და მავნე განზრახვით ფიშინგ შეტყობინებებს გაავრცელებენ.