ილონ მასკი ადასტურებს, რომ X მალე ფასიანი ვერსიის 2 ახალ ვარიანტს გამოუშვებს
ილონ მასკმა თქვა, რომ მისი სოციალური მედიის პლატფორმა X, ადრე ცნობილი, როგორც Twitter, პრემიუმ გამოწერის ორ ახალ ვერსიას გამოუშვებს.
ილონ მასკმა თქვა, რომ მისი სოციალური მედიის პლატფორმა X, ადრე ცნობილი, როგორც Twitter, პრემიუმ გამოწერის ორ ახალ ვერსიას გამოუშვებს.
«პირველი დაბალფასიანი გამოწერაა ყველა მახასიათებლით, მაგრამ რეკლამების რაოდენობა არ მცირდება, ხოლო მეორე უფრო ძვირია. თუმცა, რეკლამების გარეშე ფუნქციონირებს». — თქვა მილიარდერმა X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც კომპანიამ მომხმარებლებს ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში პლატფორმაზე წვდომისთვის 1 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
მასკმა მეტ დეტალზე არ ისაუბრა.
კომპანიამ თავის ვებსაიტზე დაწერა, რომ ახალი მომხმარებლებს, რომლებიც გამოწერაზე უარს იტყვიან, ფუნქციები შეეზღუდებათ. მათ პოსტების კითხვა, ვიდეოების ყურება და ანგარიშებისთვის თვალყურის დევნება კვლავ შეეძლებათ, თუმცა, კომენტარების დაწერას ვერ შეძლებენ.
მასკი დიდი ხანია, ამბობს, რომ სოციალური მედიის პლატფორმაზე ბოტებისა და ყალბი ანგარიშების მოსაშორებლად ყველაზე მარტივი გზა მომსახურების საფასურის დაწესებაა.
გასული წლის ოქტომბერში, კომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, მასკი გაუმჯობესებული სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებლების წახალისებას ცდილობდა. ზოგიერთი
მომხმარებლების უმეტესობა ახლა თვეში 8 აშშ დოლარიან გამოწერას ირჩევს. მისი «Not A Bot» გამოწერის მეთოდი სპამის, პლატფორმის მანიპულირებისა და ბოტის აქტივობის შემცირებას ისახავს მიზნად.
მასკის სწრაფმა ცვლილებებმა, მათ შორის სხვადასხვა პერიოდში რეორგანიზაციამ და კონტენტის მოდერაციის გუნდების დაშლამ პლატფორმის შემოსავალი შეამცირა.