ილონ მასკი ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე სასამართლოში, დაკითხვაზე დაიბარეს
ილონ მასკი აშშ-ის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში გამოიძახეს.
ილონ მასკი აშშ-ის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში გამოიძახეს.
საქმის მიხედვით, JP Morgan Chase ბანკი ფინანსისტს და ამერიკელ სექსუალურ დამნაშავეს, ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის განხორციელებაში უწყობდა ხელს. ეპშტეინი 2000-დან 2013 წლამდე JP Morgan-ის კლიენტი იყო. ამ ბანკის მომსახურებით სარგებლობდა ილონ მასკიც — JP Morgan რამდენიმე წლის განმავლობაში Tesla-ს კომერციულ საბანკო ბიზნესს ხელმძღვანელობდა.
სასამართლო Tesla-ს ბოსს მოუწოდებს, ნებისმიერი დოკუმენტი წარადგინოს, სადაც მას, JP Morgan Chase ბანკსა და ეპშტეინს შორის კომუნიკაცია ჩანს.
მასკს საქმეში რაიმე სახის დანაშაულში ბრალი არ ედება.
მან ასევე უარყო ბრალდება, რომ ეპშტეინმა მას რაიმე ფინანსური რჩევა მისცა.
ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს ნიუ-იორკში ციხეში გარდაიცვალა, როდესაც სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლოს განაჩენს ელოდა.
ვირჯინიის კუნძულები JP Morgan Chase-ს უჩივის, თითქოს ეპშტეინის სავარაუდო დანაშაულებებში დაეხმარა.
ბრალდების მიხედვით, ტრეფიკინგის ქვეშ მყოფ ქალებზე ეპშტეინი და სხვები კერძო კუნძულის, Little St. James-ის ტერიტორიაზე სექსუალურად ძალადობდნენ.
ვირჯინიის კუნძულების მთავრობამ ბანკი იმაშიც დაადანაშაულა, რომ სავარაუდო დანაშაულების შესახებ ინფრომაციას მალავდა. ბანკი ბრალდებებს უარყოფს.
«[აშშ-ის ვირჯინიის კუნძულების] მთავრობა მასკის ადვოკატს ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა, რათა ეკითხა, იქნებოდა თუ არა უფლებამოსილი ამ საქმეში მასკის სახელით ემოქმედა, მაგრამ პასუხი, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა მის უფლებამოსილებას არ მიუღია». — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
მასკმა დატვიტა, რომ ბრალდება თითქოს მან ეპშტეინის რჩევა მიიღო, «იდიოტურია» და გარდაცვლილ ფინანსისტს «თაღლითი» უწოდა.
ეპშტეინი, რომელიც 2008 წელს არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში დაადანაშაულეს, ისეთ სოციალურ წრეებში იყო გარეული, რომელშიც პრინცი ენდრიუ, პრეზიდენტები ტრამპი, ბილ კლინტონი და ბიზნესის სამყაროს მრავალი საკვანძო ფიგურა შედიოდა.
JP Morgan Chase-მა უარყო, რომ ეპშტეინის დანაშაულების შესახებ იცოდა.