ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი UFC-ში ბრძოლაზე შეთანხმდნენ

მსოფლიოს ორი ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური მილიარდერი, ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი, UFC-ში, ე.წ. გალიაში ბრძოლაზე შეთანხმდნენ. 

კომენტარის დატოვება
ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი UFC-ში ბრძოლაზე შეთანხმდნენ

მსოფლიოს ორი ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური მილიარდერი, ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი, UFC-ში, ე.წ. გალიაში ბრძოლაზე შეთანხმდნენ. 

მასკმა თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე Twitter-ზე მესიჯი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ცუკერბერგთან გალიაში ჩხუბისთვის მზად იყო.

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიის, Meta-ს აღმასულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მასკის ტვიტის სქრინშოთი გამოაქვეყნა — წარწერით «გამომიგზავნე მდებარეობა». რაზეც მასკმა უპასუხა: «ვეგასის ოქტაგონი».

ოქტაგონი შემოღობილი ტერიტორიაა, რომელიც Ultimate Fighting Championship (UFC) ორთაბრძოლებისთვის გამოიყენება. UFC ლას-ვეგასში, ნევადაში არის დაფუძნებული.

მასკმა, რომელიც ამ თვის ბოლოს 52 წლის ხდება, დატვიტა: «მე ერთი შესანიშნავი ილეთი მაქვს, რომელსაც «The Walrus“-ს ვუწოდებ — უბრალოდ ვწევარ ოპონენტზე და არაფერს ვაკეთებ».

მოგვიანებით მან Twitter-ზე ამ «ილეთის» მოკლე ვიდეოები გამოაქვეყნა, რითაც შესაძლოა მიუთითა, რომ მისი გამოწვევა შეიძლება სერიოზული არ იყოს.

«თითქმის არასდროს ვვარჯიშობ, გარდა იმისა, რომ შვილებს ჰაერში ვაგდებ და ისევ ვიჭერ». — ამბობს მასკი.

თავის მხრივ, 39 წლის ცუკერბერგი შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) იღებს მონაწილეობას და ახლახან ჯიუ-ჯიცუს ტურნირიც მოიგო.

სოციალური მედიის მომხმარებლები აქტიურად კამათობენ, ვინ მოიგებს ორთაბრძოლას. ზოგმა მიმები გამოაქვეყნა, მათ შორის დამცინავი პლაკატები, რომლებიც ბრძოლას არეკლამებდნენ.

მაგალითად, ბიზნეს კონსულტანტმა, სეი ტეილორმა დატვიტა: «აირჩიე შენი მებრძოლი».

მასკის არასერიოზული განცხადებები სიახლე არ არის. მაგალითად, მან BBC-ს აპრილში განუცხადა, რომ თავისი ძაღლი Twitter-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშნა.

Meta Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს
Meta Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს
თემის მიხედვით
Meta Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს
ილონ მასკი მედიის წინააღმდეგ
ილონ მასკი მედიის წინააღმდეგ
თემის მიხედვით
ილონ მასკი მედიის წინააღმდეგ


ასევე წაიკითხეთ
Facebook-მა ლოგო შეცვალა
Facebook-მა ლოგო შეცვალა
Facebook-მა ლოგო შეცვალა
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.