ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკი დიდ ბრიტანეთში AI სამიტს დაესწრება

სავარაუდოდ, ილონ მასკი ამ კვირაში დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის გლობალურ სამიტს დაესწრება.

კომენტარის დატოვება
ილონ მასკი დიდ ბრიტანეთში AI სამიტს დაესწრება

სავარაუდოდ, ილონ მასკი ამ კვირაში დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის გლობალურ სამიტს დაესწრება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ ღონისძიების შემდეგ მილიარდელთან პირადად ისაუბრებს.

სამიტზე, რომელიც ბლეჩლის პარკში გაიმართება, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები და გლობალური ლიდერები შეიკრიბებიან, რათა AI-ის პოტენციური რისკები განიხილონ.

სამიტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან.

ცნობილია, რომ შეკრებას Open AI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი და Meta-ს წარმომადგენელი, ნიკ კლეგი სხვა ტექნოლოგიურ ლიდერებთან ერთად შეუერთდებიან.

AI-ის ერთ-ერთმა ნათლიამ, იოშუა ბენგიომ, დაადასტურა, რომ სამიტს ისიც დაესწრება.

ექსპერტებისთვის ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელი მიღწევები რევოლუციურია, თუმცა საშიშიც — ის შესაძლოა კაცობრიობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს. ბევრი ფიქრობს, რომ AI სამუშაო ადგილების მასობრივ დაკარგვასა და დეზინფორმაციის გავრცელებას გამოიწვევს.

30 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) დეველოპერებს აშშ-ის მთავრობისთვის უსაფრთხოების შედეგების გაზიარებას სთხოვს.

მარტში ილონ მასკმა ღია წერილს მოაწერა ხელი, რომელიც «გიგანტური AI ექსპერიმენტების» დროებით შეჩერებას მოითხოვდა.

აპრილში BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მასკმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობს და წუხს.

«ვფიქრობ, უნდა შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს, გააკონტროლებს რათა დარწმუნდეს, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს». — თქვა მან.

ამასთან ერთად, მასკი AI კომპანიებს იმ მონაცემების გამო დაუპირისპირდა, რომლებსაც ისინი ჩათბოტების მოსამზადებლად იყენებენ — კომპანიები პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, რათა ჩათბოტების ცოდნა და ურთიერთქმედების სტილი გააძლიერონ.

ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
თემის მიხედვით
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
სემ ალტმენი: AI-მ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს
სემ ალტმენი: AI-მ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს
თემის მიხედვით
სემ ალტმენი: AI-მ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს
2023 წლის ანგარიში AI-ში ყველაზე საინტერესო მოვლენების შესახებ
2023 წლის ანგარიში AI-ში ყველაზე საინტერესო მოვლენების შესახებ
თემის მიხედვით
2023 წლის ანგარიში AI-ში ყველაზე საინტერესო მოვლენების შესახებ


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.