ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

იან ლეკუნი: AI სამუშაო ადგილებს არ გაანადგურებს

AI-ის ნათლიად წოდებულმა, პროფესორმა, იან ლეკუნმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს დაპყრობას ან სამუშაო ადგილების სამუდამოდ განადგურებას ვერ შეძლებს.

კომენტარის დატოვება

მისი აზრით, ზოგიერთი ექსპერტის შიში, თითქოს ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას საფრთხის წინაშე აყენებს, სასაცილოა.

«კომპიუტერები უფრო ინტელექტუალურები გახდებიან, ვიდრე ადამიანები, მაგრამ ამას მრავალი წელი დასჭირდება და თუ მიხვდები, რომ ეს უსაფრთხო არ არის, უბრალოდ მის განვითარებას შეაჩერებ». — თქვა მან.

2018 წელს პროფესორმა ლეკუნმა ჯეფრი ჰინტონთან და იოშუა ბენჯოსთან ერთად ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღწეული წარმატებისთვის ტურინგის კჯილდო (Turing Award) მიიღო და სამივე გახდა ცნობილი, როგორც «AI-ის ნათლია».

პროფესორი ლეკუნი ახლა Meta-ში AI-ის მთავარ მეცნიერად მუშაობს. იგი თავისი თანამემამულე ნათლიების აზრს, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, არ ეთანხმება.

«დაეუფლება თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამყაროს? არა, ეს ადამიანის ბუნების მანქანებზე პროექციაა».  — თქვა მან. ხელოვნური ინტელექტის კვლევის შეჩერება დიდი შეცდომა იქნებოდა».

პროფესორი ლეკუნი ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ნერვიულობენ, AI-ის ჯანსაღ განვითარებას ხელს უშლიან — მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება მისი უსაფრთხოდ გამოყენება.

«1930 წელს ვინმეს ჰკითხეთ, როგორ აპირებდა ტურბო-რეაქტიულ თვითმფრინავი უსაფრთხო გაეხადა? იგივე პრინციპი მოქმედებს ხელოვნურ ინტელექტზეც — საბოლოოდ, ტურბო თვითმფრინავები წარმოუდგენლად საიმედო და უსაფრთხო გახდა». — თქვა მან.

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის დიდი კვლევითი პროგრამა აქვს და ადამიანთა მსგავსი ინტელექტუალური სისტემების წარმოება კომპანიის ერთ-ერთი მიზანია. კვლევასთან ერთად, კომპანია AI-ის სოციალურ მედიაში მავნე პოსტების იდენტიფიცირების დასახმარებლად იყენებს.

პროფესორმა ლეკუნმა პრესისთვის გამართულ ღონისძიებაზე, ე.წ. Objective Driven AI-ში საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რომელიც უსაფრთხო სისტემების შექმნას გულისხმობს, რომლებსაც დამახსოვრება, მსჯელობა და დაგეგმვა შეუძლიათ.

მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ერთხელაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანურს გადაასწრებს. მაგრამ, ამ დონის მისაღწევად, ამ ეტაპზე, მკვლევრებს არსებითი ცნებები აკლიათ. 

«არსებობდა შეშფოთება, რომ მეცნიერებმა სუპერ ინტელექტუალური სისტემა გამოიგონეს, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე წუთში დაიპყრობდა». — თქვა ლეკუნმა. «ეს უბრალოდ სასაცილოა».

პროფესორმა ლეკუნმა თქვა, რომ ის რეგულაციების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა — მაგრამ, მისი აზრით, თითოეულ აპლიკაციას საკუთარი წესების შექმნა დასჭირდება —  მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს მანქანებში და მედიცინაში სხვადასხვა რეგულაციები და წესები დასჭირდებათ.

აშშ-ის საჰაერო ძალები უარყოფს რომ მათი AI დრონი გამოცდის დროს ოპერატორს თავს დაესხა
აშშ-ის საჰაერო ძალები უარყოფს, რომ მათი AI დრონი გამოცდის დროს ოპერატორს თავს დაესხა
თემის მიხედვით
აშშ-ის საჰაერო ძალები უარყოფს, რომ მათი AI დრონი გამოცდის დროს ოპერატორს თავს დაესხა
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს
თემის მიხედვით
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.